ბიურგერული ცხოვრების ტყვე

ტრამალის მგელმა ოთახში შემიყვანა, სადაც ყველაფერი თამბაქოს სუნით იყო გაჟღენთილი, ახორხლილი წიგნებიდან ერთი გამოაძვრინა, გადაფურცლა, დაძებნა…

– აი, ესეც არაა ურიგო, – თქვა მან, – აბა, ყური დამიგდეთ: “კაცი უნდა ამაყობდეს ტკივლით: ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ”!… შესანიშნავია, არა? და ეს ნიცშემდე ოთხმოცი წლით ადრე ითქვა! თუმცა, ამჟამად სულ სხვა რამ მინდოდა მეჩვენებინა. მომითმინეთ, მომითმინეთ, აი, ის ადგილიც: “ადამიანთა უმრავლესობას არ სურს წყალში შესვლა, სანამ ცურვას არ ისწავლის”. მოსწრებულია ნათქვამია, არა? რასაკვირველია, არ ნებავთ ცურვა, რადგან მათი დანიშნულება ხმელეთზე ყოფნაა! ჰოდა, თუკი ასეა, მაშინ რაღა გასაკვირია, რომ ადამიანებს აზროვნებითაც არ სურთ თავის შეწუხება. ადამიანი ამ ცხოვრებისთვის იმიტომ როდი შეუქმნია განგებას, რომ იაზროვნოს. ის, ვინც მიჩვეულია გონების ვარჯიშს და აზროვნებაში ხედავს ცხოვრების არსსა და დანიშნულებას, შესაძლოა, ერთხელ ფონსაც გავიდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დასახრჩობადაა განწირული, რადგან ხმელეთს წყლის სტიქიონი ანაცვალა.

მარტო იუმორია დიდებული გამოგონება კაცისა (უბედური, მაგრამ ნიჭიერი კაცის)

ჟანსაღი იუმორი მაშინ იწყება, როცა კაცი საკუთარ თავს დიდას არაფრად აგდებს.

“კედელზე ორი სარკის დაკიდებას, გიჯობს ერთი გეჭიროს ხელში” – ძვ. ბერძნული შეგონება :))))

ბიურგერი, როგორც მწვალებელი, კოცონზე წვავს და ბოროტმოქმედივით სახრჩობელაზე აჰყავს ის, ვისაც ხვალ-ზეგ დიდების ძეგლს დაუდგამს.

ხანდახან ისე მოგენატრება სხვის ჭკუაზე სიარული, როგორც მშიერ კაცს – საჭმელი.

თავის ჩამოხრჩობა ძნელი უნდა იყოს, მაგრამ ამქვეყნად ცხოვრება, რომ გაცილებით უფრო ძნელია ღმერთია მოწმე!

პიროვნება ის საპყრობილეა, სადაც თქვენ ხართ გამომწყვდეული.

ისწავლეთ დინჯად შეხედოთ ყველაფერს, რაც სერიოზულ მოპყრობას იმსახურებს. დანარჩენზე კი შეგიძლიათ იცინოთ.

მოსაბეზრებელია ეს ციტატებიც და ყველაფერი, რაც ვითომდა “ჭკუას გვასწავლის”, მაგრამ აი ისე, ისე მომეწონა “ტრამალის მგელი”…❤ გუშინ დავამთავრე კითხვა და სურვილი გამიჩნდა კიდევ ერთხელ წამეკითხა. ჰო, ადრე, კითვის დროს, ყოველთვის მქონდა რვეული, ან ნაგლეჯი ფურცელი, სადაც ვინიშნავდი იმას, რაც მომწონდა (ან იმას, რისი მნიშვნელობაც არ  ვიცოდი) და დიდი ხანია არ მქონია მსგავსი , აი ესეც გუშინდელი, რამდენიმე დავწერე, დანარჩენი მეზარება…

პოსტის ავტორი Li Leigh

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to ბიურგერული ცხოვრების ტყვე

  1. anna says:

    mogewona eseigi?

  2. როდე says:

    “პოსტის ავტორი Li Leigh”

    ანუ შენ არა?

    • Qilipa says:

      ხო როდე🙂 ანუ კატეგორიას თუ შეხედავ Guest Post-ს წაიკითხავ🙂

  3. siyvarulovna says:

    სხვის ჭკუაზე სიარული რატომღაც არასდროს მომნატრებია ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: