კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი – უცნობი დაავადება და პროფილაქტიკის მარტივი გზები

გვანცა 19 წლისაა, უნივერსიტეტში სწავლობს და ხშირად კომპიუტერთან გათენება უწევს. “ძირითადად, სწავლის გამო – საკითხავი მასალები ელექტრონულია. თუმცა, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაინც მონიტორის წინ ვატარებ: სკაიპი, ფეისბუქი და ასეთი რამეები სხვაგვარი გართობისთვის ნაკლებ დროს მიტოვებენ,” – ამბობს იგი.

გვანცამ მალე შეამჩნია, რომ კომპიუტერთან რამდენიმე საათის გატარების შემდეგ თვალების საშინელი წვა ეწყებოდა, მისი თქმით, “საქმე ტირილამდეც მიდიოდა”, ხანდახან ხედვაც უჭირდა.

მხედველობითი დისკომფორტი, პერიოდული “დაბინდვა”, კითხვის გაძნელება, თვალის ლორწოვანი  გარსის სიწითლე, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში, სინათლის შიში, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის სიმპტომებია. ამ დაავადების გართულებას ახლომხედველობის, თვალის გარსის პათოლოგიური სიმშრალისა და ფსიქოზის (უმიზეზო სიცილი, ტირილი და “აფეთქებები”) გამოწვევაც კი შეუძლია.

გვანცამ ამ სიმპტომების არსებობა გამოსხივებას დააბრალა და მისგან თავის დასაცავად ე.წ. “კომპიუტერის” სათვალე იყიდა. “თავიდან თითქოს მართლაც მშველოდა, თვალები ისე ძალიან აღარ მეწვოდა, თუმცა ცოტა ხნის მერე სიმპტომები ისევ დამეწყო,”- ამბობს გვანცა.

კომპიუტერისგან გამოწვეულ მხედველობით სიძნელეებს “დამცავი” სათვალე ვერ უშველის, საჭიროა, მომხმარებლებმა წესები დაიცვან – ამ დასკვნამდე ოფთალმოლოგები მივიდნენ. ისინი კვლევას რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდნენ და დაადგინეს, რომ ე.წ. “კომპიუტერულ დაავადებას” არა გამოსხივება, არამედ თვალების გადაღლა იწვევს. ამის მიზეზი რამდენიმეა: პირველ რიგში, მონიტორთან რამდენიმესაათიანი მუშაობა მხედველობის კონცენტრირებას გულისხმობს, კონცენტრირების პირობებში კი იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თვალის გამოშრობას იწვევს. გარდა ამისა, ყველა სახის მონიტორი, იქნება ეს პლაზმური თუ თხევად-კრისტალური, არის თვითმნათი ხელსაწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე პრაქტიკულად ისევე მოქმედებს, როგორც ანთებული ნათურის დიდხანს თვალიერება და კონტრასტული მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე ამბობს, რომ მსგავსი სიმპტომებით მას უფრო და უფრო ხშირად აკითხავენ. “2000 წლის მერე ჩემთან მოსული 15 000 პაციენტიდან დაახლოებით 1 450-ს კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი სჭირდა; 8-10% კი დაავადების გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,” – ამბობს იგი.

კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის თავიდან აცილებისთვის საუკეთესო საშუალება მისი პროფილაქტიკაა. ამისათვის კი კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული ნორმების დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, მონიტორი თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დღეისათვის, შედარებით “უსაფრთხო” მონიტორის მინიმალური პარამეტრები ასეთია: დიაგონალი 17 ინჩი, გარჩევადობა 1280×1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე 100 ჰც. გარდა ამისა, მომხმარებლებმა უნდა დაიცვან კომპიუტერული ჰიგიენა: მონიტორთან მუშაობისას ყოველ ნახევარ საათში 2-3 წუთით შეისვენონ და მხედველობა შორს მდებარე საგნებზე გადაიტანონ; ყურადღება მიაქციონ განათებას: მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროებს, მის ირგვლის ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან ძალზე სუსტი; თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს 10-15 გრადუსიანი კუთხე; ხოლო მონიტორიდან დაშორება 40-50 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ამ ნორმების დაცვის შედეგად კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომით დაავადების საშიშროება აღარ არსებობს. თუმცა მხოლოდ ჰიგიენის დაცვა საკმარისი არაა მაშინ, როცა დაავადება უკვე გარკვეულ სტადიამდეა მისული. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ოპტიკური კორექცია (სათვალისა და კონტაქტური ლინზების დანიშნვა) და ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი ცრემლის პრეპარატი და ბიოდანამატები .

თვითონ ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე 1981 წლიდან კომპიუტერთან აქტიურად მუშაობს. მის კაბინეტში რამდენიმე მონიტორი დგას. კითხვაზე, თუ როგორ შეინარჩუნა მან აბსოლუტური მხედველობა კომპიუტერთან 30-წლიანი სისტემატური ურთიერთობის შემდეგ, პასუხი მარტივი აღმოჩნდა: “წესების დაცვის წყალობით: უფრო ყურადღებით თუ ვიქნებით, კომპიუტერი პრობლემას არ შეგვიქმნის.”

მოამზადა  ნინო მაჭარაშვილმა

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

17 Responses to კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი – უცნობი დაავადება და პროფილაქტიკის მარტივი გზები

  1. anna says:

    აუუ😦
    მსუბუქ სიმპტომებს მეც ვამჩნევ, ვერა და ვერ მივაღწიე ექიმამდე რომ სატვალე მაინც დამინიშნოს

    • Qilipa says:

      ესენი მაინც გაითვალისწინე თუ ,,ვერ აღწევ ექიმამდე”…

    • ნინო says:

      “კომპიუტერისგან გამოწვეულ მხედველობით სიძნელეებს “დამცავი” სათვალე ვერ უშველის, საჭიროა, მომხმარებლებმა წესები დაიცვან…”

      მგონი ჯობია, უბრალოდ წესები დაიცვა😉

  2. მადლობა სასარგებლო პოსტისთვის :)) და რაც ვიცოდი და არ ვიცავდი, იმის კიდევ ერთხელ შEხსენებისთვის🙂

  3. siyvarulovna says:

    აუფ, ჯერ არ/ვერ ვამჩნევ სიმპტომებს და იმედია ვერც შევამჩნევ❤

  4. chikva93 says:

    dzaan sasargeblo informaciaa. me 22 sm iani monitori maq danarchen wesebs rac mand weria chemda uneburiad mainc vicav da monitoris zoma problemas xo ar warmoadgens ?

    • Qilipa says:

      22–იანი ძალიან კარგია… 17–იანი მინიმალურია და უფრო დიდი უკეთესია😉

  5. რა კარგია არცერთი სიმპტომი მაქვს!🙂

  6. Lord Vader says:

    თუმცა, ის აზრი, რომ თვალის გადაღლა იწვევს მხედველობის დაქვეითებას, რიგი ექიმების მიერ უარყოფილია კატეგორიულად. დისკომფორტს კი – მაგრამ ეს დისკომფორტი იოლად მოხსნადია და სერიოზულ პრობლემებს არ იწვევსო. ამაზე MSN-ზე იყო ამასწინათ დისკუსია… პოსტს ვწერდი მსგავს თემაზე და მაშინ ვნახე.

    • ნინო says:

      აქ საუბარია დისკომფორტზე, რომელიც დიდხანს გრძელდება… წლობით რომ გადაღლილი გექნება თვალები, შენ გჯერა, რომ “იოლად მოხსნადი” იქნება და “სერიოზულ პრობელემებს არ გამოიწვევს”?

      • Lord Vader says:

        მე იმის მჯერა მხოლოდ, რომ არის განსხვავებული მოსაზრება.🙂 უბრალოდ ობიექტურობის გამო აღვნიშნე.🙂
        იქ საუბარი იყო ე.წ. “ჭოტებზე” – მეც ტიპური “ჭოტი” ვარ, ამიტომ დამაინტერესა. მუშაობ კომპიუტერთან. კითხულობ ღამე სუსტ შუქზე (იმიტომ რომ “დილის მერცხლები” არ შაეწუხო :)) A-people და B-people როგორც ეგენი უწოდებენ… თუ ამას არ ემატება ქრონიკული უძილობა – რესურსი აღდგენადია და დილით თვალი დასვენებულიაო.

        ისე, მე თავად მიოპი ვარ🙂 თუმცა ეს კომპიუტერის ბრალი არაა… სად მქონდა მე საწყალს მაშინ კომპიუტერი.🙂

  7. mwvanevashli says:

    ვახთ, აწი გავითვალისწინებთ წესებს.

  8. 22 ინჩიანი თუ არ დავიდგით ქართველებმა ისე როგორ შეიძლება, 17 გოიმობაა ან ოჯახის უქონელობის პირველი ნიშანი, მიდი და არწმუნე ხალხი რომ წესებს იცავ:)

  9. beqa says:

    rame damamshvidebeli wvetebi ar arsebobs tvalebistvis?? inqneb gvirchiot rame, mec msgavsi problema maqvs da 2-3 wutit shesveneba ver shvelis mag saqmes.

    • Qilipa says:

      შენდა სამწუხაროდ, ოფთალმოლოგები არ ვართ და მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ… პოსტი ეხება იმას, თუ როგორ დავიზღვიოთ თავი, რომ მსგავსი პრობლემა არ შეგვექმნას, მაგრამ თუ უკვე შექმნილია პრობლემა, მაგის მოგვარებას უკვე ოფთალმოლოგი ჭირდება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: