Stella Artois/სტელა არტუა

,,სტელა არტუა“ (Stella Artois) არის  5%-იანი ABV Lager  (აბრევიატურა ლუდის ალკოჰოლურობის საზომია, ,,Lager“ კი დაბალ ტემპერატურაზე ხარშვის მეთოდით დამზადებულ ლუდებს ჰქვიათ) ლუდი, რომელიც თავდაპირველად ბელგიის ქალაქ ლიუვენში დამზადდა. სახელი სტელა (Star) ლათინურად ვარსკვლავს ნიშნავს. იგი ბელგიური ლუდის წარმოების 75%-ს მოიცავს თუმცა ამ ლუდის დიდი ნაწილი გაერთანებულ სამეფოში იწარმოება. ბრიტანეთში,  კანადასა და ახალ  ზელადნიაში იყიდება  მისი 4%-იანი ვერსიაც. ,,სტელა არტუას“ ლუდსახარშები  მდებარეობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მათ შორის ავსტრალიაში, ბრაზილიასა და უკრაინაში. ევროპიდან ექსპორტირებული ლუდის ნედლეულის უმეტესი ნაწილი იწარმოება ,,ინბევ”-ის (Inbev) ლუდსახარშში, რომელიც ,,სტელა არტუას“ ეკუთვნის და მისი როგორც საერთაშორისო ბრენდის პრომოუშენს ემსახურება, ხოლო მისი ჩამოსხმა ხდება ,,ბექზ”-ის (Beck’s) ლუდსახარშში (ბრემენი, გერმანია).

პირველი საგადასახადო ჩანაწერები, ქალაქ ლიუვენის დენ ჰორენის ლუდსახარშის შესახებ, 1366 წლით თარირდება. დენ ჰორენი იყო პაბი ბელგიის ქალაქ ლიუვენში, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ლუდსახარში (ჰორენ ბელგიურად საყვირს ნიშნავს და იგი გამოსახულია მის ეტიკეტზე ვარსკვლავთან ერთად).  1708 წელს სებასტიან არტო  დენ ჰორენის ლუდსახარშში ლუდის დადუღების მთავარი სპეციალისტი ხდება და ლუდსახარშს მისი სახელი 1717 წელს ეწოდა. 1926 წელს სებასტიანმა დაიწყო სეზონური ლუდის წარმოება, განსაკუთრებით, საშოაო ბაზრებისთვის. თავდაპირველად ის კანადაში იქნა გაყიდული და იმხელა კომერციულ წარმატებას მიაღწია, რომ ამ ბრენდის წარმოება მთელი წლის განმავლობაში დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის წლების გარდა  მისი წარმოება დაწყების დღიდან არშემწყდარა. ,,სტელა არტუას“ პირველი ექსპორტი ევროპული ბაზრისთვის მოხდა 1930 წელს.

1960 წლისთვის დაახლოებით 100 მილიონი ლიტრი ,,სტელა არტუა“ იწარმოებოდა ყოველწლიურად. 1993 წელს ლუსახარშის ჰოლდინგმა “ინბევმა” ლიუვენში გახსნა ახალი სრულად ავტომატიზირებული ქარხანა და 2006 წლისთვის ლუდის წლიურმა წარმოებამ მილიარდ ლიტრს გადააჭარბა.

ლუდსახარში ლიუვენში

,, სტელა არტუას“ ამჟამინდელი ეტიკეტი და ბოთლის ფორმა 1988 წელს “ტეილორბრენდის” დამფუძნებელმა, დევიდ ტეილორმა შექმნა. ამ დიზაინმა შეცვალა 1960–იანი წლების დიზაინი და ის შთაგონებული იყო ორიგინალი 1926 წლის ბოთლის ეტიკეტით. დიზაინი აერთიანებს საყვირს, რომელიც იყო სიმბოლო დენ ჰორენის ლუდსახარშის, და 1366 წელს, რომელიც ქალაქ ლიუვენის ლუდახარშის ყველზე ძველი  ჩანაწერის თარიღია. ეტიკეტზე ასევე გამოსახულია მედლები რომლითაც ლუდსახარში   ბელგიაში გამოფენებზე დააჯილდოვეს XIX და XX საუკუნეში. ეტიკეტზე ნაწერი ,,Stella Artois“ ჩასმულია დეკორატიულ ჩარჩოში, რომელიც შთაგონებულია ლუვენის ფლამანდრიული არქიტექტურით, სწორედ მსგავსი სტილის ჩარჩოებით იყო დამშვენებული ლიუვენის შენობების ფანჯრები.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

11 Responses to Stella Artois/სტელა არტუა

  1. Danny Brown says:

    კარგია ლუდი, ბოლო დროს შემიყვარდა❤

    • Qilipa says:

      ბოლო დროს გასინჯე და იმიტო :დ მანამდე დაგელია, ადრევე შეგიყვარდებოდა

  2. რა კარგია, როგორ მიყვარს ლუდი🙂

  3. anna says:

    როგორ არ მიყვარს ლუდი :დ

    • Qilipa says:

      ხო, მახსოვს როგორ ვერ იტან… გული აგერია სუნი რო გეცა ამ საზიზღრობის…

  4. George says:

    xo ludi ubralod sasmeli ki ara ragac araamqveyniuri warmomavlobisaa, Qilip kaia tak derjat

  5. George says:

    es qartuli shrifti xo veradaver davayene ra

  6. Pingback: მინდა ლუდი ზაფხულთან ერთად | ლა მაგა რაიუელა

  7. Pingback: მინდა ლუდი ზაფხულთან ერთად | la maga rayuela

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: