მშპ და ტურიზმი საქართველოში (2010)

უკვე რამდენიმე წელია გვესმის რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება პირდაპირპროპორციულად მოგვიტანს ძლიერ ეკონომიკას, გაზრდილ საშუალო ფენას და საზოგადებრივ კეთილდღეობას. მთავრობის ოფიციალური საიტების მონაცემებით გვაქვს კიდეც ამის პოტენციალი. საქართველოში არსებობს 12000 ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი 2400 მინერალური სამკურნალო წყარო, 150 მუზეუმი, 102 კურორტი, 19 ნაკრძალი, 7 ეროვნული პარკი და ა.შ.

რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, რომელსაც ტურიზმის განვითარებისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ავრცელებდა 2010 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორთა რიცხვი 2009 წლის ვიზიტორთა რაოდენობას 38%-ით აღემატებოდა.

საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რიცხვზე ყველას საკუთარი შეფასება გააჩნია. ხელისუფლების აზრით 2010 წელს ჩვენმა ქვეყანამ 2 მილიონამდე ადამიანს უმასპინძლა, ოპოზიციის თქმით კი მათი რიცხვი 155 ათასს არ აღემატებოდა.

მე კი შემიძლია გითხრათ რომ ერთ-ერთი მნიშვნელვანი კვლევის (ტურიზმის კონკურენტუნარიანობა ქვეყნების მიხედვით) შეფასებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დონით საქართველოს 133 ქვეყნიდან მხოლოდ 115 ადგილი უკავია. საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტთა დასკვნით კი, მიუხედავად უამრავი ღირშესანიშნაობისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ,,ძალიან ბევრი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მოვლილი, რათა შეჩერდეს მათი განადგურება და ისინი წარსდგნენ სრულმნიშვნელოვანი სახით დამთვარიელებლების წინაშე” როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ხარისხიანი თოვლით ფონს ვერ გავალთ.

პირიქითა ხევსურეთში პოპულარული ტურისტული მარშრუტია შატილი-ანატორი-მუცო-არდოტი. სადაც უკვე ორი წელია ზაფხულობით მეგობრებთან ერთად ვისვენებ, ხშირად გვხვდებიან უცხოელებიც, რომლებიც რუკის მეშვეობით რის ვაივაგლახით იკვლევენ გზას. შატილის გარდა არცერთ დანარჩენ ისტორიულ ძეგლს არ აქვს შესაფერისი აბრა, დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგალითად უცხოელი ტურისტები ხშირად გვეკითხებოდნენ თუ სად იყო საპირფარეშო, ყველა მსგავს კითვაზე პასუხი ერთია-ყველგან სადაც თვალს მოეფარები. ასევე პრობლემატურია საყოფაცხოვრებო ნარჩენების  გადაყრა, ამ ტერიტორიაზე არ არსებობს ნაგვის ურნები. ქართველები ამ პრობლემას ადვილად აგვარებენ, ატანენ მდინარეს, ან იქვე ყრიან, საბედნიეროდ უცხოელებისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია და ხშირად ნაგავი თბილისამდე ჩამოაქვთ. ალბათ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ჩვენც უნდა განვვითარდეთ.

და მაინც, რატომაა ტურიზმი ასეთი სასარგებლო ეკონომიკისთვის? ეკონომისტთა უმრავლესობა აღიარებს რომ ტურიზმი მაშინაა მომგებიანი თუ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებადაა დამოკიდებული და თავს ადგილობრივი წარმოებით ირჩენს. საქართველოში კი მთილანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5000 ლარია, როცა მაგალითად შვედეთში იგივე მაჩვენებელი ერთ შვედზე 70 000 ლარს შეადგენს. მსოფლიოში მშპ მიხედვით საქართველო მხოლოდ 109 ადგილზეა.

მოამზადა სოფო ბაჩილავამ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to მშპ და ტურიზმი საქართველოში (2010)

  1. Me Var says:

    სერიოზული პოსტია და ასევე სერიოზულად გეტყვი რომ ალბათ იმიტომაა შენი ბლოგი ჩემთვის ერთერთი უახლოესი რომ საკაიფოდ აბალანსებ ტკბილს და მწარეს

    • Qilipa says:

      სპასიბა ზა კამპლიმენტ, დეარ🙂 მაგრამ ეს არ არის ჩემი დაწერილი, ბოლოს წერია, რომ სოფო ბაჩილავას მომზადებულია🙂 პირველი გესტ პოსტია…

  2. shen(qilip)rom dagewera upro gamiswordeboda)
    kochag Sopos!, cota upro vrclad sheizleboda,magram esec mshvenieria!)

    • Qilipa says:

      ჩემი სხვა ნაწერები წაიკითხე და ამჯერად სოფოს სიყოჩაღე აღვნიშნოთ🙂

  3. bachilava says:

    madloba xalx🙂

  4. dakarguli says:

    გადასარევი პოსტია ))) ქილიიფ, მომენატრეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე))))))))))))))))))

  5. tatatatuli says:

    საინტერესო პოსტია. ერთი ეგაა, რომ ლაკონურად მოიცავს ტურიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: