ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?!

  • კონსერვატორიაში მინახავს ,,თბილისის ბიგ ბენდის” კონცერტზე, ჩემ წინ მჯდომი და ტელეფონში ,,გალაქტიკის” მოთამაშე ლადო ბურდული.
  • მელიქიშვილზე მინახავს ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პატარა წვენის დალევა ნაგვის ურნიდან 2 მეტრის მოშორებით დაამთავრა, გახედა კიდეც სანაგვეს, მაგრამ მაინც ძირს დააგდო და გაიარა… თუმცა, იქვე ვნახე სტუდენტი გოგო, რომელმაც აიღო ეს ქილა, ნაგვის ურნაში ჩააგდო და სახეზე სიამოვნება აღებეჭდა. გაუხარდა, რომ კარგი რამ გააკეთა…
  • შარდენზე მინახავს უზომოდ მთვრალი მღვდელი, რომელიც 35 წლამდე, მშვენიერი გარეგნობის ქალს ხვეწნით ეუბნებოდა – ,,ამაღამ ჩემთან დარჩი და ყველა ცოდვას მოგინანიებო”.
  • კარაოკე ბარში მინახავს 30-მდე ქართველი ბლოგერი ერთად თავმოყრილი და, ჰოი, საოცრებავ! იმ დღით კმაყოფილი დავრჩი.
  • პეკინზე მინახავს, როგორ აგინა ვიღაც ღიპიანმა კაცმა თავისთვის მიმავალ ტრანსვევსტიტს და დასარტყმელადაც კი გაიწია, მაგრამ გაექცა ეს უკანასკნელი. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩემ გარდა, 2 მომღიმარი პოლიციელი ადევნებდა თვალს.
  • მეტროში მინახავს ,,თავმოყვარე” მათხოვარი კაცი (აი ის, რომ უსტვენს ხოლმე), რომელმაც რაღაცაზე შეკამათების შემდეგ, ისთვის გაწვდილ ხურდას ხელი აუკრა და უზრდელ ახალგაზრდას უთხრა – ,,მე შენი მათხოვარი არა ვარ, შე, ნაბიჭვაროო”.
  • მინახავს სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მორაკრაკე შარდის მდინარეები; სასტიკად ნაცემი და სახედალურჯებული მეძავი ქალები; მშობლების ცემით, მუდამ თვალებაცრემლებული პატარა ბავშვები; ცეცხლმოკიდებული და ხეზე ჩამოკიდებული კატა-ძაღლები………..

მოკლედ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ სანახავი მაქვს. თავიდან იუმორისტულად დაწერას ვეცადე, მაგრამ რეალობას მაინც ვერ ავცდი…

  • და ბოლოს, მნახავს ალუკარდის პოსტი ,,ბლოგერებში”, სადაც მონატრებას გამოთქვამდა თეგ-თამაშების მიმართ, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ბლოგერულ თეგ-თამაშად ვაქციო ეს პოსტი და ვთაგავ, რაღა თქმა უნდა ალუკარდს, მანქის და ზურიუსს❤ აბა თქვენ იცით😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

17 Responses to ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?!

  1. საყვარელოოოო : )))) ♥ ♥ ♥
    ეს ყველაფერი მართლა გინახავს ქილიფ?? : |

    • Qilipa says:

      სამწუხაროდ, თუ არასამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ მართლა მინახავს🙂

  2. უაიმეე❤ დავწერ აუცილებლად❤ მადლობა❤

  3. Zurriuss.GE says:

    შენი პოსტის შემხედვარეს, არაფერი მინახავს თურმე :d

  4. siyvarulovna says:

    უიმე დედა, ზურას თქმისა არ იყოს პოსტის შემხედვარეს თუ წამკითხველს მართლა არაფერი მქონია ნანახი

    • Qilipa says:

      არ არის აუცილებელი მსგავსობანი გქონდეთ ნანახი🙂 დასამახსოვრებლები დაწერეთ რამე, ან სახალისო ან ისე უბრალოდ ;))

  5. როდე says:

    სამწუხარო რეალობა😦

  6. Pingback: რაც მინახავს, (და იმედი მაქვს) ვეღარ ვნახავ « მაიმუნი

  7. dakarguli says:

    😦😦 imedi makvs imden dzalian lamaz ragacas naxav, rom arasodes gaixseneb cuds…. :*❤

  8. Jessie says:

    სასტიკი სიმართლე :)))

  9. Pingback: ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში… « კნუტის ბლოგი

  10. veronikaaa says:

    მე მინახავს სარფში ორი მუსულმანი წყვილი,ქალი,რომელიც სრულიად შეფუთული ბანაობდა 7 საათამდე,მერე გაიხადა ლიფის და ტრუსიკის ამარა შეეთამაშა ტალღებს,და საცვალზე ეწერა I LOVE SEX🙂
    რას არ ნახავ:))

  11. Me Var says:

    რა პონტში არ დაწერე რო მამის ბოზიც ( ნუ კაი, პოტენციური , მარა მაინც) გყავს ნანახი

    • Qilipa says:

      ეგ გაბაზრებული ამბავია უკვე… აქაურმა მკითხველმა იცის რო ნანახი მაქვს ეგ საოცრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: