ვინ უფრო მაგარია: მიშა თუ კიმ ტე ჯუნი?

ზოგიერთმა ალბათ უკვე ნახეთ, იუთუბზე დადებული ,,კორეული სიმღერა” და ტექსტის კითხვისას ბევრიც იხალისეთ… ვისაც არ გინახავთ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს სიამოვნება და თვალსაჩინოებისთვის ტექსტიც ამოვწერე, რომ უფრო გაგიადვილდეთ წაკითხვა.

,,ჩვენ ვხედავთ მზეს!”

მღერიან სახალხო არმიის მომღერალი ქალები

,,ღრუბლიანი დღეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მზეს,

რადგან ჩვენი საყვარელი ხელმძღვანელი შლის ღრუბლებს,

იმისთვის, რომ ჩუჩხეს იდეებმა მოაღწიოს ჩვენამდე

და სიცოცხლემ შეიძინოს აზრი.

ჩვენ ვერ შეგვიშლის ხელს ვერაფერი:

ვერც იმპერიული ზრახვები,

ვერც მობილური ტელეფონები,

ვერც ინტერნეტი გვიზამ რამეს!

ო, დიდო ამხანაგო კიმ,

ყველა ფიქრში თქვენ გვევლინებით

იქნება ეს: მეტრო, მაღაზია, თუ სახლი.

დიდი ბედნიერებაა კსდრ-ში ცხოვრება.

ფხენიანში, რომ მთელი დღე ისმენ სამხედრო ჰიმნებს,

მკერდს რომ გიმშვენებს – საყვარელი ხელმძღვანელის სამკერდე ნიშანი.

ჩვენი ორთქლზე მომუშავე სატვირთო მანქანები

მაინც ყველაზე მძლავრი და გამძლეა.

ბირთვული ენერგია, ხომ ჩვენს სამსახურშია,

მაშასადამე, ვინმეს მაინც ძლიერ ვაზარალებთ!

ჩვენ ამაყად მივდივართ წინ,

გზას ჩვენ გვინათებს ბელადი კიმი.

დაუფიქრებლად მივყვებით მას,

რადგან ჩვენს ნაცვლად ის ფიქრობს.

ჩვენო მზეო, ამხანაგო კიმ, თქვენ მართავთ სამყაროს

და ჩვენი კორეა სამყაროს ცენტრია,

ბავშვმაც კი იცის ეს ჭეშმარიტება!

მაშ, სწორება ჩვენზე, სანამ დრო არის

დრო სანამ არის…”

ამის მოსმენისას მაშინვე გამიჩნდა ერთი ასოციაცია, თან ქართული… ისიც იხილეთ😉

მიშა მაგარია

მღერიან ქართველები

მზე ამოდის თენდება, საქართველო შენდება,

სამშობლოსთვის არ დავზოგავთ თავს.

არ გვაქვს ბევრი ნავთობი და არც დიდი ფართობი,

მაინც დიდი მომავალი გვაქვს.

ხან მზეა და ხან ქარია,

ხან გვიჭირს ხან გვიხარია,

დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია!

ჩრდილოელი მეზობელი არ ცხრება,

იცოდეს რომ უმეზობლოდ დარჩება.

ჩვენ შევაღებთ ევროპის და ნატოს კარს.

საქართველო გამთლიანდება,

ჩვენ მიწაზე ჩვენი ჯარი დადგება,

ავტობანით სოხუმისკენ მივუყვებით გზას.

ხან მზეა და ხან ქარია,

ხან გვიჭირს ხან გვიხარია,

დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to ვინ უფრო მაგარია: მიშა თუ კიმ ტე ჯუნი?

  1. anna says:

    მიშა მაგარია❤

  2. vasasi says:

    ქილიფ, ძდღითიდღე უფრო მომწონს შენი პოსტები… :))

    (ადამიანური შეფასება, მეტი არაფერი.. :))

  3. როდე says:

    მე კიმის ბირთვული იარაღებისკენ ვარ! :დდ დაგასწარით!?

  4. sulo says:

    იასნა ჩვენთან ჯობია ჩვენთან ხო პატარა ბავშვები უმღერიან პოლიციას :))))

  5. qsindali says:

    დაგიჭერენ შენ!!! ბელადი კიმი დაგიჭრეს!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: