,,ნიჭიერის” ,,გლეჯავოი” დასაწყისი

რამდენიმე კვირის წინ MyVideo-ზე დადებული ვიდეოს წყალობით, თემქელმა ქობულაშვილმა მაყვალამ ყველას დიდი სურვილი და ინტერესი გაუჩინა ,,ნიჭიერის” დაწყების… ნიჭიერის ,,თავბრუდამხვევმა მონაწილემ” მარტომ შეძლო და აალაპარაკა ხალხი პროექტზე, რეალურად კი უნდა გვევარაუდა, რომ მისი გამოჩენა ზღვაში წვეთი იქნებოდა, რადგან წლევანდელ ნიჭიერში  11 რეგიონიდან და 50 ქალაქიდან ჩამოსულმა ათასობით კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.

სანამ უშუალოდ მონაწილეებზე გადავალ, ორიოდ სიტყვით ჟიურის წევრებს მინდა შევეხო… წინასწარი განწყობა:

გეგა ფალავანდიშვილი – ვითომ ,,მოსწერვო”, თვითკმაყოფილი, კამერის წინ დგომა-ჯდომაზე დახამებული იდიოტი, რომელიც ვერ შეელია ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში კამერის წინ გამოჩენას და ცოცხალი თავით არ მოიცვალა ფეხი სკამიდან…

სოფო ნიჟარაძე – საიდანღაც ჩამოთრეული, ვითომ საქართველოს მოყვარული, კარგხმიანი, მომღერალი, რომელიც მღერის ,,პაპსას” და ჰგონია, რომ ყველაზე ლამაზია, იმიტომ რომ გამოჩენის დღიდანვე მოხვდა ყველა ტელევიზორის ეკრანზე და მისი ფოტო/ინტერვიუები დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში…

ვანო ჯავახიშვილი – ერთერთი ყველაზე უნიჭო იუმორისტი, ქართველ უნიჭო იუმორსტთა შორის… დღემდე ვერ მივმხვდარვარ, როგორ გახდა ასეთი პოპულარული და რატომ ასოცირდება მისი სახელი სიცილთან, როცა ამ ადამიანს, უბრალოდ, იუმორის გრძნობა საერთოდ არ აქვს?!..

უცვლელმა წამყვანებმა: ვანიკო თარხნიშვილმა და თიკა ფაცაციამ პროექტი გახსნილად გამოაცხადეს

არ შეიძლება, პირველ კონკურსანტს არ შევეხო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი იყო. ეს გახლდათ სოფრომაძე ბელა – პროფესიით მედდა, მოწოდებით კი მომღერლ-მოცეკვავე, რომელიც ,,მიშელ ჯექსონის – რემემბერ ზე თაიმ”-ით წარსდგა ჟიურის წინაშე, გაგიკვირდებათ და ის სიმღერას და ცეკვას ერთობლივად ახერხებდა, მაგრამ მალევე გაისმა სამივე საყვირის ხმა და ბელამაც სამ ,,არა”-სთან ერთად დატოვა დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა…

,,დონალდ დაკის” ხმის პაროდირებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ თუ ამ სიკეთესთან ერთად, ჰიპ-ჰოპის ცეკვის კარგი უნარი გაქვს, იუმორისტულ ელემენტებს რთავ საკუთარ პროგრამაში და ზოგადადაც ცოცხალი და ხალისიანი ტიპი ხარ, შეგიძლია ნიჭიერის მეორე სეზონზე, პირველმა დააგროვო სამი ,,კი” და გადახვიდე შემდეგ ტურში. ეს ყველაფერი (ოთხი ერთში) საკუთარ თავში გააერთიანა გიორგი ბაღნაშვილმა (,,დაკი”) ანუ, როგორც ხედავთ, ,,დაკი” უფრო მაგარია ვიდრე ,,მაკკოფე”…

მართალია, იმან რამაც ამის შემდეგ მომხიბლა დარბაზი ჩააბნელა და ჩაამუქა, მაგრამ თამამად შემიძლია, არა მხოლოდ ამ ერთი გადაცემის, არამედ მთელი პროექტის ნათელი წერტილი და ,,კაშკაშა ნომერი” ვუწოდო… გიორგი კილაძისა და ბექა რაზმაძის ,,მატრიცული პანტომიმა” იყო სანახაობა, რომელმაც მართლა სიამოვნების ღიმილი მომგვარა და პირი დამაღებინა (ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე). დაახლოებით 2 წუთს გაგრძელებული პინგ-პონგის თამაში იყო ისეთი სანახაობა, რომლის შემხედვარე ფორესტ გამპი უყოყმანოდ ,,დაკიდებდა ჩოგანს კედელზე” და ქედს მოიხრიდა ,,ფანტომის” წინაშე…

შემდეგი დასამახსოვრებელი კონკურსანტი იყო დავით პატარაია – ადამიანი კაუჩუკი – ადამიანი იოგა. კაცი, რომელიც 50 სმ. სიგრძისა და 50 სმ. სიგანის აკვარიუმში ჯაჩდა და კარი მიიხურა. გაოგნებული ჟიურისგან სამი ,,კი” დაიმსახურა და მშვიდად დატოვა სცენა… დავითმა სცენა დატოვა, მე კი ჩემს კაუჩუკის პატარა ბურთს ვეცი და ყველანაირად ვეცადე მასზე, ოდნავ, ვიწრო ბოთლში ჩამეტენა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, შეიძლება ლავუაზიეს კანონი აღმიდგა წინ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, უნდა აღვნიშნო, რომ ეს კაცი კაუჩუკზე ნაკლებად დრეკადი ნამდვილად არ ყოფილა…

ყველა იმ მუსიკალური კონკურსისა თუ პროექტის სცენა დაიწვას და პროდიუსერი დაეფუფქოს, რომელიც მხედველობის პრობლემის გამო, მონაწილეობაზე უარს ეტყვის კონკურსანტს!.. ალბათ არაერთხელ შეხვედრიხართ ქუჩაში ან მეტროში, ფანდურის ფონზე მომღერალ დედა-შვილს, რომელთა ხმის გაგონებისას ჯრუანტელი გივლის და სევდა გიპყრობს, ვერ გადაგიწყვეტია გზა განაგრძო და ამოისუნთქო, თუ გაჩერდე, მოისმინო და ცხოვრებაზე ჩაფიქრდე… სწორედ ეს ,,შვილი” – ნატო ვეფხვაძე წარსდგა ,,ნიჭიერის” ჟიურის წინაშე ქართული სიმღერით – ,,საქართველო”… ალბათ, აზრი არ აქვს იმის წერას თუ როგორ იმღერა, ეს უნდა მოისმინოთ აუცილებლად, რომ შეიგრძნოთ… თქმით კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სიმღერით ნატომ ფეხზე ააყენა მთელი დარბაზი, ჟიურის სამივე წევრი, ცრემლი აღვრევინა უამრავ ადამიანს, მათ შორის თიკა ფაცაციას, სოფო ნიჟარაძესა და ჩემი ოჯახის წევრებს (მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახს ვამბობ) და უზომოდ გაახარა დედა – ლელა ვეფხვაძე, რომელიც შეუჩერებლად ლოცულობდა, სანამ შვილი სცენაზე მღეროდა…

მართალია ერთმა ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულმა მამაკაცმა ჟიურისგან სამი ,,არა” მიიღო და პროექტს პირველივე ტურში გამოეთიშა, მაგრამ ეს ადამიანი რომ არ ვახსენო ბუნება დამსჯის… 50 წლის  სვანიშვილი მერაბი ჰიპნოზის სერიოზული ძალის მფლობელი იყო და მთელი დარბაზის დაჰიპნოზებაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ გადაწყდა, დაენდოთ ამდენი ხალხი და მხოლოდ 4 მოხალისე გამოეყოთ ამ საქმისთვის. ბატონმა მერაბმა ცადა ჰიპნოზის გავლენით გაეთიშა ეს ადამიანები, მაგრამ წარუმატებლობის გამო, თავად გამოეთიშა პროექტს და გაბრაზებულმა, ბუზღუნით დატოვა სცენა.

გადაცემის კულმინაცია კი ნამდვილად უმაგრესი იყო… 8 წლის ნიცას, რომელმაც ჰიპ-ჰოპი უცეკვა დამსწრე აუდიტორიას, 3-4 წუთი დაჭირდა იმისთვის, რომ ,,ნიჭიერის” მაყურებელთა სრული უმრავლესობისთვის თავი შეეყვარებინა, ყველა ბავშვთმოძულის გულში შვილის ყოლის სურვილი ჩაესახა და შემდეგ ტურშიც გარანტირებული სამომავლო პერსპექტივით გადასულიყო… ალბათ, ეს არის ის ბავშვი, რომელზეც ითქმის : ,,საყვარელი”, ,,ჩასაყლაპი”, ,,სიცოცხლე”, ,,რა დედამ გშობა?” და ა.შ.

ასე დასრულდა პირველი გადაცემა, რომელმაც პირადად მე ძალიან მასიამოვნა და აწ უკვე, წინასწარი სასიამოვნო განწყობით დაველოდები შემდეგ ორშაბათს…

სანამ დავასრულებდე კი ორიოდ სიტყვა აქაც უნდა ვთქვა ჟიურის შესახებ, ანუ ახლანდელი განწყობა:

გეგა ფალავანდიშვილი – არც ,,უსწერვია”, არც სიყალბე შემიმჩნევია, არც კამერის ,,ხამობა” და ობიექტურიც იყო…

სოფო ნიჟარაძე – მართლა ძალიან ლამაზი, საყვარელი და ბუნებრივი (მიუხედადავ მეტისმეტი პირდაღებულობისა და გაფართოებული თვალებისა) ჟიურის წევრი. ცოტა სიმკაცრე აკლია, აშკარად ყველაზე გული წყდებოდა, მაგრამ თანდათან შეეჩვევა ალბათ…

ვანო ჯავახიშვილი – გადაცემის გამხალისებელი, თურმე იუმორის მქონე, თან კარგი და მოსწრებული იუმორის პატრონი…

ბრავო! პროექტი შედგა და ფრიად კმაყოფილი ვარ…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

28 Responses to ,,ნიჭიერის” ,,გლეჯავოი” დასაწყისი

  1. axsiom says:

    სოფო ნიჟარაძის გარდა, ყველა შეფასებაში გეთანხმები. კარგი პოსტია და საინტერესოდ დაწერილი:)

    • Qilipa says:

      მადლობა🙂 და სოფო ნიჟარაძის პირველ შეფასებას ეთანხმები? მეორეს? თუ არცერთს? ან უბრალოდ – რომელს არ ეთანხმები?🙂

      • axsiom says:

        არა, უბრალოდ პირველ შეფასებაში ძალიან კატეგორიული ხარ (მაგრამ ობიექტური) და ეგ მინდოდა მეთქვა.🙂

  2. Qilipa says:

    ხო, ეგრე იყო ,,წინასწარი” და ვერ გავექცეოდი, მაგრამ ბოლოს გამოსწორდა ჩემი შეხედულება🙂

    • axsiom says:

      მოკლეედ აღმოგაჩინე და გკითხულობ. მიხარია, რომ ძილის წინ კიდევ ერთი საინტერესო ბლოგი მოვათავსე ბრაუზერის ბუქმარკებში. წარმატებები და წინსვლა!🙂

      • Qilipa says:

        გაიხარე! ძალიან სასიამოვნოა🙂 მადლობა სურვილებისთვის…

  3. Moony says:

    ქილიფ ფანტომი ამათი გადამღერება არ იყო ვითომ?

    • Qilipa says:

      კი, ვნახე ეს ვიდეო პოსტის დაწერამდეც, მარა ვერ დავუკარგავ ნაშრომს… ჯერ ერთი ძალიან მაგრად დადგეს და ჩაბნელების და ,,ფოსფორისებრი” განათების ეფექტი უმაგრესი იყო, მეორე კი ის რო არც უთქვამთ და არ დაუბრალებიათ ჩვენი მოფიქრებულიაო, ინტერნეტში ვნახეთ და 5 თვე ვხვეწავდითო… მეც მხოლოდ ,,ბრავო”-მეთქი მეთქმის🙂

      • Moony says:

        მეორე ნომერსაც თუ ეგეთ შთამბეჭდავს დადგამენ, მაშინ მეც ვიტყვი ბრავოს, მანამდე დავიცდი სად მეჩქარება😀

  4. zura_SX says:

    რაკი რამე ეს ე.წ მატრიცა რა სანახაობრივარ კაია მარა ნახევარ მსოფლიოს გაკეთებული ქონია უკვე და აზრი რაგა სანახაობრივია ეგ ?

    • Qilipa says:

      Beatles-ის სიმღერა Helter Skelter ნახევარმა მსოფლიომ იმღერა, მაგრამ ყველა დანარჩენზე და თვით ბითლზის შესრულებაზე საყვარელი ჩემთვის

      ეს ვერსიაა…

      • dreamar says:

        სიმღერის შესრულებასა და “ფანტომის” მიერ დადგმულ ნომერს შორის დიდი განსხვავებაა. სიმღერა რომ კარგად შეასრულო 1) უნდა გქონდეს სმენა 2) უნდა გქონდეს ხმა. (კიდევ ბევრი რამის დამატება შეიძლება: თუნდაც სცენაზე თავის დაჭერა და ა.შ.) ანუ რაც არ უნდა ბევრი იშრომო, თუ არ გაქვს ეს მონაცემები დაბადებიდანვე, ნიჭიერ მომღერლად ვერ ჩაითვლები. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. რაც შეეეხება “ფანტომის” წარმოდგენას _ რით მოხიბლეს მათ მაყურებელი? პირველ რიგში ეს იყო ნომრის იდეა, რომლის ავტორებიც სხვები არიან. რამდენად კარგად შეასრულეს სხვისი იდეა? კარგად შეასრულეს, ეტყობათ რომ ბევრი იშრომეს. 5 თვე მოუნდნენ როგორც მახსოვს. ამ ნომერში ძალიან რთული მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებულ ნიჭსა თუ პლასტიკას მოითხოვდა, მე ვერ დავინახე. ჩემი აზრით, ნებისმიერ (შრომისმოყვარე) ადამიანს შეუძლია 5 თვეში მსგავსი შედეგის მიღწევა და ამ ნომრის დადგმა. გამოდის, რომ ეს კონკურსანტები ნახევარფინალში გადავიდნენ არა განსაკუთრებული ნიჭის დამსახურებით, არამედ იმიტომ, რომ საფუძვლიანად იშრომეს და დადგეს მთლად გადასარევი არა, მაგრამ საინტერესო წარმოდგენა (ისევ და ისევ სხვისი იდეის საფუძველზე). ჟიურის წევრებზე ალბათ შემდეგმა ფაქტორებმა იმოქმედეს: 1) მათ არ ჰქონდათ ნანახი მსგავსი რამ (რაც ჩემთვის პირადად გასაკვირი იყო: იუთუბზე ასეთი ნომრის ვიდეოები ძალიან პოპულარულია) 2) სხვა კონკურსსანტთა ფონზე ნამდვილად გამორჩეულები იყვნენ

  5. ნიცა! ნიცა! ნიცა! რო ვნახავ უნდა ჩავეხუტო რა ჩაატარა ვაიმე❤ :დ

  6. siyvarulovna says:

    ვანოსგან იუმორი რტომღაც მეც გამიკვირდა :დ
    და სოფო მართლა ლამაზია ^_^

    რაც შეეხება გადაცემას ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ :პ

  7. sigunawa says:

    რას ერჩი ვანოს იუმორს,რაც გაიხუმრა ყველაზე გამეცინა და მეტი რითი იზომება იუმორის გრძნობა ბატონო ჰერა(კ)ლე?

    • Qilipa says:

      პოსტი რო ბოლომდე წაგეკითხა ამ კითხვას არ დასვამდი :პ შე ვიგინდარა ბღარო…

      • sigunawa says:

        я жорик вартанов….тысяча извинений,тысяча извинений.

  8. sulo says:

    ჩემი მეზობელი ნახე რა გაპაპულარდა :))))
    საღოლ ბეშქენ :))

  9. likanto says:

    მე ზოგადად ჟიურის შემადგენლობა არ მომწონს. არ მიმაჩნია ეგ ადამიანები იყვნენ კომპეტენტურნი შეაფასონ ამა თუ იმ პიროვნების ნიჭი…

    • Qilipa says:

      ხო, პროფესიით ,,ჟიური” ხალხი გვჭირდება ამ გადაცემისთვის… მინიმუმ 2 წითელი დიპლომი რომ ჰქონდეთ ჟიუროლოგიაში…

  10. ketloma says:

    ase ram gagabrazaaa????me momwons vanoooo da mecinebaa mis xumrobebzee.me iumori ar maqvsss???????
    ise saintereso postia

  11. kevana says:

    ვააა🙂

  12. Jessie says:

    ჟიურის თავდაპირველი დახასითება და ბოლო მომეწონა ^^ ორივეში დაგეთანხმები

    დაკმა გაასწორ მაგარი კაცია ^^ პირველად როცა დავინტერესდი ზედმეტსახელით დონალდის ხმით მიპასუხა და ვყელაფერს მივხვდი… ^^ არც ვიცოდი ნიჭიერში გასვლას თუ დააპირებდა :)) სახალისო დასაწყისი იყო….
    თემქა გაპოპულარდა

  13. Pingback: » ნიჭიერი ბლოგერებთან ერთად - ნიჭიერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: