ვერა, ვერ შევეშვები მაია ასათიანს

ვერ დავწერ და ვერ ვისაუბრებ ბევრს ამ ადამიანის შესახებ, რადგან საკმარისი თქვეს უკვე ჰექსემ, ვასასიმ და ნიკო ნერგაძემ მის შესახებ, მაგრამ ,,საკმარისით“ არ დავკმაყოფილდები და ერთ–ორ სიტყვას მეც დავამატებ, პატარა ფოტოკოლაჟის თანხლებით…

დავიწყებ იმით, რომ 90–იანების საქართველო კარგი მოსაგონარი, საინტერესო თემა და საუკეთესო პერიოდია ჩემთვის… ფეისბუქის საშუალებით აქტუალურიც გახდა და ხალხის გარკვეული კატეგორია კარგად ვერთობით მისადმი მიძღვნილ გვერდზე… ასე რომ, ჩემთვის საკმაოდ მიმზიდველად გაიჟღერა ,,პროფილის“ ანონსმა: მოგზაურობა წარსულში, რამდენიმე წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნება, სადაც მელოდნენ ,,დაკარგული“ სახეები, მივიწყებული ,,მშვენიერი ქალი“ და დაცარიელებული ,,მელიქიშვილის გამზირი“…

არავითარ შემთხვევაში არ შევეხები მოწვეულ სტუმრებს და არც არანაირი პრეტენზია მაქვს მათ მიმართ… მაიას ,,ხალათი“ იყო ის, რამაც თავიდან გამაცინა, მერე გამაღიმა, მერე დამასერიოზულა, ბოლოს წარბი შემაკვრევინა… თუმცა, ხასიათის ასეთი დეგრადაცია გამოიწვია, არა მხოლოდ, ,,ხალათმა“, არამედ წამყვანის ქცევამ, საუბრის ინტონაციებმა და ,,მკვლელმა იუმორმა”… ეს ყველაფერი სხვა გადაცემებსაც ახასიათებდა (წამყვანი ხომ უცვლელია), მაგრამ ამ შემთხვევაში მეტისმეტად ყალბად, საზიზღრად და გამაღიზიანებლად მეჩვენა…

ალო, ალო, ალო, ალო. უი, სხვაგან მოვხვდი…

ქეთი მერკვილაძეს: ,,ასეთი ლამაზი გოგო ხარ და მანამდე რატო არ გათხოვდი?”

მოკლედ, აღარ მინდა გადაცემის გარჩევას და კრიტიკას გავყვე, მართლა საკმარისად აკრიტიკეს უკვე… უბრალოდ, ჩემს ორ დასკვნაზე გადავალ, რომელიც ამ ,,პროფილის” ყურებისას გამოვიტანე…

  1. როცა ,,პროფილი” გამოჩნდა და ყველაზე რეიტინგული გადაცემა იყო, ,,მასას” მოსწონდა, კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი ირონიულად უყურებდა და აკრიტიკებდა, მაგრამ ,,მასაში” იყო ხალხი, რომლებსაც სურდათ ორიგინალურებად და ,,კარგად მოაზროვნეებად” გამოჩენილიყვნენ და მათაც დაიწყეს მაია ასათიანის ლანძღვა… გავიდა დრო და ,,მასამაც” დაიწყო ,,პროფილისა” და მისი წამყვანის ძაგება. ის ორიგინალურობისკენ მლტოლვლელი ხალხი დაფიქრდა და დაინახა, რომ ისევ ,,მასის” წევრები გახდნენ და იკარგებოდა მათი გამორჩეულებლობა, ამიტომ შეიცვალეს მიმართულება და დაიწყეს სტატუსების წერა, რომ მაია ასათიანი უმაგრესი ქალია, ისეთი ჭკვიანი და ნიჭიერია, რომ მთელი საქართველო მასზე ლაპარაკობს. სილამაზე და მიმზიდველობაც აღმოუჩინეს, ბოლო დროს, და მამაკაცთათვის სასურველიც გამხდარა… მე დავაკვირდები დროის მსვლელობას და შევხედავ როგორ შეიცვლება ან გამყარდება მათი ხედვა და არგუმენტები…
  2. მეორე დასკვნა კი თავად მაია ასათიანს ეხება (მაქსიმალურად ვეცდები უხეში და აგრესიული არ ვიყო): ე.ი. ყველა მისი ქცევა/საქციელი, ცანცარი, ყალბი ღიმილი, ყალბი სევდა, საშინელი იუმორის გრძნობა და ადამიანთან ურთიერთობაში შესვლის გულისამრევი ტექნიკა (შ.ს.ს. აცხადებს, რომ გატაცებულ იქნა 2 უზარმაზარი, ,,ვაზელინით” დატვირთული ტრაილერი) მეტყველებს მის უნიჭობაზე და მარტივად, რომ ვთქვა თანამდებობისთვის შეუფერებლობაზე… გუშინდელი ყურების შემდეგ, მართლა გამიჩნდა შეგრძნება, რომ ამ ადამიანს ესაჭიროება ყოველდღიური ფსიქოლოგიური კონსულტაცია, კვირაში ორჯერ კი – ფსიქიატრის ჩარევა, ან ეს უკანასკნელიც არ აწყენდა ყოველდღე და ბარემ ,,საგვარეულო ქუჩაზე”, ,,საგვარეულო სახლში” დაიდებდა ბინას… თუმცა არსებობს მეორე გამოსავალი, რომელიც დაუბრუნებს ამ ადამიანს საკუთარი თავის რწმენას, ადეკვატურ აზროვნებას და სიყალბეს ბუნებრივობით შეცვლის. ამ მეორე გამოსავალს კი მარტივად – მამაკაცი ჰქვია! არ ვიცი, რომელი საშუალება უფრო მარტივად მოსაგვარებელია მისთვის, მაგრამ მე ჩემი ვთქვი და რაც შემეძლო გავაკეთე, წვლილი შევიტანე კეთილ საქმის კეთებაში… ამაღამ მშვიდად დავიძინებ, რადგან არ შემაწუხებს კითხვა: ,,აბა მე დღეს ვის რა ვარგე?”

ფეისბუქის მიერ - სტრიპტიზად ,,მონათლული" კადრი

 

gadacema profili, maia asatiani, მაია ასათიანის პროფილი, 90–იანების პროფილი

Advertisements

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

48 Responses to ვერა, ვერ შევეშვები მაია ასათიანს

  1. qsindali ამბობს:

    mda… ძნელია ბევრ რამეს არ დაეთანსხმო, (შენ იცი ჩემი შეხედულება), მაგრამ რაღაცით ხომ უნდა შეგეწინააღმდეგო?1 🙂 ზემოთ ჩამოთვლი ფაქტებთან ერთად, იმის აღნიშვნა, რომ გადაცემა (და ზოგადად გადაცემათა დიდი ნაწილი) ძალიან დიდ შრომას, მომზადებას, ორგანიზებას და გაფორმებას რომ მოითხოვდა ცუდი იქნებოდა?

    • Qilipa ამბობს:

      გამოჩნდეს ადამიანი ვინც ,,ძალიან დიდ შრომას, მომზადებას, ორგანიზებას და გაფორმებას” გაუწევს გადაცემას და ამავდროულად იქნება, უბრალოდ, ბუნებრივი 🙂

      • Mariam Kavtaradze ამბობს:

        ასეთები არსებობენ, ოღონდ სხვა არხზე 🙂 (სუბიექტური აზრია)

  2. akunkula ამბობს:

    მწარე სილა იყო სახეში 🙂
    დიპლომატია არ აწყენდა ამ პოსტს 🙂

    • Qilipa ამბობს:

      შეუთავსებელია ამ შემთხვევაში და იმიტო აკლია 🙂

  3. ლურჯი ბმული ამბობს:

    ყველაზე უფრო ამაზრზენი ფაქტი ის არის, რომ ამ უნიჭო გადაცემას რეალურად უყურებს ხალხი, უყურებს და შეე** თუ გინდა რა.

    ტელევიზია კიდევ რეიტინგის უყურებს, რეიტინგი არის ფული, ჰოდა თუ რეიტინგი იქნება, ასათიანს კი არა ასათიანზე ათასჯერ უარესაც გაუშვებენ, ოღონდაც ხალხმა უყუროს და რეკლამიდან ფული მოიჭრას.

    არ იქნებოდა კონკრეტულად ასათიანი თუ ნანუკა, იქნებოდა ასათიანის მსგავსი ვიღაც უნიჭო, რომელსაც ხალხი წარმატებულად მონათლავდა, უნიჭობას გააღმერთებდა, ხოლო სიყალბეს – ჭეშმარიტებად მიიღებდა. იმიტომ, რომ ასეთია მასა.

    არის მოთხოვნა? იქნება მიწოდება!

  4. dakarguli ამბობს:

    მე გამიმართლა აშკარად, რომ არ ვუყურებ პროფილს დდდდდდდ და საერთოდ ქართულ ტელევიზიას დდდ (ბედნიერი და სახეგაბრწყინებული სმაილი))))

    • Qilipa ამბობს:

      ჩვენც გვაქვს პულტი და თუ გვინდა უარს ვიტყვით :პ მარა ზოგჯერ ესეც საჭიროა :დ

      • dakarguli ამბობს:

        ჩემი პულტი ვერ უშველის მაგ ამბავს )))) იძულებითი იზოლაცია მაქვს, თორემ მე მაზოხიზმისკენ რომ ვარ მიდრეკილი, ხომ მეტყობა დდდდდდდდდდდდდდდ

  5. sigunawa ამბობს:

    მაიას გაშვებას მახო გაეშვათ სახემახინჯდღეგრძელპირშიამღებშემტენი სმაილი

  6. vasasi ამბობს:

    ირაკლი, მე არ მინახავს ეს პროფილი, მაგრამ სასწაულებს ყვებიან პირდაპირ.. :)))

    • Qilipa ამბობს:

      ოოო, ეს უნდა გენახა, თამო :)) ჯერ კიდევ გაქვს შანსი და როგორც კი დროს გამონახავ მიმართე მაივიდეოს ;)))

      • m. u ამბობს:

        ქილიფასთან მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება დავაზუსტებ, თქვენ მონოლოგში ახსენებთ ქეთი მერკვილაძეს (ქეთი მერკვილაძეს: ,,ასეთი ლამაზი გოგო ხარ და მანამდე რატო არ გათხოვდი?”) მაინტერესებს თქვენ ფიქრობთ რომ წამყვანისგან ქეთის შექება სიყალბედ, გამაღიზიანებლად და საზიზღრად ჩანდა? და რაიმე ისეთი აღნიშნა მაიამ რაც არ არსებობს? ვეთანხმები მაიას ასეთი ლამაზი ქალბატონია ქეთი მერკვილაძე და უკვე გათხოვილია 😀 😀 :)))))))))) რა ვიცი სიყალბე მე მაგ სიტყვებში არ დამინახია , არც საზიზღრობად მეჩვენა და არც გავუღიზიანებივარ ნამდვილად . ნუ ეს ვისთვის როგორ ალბად ზოგს ეგრე ეჩვენება . :))))

  7. vasasi ამბობს:

    მგონი, მაცდუნებ.. 😀
    დროს გამოვნახავ და თავი უნდა დავიტანჯო.. :))

    • Qilipa ამბობს:

      :))) ტანჯვა იქნება ნამდვილად, მაგრამ რომ არ ნახო უ-ნახავობა დაგტანჯავს :))

  8. როდე ამბობს:

    ლოლ ეს რა სურათებია? მართლა ესე ეცვა თუ ფოტოშოპი და რამე?

    • Qilipa ამბობს:

      რას ამბობ როდე? :დ მე და ფოტოშოპი ვერ ვმეგობრობთ 🙂 არცვაკადრებდი ასეთ რამეს და რომ გამეკეთებინა ფოტოშოფში ამდენს რომელი გიჟი გააკეთებდა? :დ მოკლედ, ეგ ეცვა რასაც ხედავ :))

      • როდე ამბობს:

        აჰ, ვერაფრით დავიჯერე, რომ ეს რეალობა იქნებოდა ;დდდ ისე რათ ვერ დავიჯერე, ან რა გამიკვირდა ;დდ

  9. მაგრად ვცემდი ამ ქალს ისე, რომ არ ვიცი.. ასეთი აგრესიული არავის მიმართ არ ვყოფილვარ!

  10. chanisluli ამბობს:

    არ ეშველება არც ამ აქლს, არც გადაცემას

  11. veronika ამბობს:

    მთლიანად სთქვი ჩემი სათქმელი.-ყველაფერში გეთანხმები.

  12. Me Var ამბობს:

    ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში თვითონვე დაადასტურა რომ შენ მიერ დასახელებული მეორე დასკვნის მეორე გამოსავალი ჭეშმარიტებაა.
    გიგი ჰყავდა დედალამაზიშვილი (ამ ბოლო დროს გიგი და ლელა დაახლოებით ისე არიან მანდ როგორც სხვაგან როსტო) გიგიმ თქვა არ ვარ შეყვარებული იმიტომ რომ დრო არ მრჩებაო, ისევე დიდ დროს ვუთმობ მე მგზავრებს როგორც შენ პროფილსო, და მაია ეკითხება უმანკოდ გაოცებული გამომეტყველებით: და გიგი მოგწონს რომ მარტო ვააარ? 😀
    გიგისი არ ვიცი და ეგერ აქაა ქილიფა და ძალიან არ მოსწონს რომ მარტო ხარ მაიკო თუ ეს შენთვის შვება იქნება 😐 იქნებ შენც კითხულობ ამ ბლოგს, თუ ეს ასეა მინდა გითხრა რომ არ გვეზიზღები უბრალოდ გვეცოდები 😦

    • Qilipa ამბობს:

      ვააა, ეგ წინა გავმაზე სამწუხაროდ… ,,არ გვეზიზღები უბრალოდ გვეცოდები :(” +1

  13. Jazzmena ამბობს:

    “პროფილი” კლავს!!! ჯამრთელობის და “წინდახედულობის” სამინისტროსთან არსებული კლინიკა გაფრთხილებთ ასათიანის ყურება იწყვევს ნერვიულ ფსიქოზს, აგრესიას და სხვა პერვერსიებს!!! გთხოვთ მხედველობის და სმენის ორგანოები მოარიდოთ მას!!! 😉 😉

    • Qilipa ამბობს:

      კლინიკის განცხადებას დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტრო და შეიტანა 1 დამატება ,,ჯანდაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ, მოწიეთ: ,,ასტრა” და ,,პოსეიდონი” სვით ,,საჩვენო” და ,,სამგორი”, ოღონდ ნუ უყურებთ ,,პროფილს” – ის ანადგურებს თქვენს ჯანმრთელობას!”

  14. siyvarulovna ამბობს:

    მაია რეგვენი ქალია :/ მისი საქციელი, ხმის ტონი, საქციელი,ცეკვა მოკლედ ყველაფერი გამაღიზიანებელი იყო : ))

    სამაგიეროდ ის ძველი ქართული ესტრადის ვარსკვლაებმა ასე ტუ ისე გამახიარულეს ის 15–20 წუთი რასაც ვუყურე ^^

  15. anna ამბობს:

    სული ყელში მომებჯინა, ისე გამაცოფა ამ ქალმა !!
    ალო ალო იყო პიკი :დდდდდდდდ

  16. agatako ამბობს:

    ვაპირებდი ამ გადაცემის ნახვას, წიანსწარ პოსტიც კი დავწერე 90იანებზე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ან პოსტიდან ჩანს რომ გამართლდა ჩემი ვარაუდი და მიუხედავად თემისა მაია მაინც საზიზღრად იქცეოდა 🙂
    საერთოდ ამ ბოლო დროს ვფიქრობ რომ “პროფილი” არაა ძალიან ცუდი გადაცემა, ხალხი უყურებს, ბევრს ესალბუნება (ნახეთ რა მაგარი სიტყვა ვიციი?!) მაგრამ საქმეს მაია აფუჭებს, თანაც ძალიან, ძალიან აფუჭებს თავისი სიყალბით!
    დავიღალე მაგ ქალის კრიტიკით და ლანძღვიტაც, ამიკტომ მასზე აღარფარეფს დავწერ!
    ეს პოსტი კიდევ მომეწონა 🙂

  17. ჰაჰ 🙂 მაგარია. გამოდის, რომ ყველას გვიყურებია მაიასთვის 🙂 მგონი, გადაცემის ავტორწამყვანრეჟისორვიზაჟისტს სხვა უფრო მაღალი მიზანი არ უნდა ამოძრავებდეს – ხალხი, დადებითი თუ უარყოფით დამოკიდებულების მიუხედავად, ყოველ ხუთშაბათს უყურებს მათ პროდუქციას, ნუ, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში.

    • Qilipa ამბობს:

      კი ეგრეა, მაგრამ ყოველი 100 მაყურებლიდან შემდეგს აღარ უყურებს 30 და ა.შ…. ანუ მალე მაგ მიზანსაც ვეღარ მიაღწევენ….

  18. TeTnuldi ამბობს:

    მაიას ,,პროფილმა, და თქვენს მიერ ,,გამოაშკარავებულმა,, ამ გადაცემის უბადრუკობამ სხვა შოუ-ები გამახსენა მე.. სამაგიერდო იმედის ,,ფეისბუკის პროფილი” (არ მახსოვს კარგად) ხომ იყო ,,დაცემა”???
    მეგონა რომ ჩემს დაქალთან ვიყავი ორივეს წინ ლეპტოპი გვედო და ვჭორაობდით, ოღონდ არავინ გვიყურებდა.

  19. mepar ამბობს:

    რაც ყველაზე მაღიზიანებს ამ ქალს და მის შემოქმდებით ჯგუფს საერთოდ არ აქვს ფანტაზია, სულ ერთი და იგივე თემებს გვტენიან, რამდენჯერ აჩვენეს უკვე “90 -იანი წლების ჰიტები”? თავად წამყვანი კიდევ მაღიზიანებს სიყალბით და ცანცარით, ისეთი ქალია რომ პაემნის დროს მივატოვებდი (არადა არასდროს გამიკეტებია ეგეთი სიმდაბლე მაგრამ მაგას ვერ გაუძლებდი იგივე ნაირად რომ დამიწყოს ლაპარაკი)…
    სირცვხვილია საქართველოში რომ უნიჭობას აქვს გასაქანი და ვიბრალებთ ნიჭიერი ერის სტატუსს

    • Qilipa ამბობს:

      ,,ისეთი ქალია რომ პაემნის დროს მივატოვებდი” 😀 თუმცა დარწმუნებული ვარ პაემნამდეც არ მიიყვანდით საქმეს საერთოდ :))

  20. ჩხებიანი-უფროსი ამბობს:

    მაია ასათიანი ნინო ჩხეიძესთან ერთად არის ქართული კულტურის სირცხვილი (ბარემ კიდევ ბევრია სამარცხვინო, მაგრამ ეს კონკრეტულად…). ნუთუ შეიძლება 2 წელი ადამიანი ცისფერი ეკრანის საშუალებით
    ეძებდეს სიყვარულს და საყვარელი მამაკაცის ძებნაში დატანჯოს მთელი საქართველო? ნუთუ შეიძლება,
    გაუთავებლად თავს მოგვახვიოს სხვათა და სხვათა დანგრეული ოჯახები, მიტოვებული ქალები, ცუდი დედამთილები, მარტოხელა დედები, აცმუკებული დედაკაცების ფანტაზიები და ათასი სისულელე, ანუ საკუთარი სატკივარით გადაგვიაროს ყოველ ხუთშაბათს? ხალხი არა ხართ? – ითხოვოს რაა ვიღაცამ, ჩვენც დავმშვიდდებით და ეგეც! ანტიქალი, უნიჭო, უზრდელი, ბოღმიანი – საცოდავის იმიჯით, ამბიციური ნარცისი… მაგას ვინ გაუძლებდა ოჯახში? განა რა “კრიშა ” აქვს ასეთი, რომ რ2 -სთვის შეუცვლელია?! სამარცხვინოა და ამაზრზენი!დიდი ხანია, აღარ ვუყურებ, მაგრამ ხანდახან მიწევს რარაც-რაღაცეების ყურება და მივხვდი, რომ სადაც ასათიანი “შოუს ვარსკვლავია”, ნინო ჩხეიძე კი მომღერალი (ვარსკვლავობას ხუმრობითაც ვერ დავწამებ!), არაფერი ეშველება ქართულ კულტურას!

    • Qilipa ამბობს:

      მეც ეგ ,,კრიშა” მაინტერესებს სულ, მაგრამ ვერ მივაკვლიე ვერანაირად :/

  21. ჩხებიანი-უფროსი ამბობს:

    ხმები დადიოდა, რ2-ის გენერალური დირექტორის დედის ფავორიტიაო. დედა – სახლში, გარეთ კი საქმე!
    გოიმობაზე აცრილი ვარ, არა და ეს შოუები გოიმპარადად აქციეს!

    • Qilipa ამბობს:

      დედის ფავორიტი რა უბედურებაა? :დ თავად გენ. დირექტორი თუ არაფერს აპირებს ნეტა?

  22. სოფო ამბობს:

    გამარჯობათ,
    გეთანხმებით შეფასებაში, თუმცა ხანდახან კომენტარის სტილიც ამავე ,,ქართულ სტილშია”, შემინდეთ უხეირო კალამბური. ალტერნატიული მსგავსი გადაცემის გაკეთება მაინც რომ შეიძლებოდეს…არჩევანი არ არის… მე უბრალოდ არ უყურებ.

  23. ექიმი წიწაკა ამბობს:

    ძალიან გეთაბხნები პოსტის ავტორო… ძაან რეალურია შენი შეხედულებები და საერთოდ ეს არის ადამიანი რომელიც თავად ცდილობს შეგაზიზღოს თავი…

  24. magda ამბობს:

    mgoni shen tviton uberav………

  25. Revik ამბობს:

    am qalis gamo saerTod davanebe Tavi qarTuli telearxebis yurebas.. ra ubedurebaa. unichobis zeniti!!! eg da is meore, vitom dzaaan jigari da vitom dzaaan sveti Nanuka…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: