არ გვინდა დაზღვევა?

ქართულ ტელევიზიას და საინფორმაციო გამოშვებებს კრიტიკა არ აკლია, მაგრამ ამჯერად მეც უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ, რაც 1 იანვრის ,,ქრონიკის” მთავარი თემა იყო.

ყოველგვარ ჟურნალისტიკას მოკლებული სიუჟეტი სათაურით ,,სადაზღვევო თაღლითობა” გავიდა ,,იმედზე”, რომელიც მოამზადა  ქეთი ქაშაკაშვილმა.  სიუჟეტში საუბარია სადაზღვევო კომპანიების მუშაობის არაკეთილსინდისიერებაზე, რაც ეყრდნობა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ წინასწარ კვლევებს.

1) დავიწყოთ სიუჟეტის სათაურით – ,,სადაზღვევო თაღლითობა”, სქოლიოში მინაწერი კი კითხვაა : ,,სახელმწიფო პროგრამებიდან მითვისებული თანხები?” ვხედავთ, რომ წინადადების ბოლოს დგას კითხვის ნიშანი, რაც დაუზუსტებლობას ნიშნავს… რატომ უნდა მისცეს ჟურნალისტმა თავს უფლება, რომ სიუჟეტს ასეთი დაუსაბუთებელი სათაური დაარქვას?

2) 2008–2010 წლებში სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს გამოუყო 284, 080, 895 ლარი საიდანაც თანხის უმეტესი ნაწილი უნდა მოხმარებოდა უმწეოთა დაზღვევის პროგრამას, აქედან 114, 335, 309 ლარი დაზღვეულ მომხმარებლებზე დაიხარჯა, დანარჩენი 60% კი სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი კვლევის მიხედვით, სადაზაღვევო კომპანიების ბიუჯეტში შევიდა დაუბეგრავი მოგების სახით.

სამედიცინო კომპანიების წარმოადგენლების თქმით მათი მოგება არ აღემატება 8–9%–ს და საერთოდ, მათთვის ეს სახელმწიფო პროგრამა არ არის კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი, ისინი აკეთებენ ამას მხოლოდ ვალდებულების გამო. 60%–სა და 9%–ს შორის, მგონი, დიდი სხვაობაა და არარეალურია ასეთი ცდომილება, მართლაც რომ მალავდნენ რაიმე შემოსავალს სადაზღვევო კომპანიები, არ მგონია ისეთი სულელები იყვნენ, 50%–ში ეცადათ სახელმწიფოს მოტყება. ამ ვარაუდების გასაბათილებლად, სულ ცოტა, კონტროლის პალატის ოფიციალური დასკვნა მაინც არის საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება სხვადასხვა დასკვნის გაკეთება, მაგრამ რას ვიზამთ, თუ ტელევიზიას მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის თემა არ აქვს მომზადებული და სასწრაფოდ ,,შესაკოწიწებელია რამე(!)”, რომ 8 საათისთვის ,,ქრონიკა” ცხელი ამბით წარსდგეს მაყურებლის წინაშე…

3) ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო სტატისტიკა, სადაც საუბარი იყო იმაზე თუ რამდენი ადამიანი ჰყავს დაზღვეული კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას და მათგან რამდენმა მიიღო სადაზღვევო მომსახურება წლის მანძილზე:

ამაზე კი გამიჩნდა კითხვა:

  • რა ინფორმაციაა ის, რომ 32,334 დაზღვეულიდან 408 ადამიანმა მიიღო სადაზღვევო მომსახურება?ნუთუ ჰგონიათ, რომ ყველა ვინც კი დაზღვეულია, წლის მანძილზე აუცილებლად დაჭირდება სადაზღვევო მომსახურება? საერთოდ, ადამიანისთვის საუკეთესო შემთხვევაა ის, რომ აქვს დაზღვევა გაკეთებული, მაგრამ არ შეემთხვევა არაფერი და არ დაჭირდება მისი პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება. (თუმცა, სუბიექტურად შემიძლია ეჭვი შევიტანო ამ რიცხვებში, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი ადამიანი იყენებს სადაზღვევო მომსახურებას, ვიდრე აქ არის ნაჩვენები, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს პირადი სტატისტიკის დეპარტამენტი, რომ ჩემი სტატისტიკა ტელევიზიების ყურადღების ღირსად ვაქციო. ასე რომ, ჩემი ეჭვი ყოველთვის ეჭვად დარჩება)
  • ამ არაფრისმომცემი რიცხვების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ეთქვათ, რომ თუნდაც 2 ადამიანს ესაჭიროებოდა, ეკუთვნოდა სადაზღვევო მომსახურება და კონკრეტულმა კომპანიამ უარის განუცხადა ამაზე. ეს იქნებოდა ყურადღებამისაქცევი ნიუსი, მაგრამ ალბათ ვერ ნახეს ასეთი ადამიანები იმ რაოდენობით, რომ, ,,ჩვეულ სტილში”, სკანდალურად წარმოედგინათ აღმაშფოთებელი და ფრიად დასაზრახი ქმედება.

მეორე დღეს ეს მთავარი თემა საერთოდ გაქრა და მხოლოდ ,,ბიზნეს კურიერში” შეეხო აკაკი გოგიჩაიშვილი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მისი დამოკიდებულება სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მიმართ იყო შემტევი და უხეში, თითქმის არ მისცა საკუთარი აზრის ზუსტად და არგუმენტირებულად დასაბუთების საშუალება. ეს გადაცემა 2 თებერვალს გავიდა და ითქვა, რომ კონტროლის პალატა იმ დღეს გამოაქვეყნებდა ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც აღრიცხული იქნებოდა ყოველგვარი წვრილმანიც, მაგრამ დოკუმენტი დღემდე არ გამოქვეყნებულა და საინფორმაციო საშუალებებმაც შეწყვიტეს სადაზღვევო თემაზე საუბარი.

P.S. არ ვიცი რატომ და ვისი დაკვეთით, მაგრამ ეს იყო აშკარა შეტევა სადაზღვევო სფეროს მიმართ, რაც ნამდვილად არ არის კარგი საქართველოსთვის, რადგან იმის მაგივრად, რომ პოპულარიზაცია გაეწიოს დაზღვევას, პირიქით ხალხს უნდობლობას უჩენენ მათ მიმართ. არადა ყველა განვითარებულ ქვეყანაში უმაღლეს დონეზე დგას სადაზღვევო სფერო, რადგან ის თანაბრად კარგის მომტანია:  დაზღვეული მომხმარებლისთვის, სახელმწიფოსთვისა და რა თქმა უნდა სადაზღვევო კომპანიისთვის.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to არ გვინდა დაზღვევა?

  1. Pingback: მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა « მშვიდობიანი ბლოგი

  2. Pingback: მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა | მე, რეპორტიორი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: