სექსუალური იდენტობა

სქესი, გენდერი, ორიენტაცია, იდენტობა

რა რა არის

სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს იმას თუ რომელი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვს ადამიანს ემოციური და სექსუალური ლტოლვა.

გენდერული იდენტობა/თვითაღქმა გულისხმობს იმას თუ რომელ ბიოლოგიურ ან სოციალური სქესთან ახდენს ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას.

სექსუალური ორიენტაცია

ჰომოსექსუალობაკრებითი სიტყვა, რომელიც ადამიანის თავისივე სქესის წარმომადგენლებისადმი ემოციურ და სექსუალურ ლტოლვას აღნიშნავს.

ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელსაც ბევრი ჰომოსექსუალობას უკავშირებს, სინმადვილეში კი მთლიანად LGBT თემის შიგნით არსებული მრავალფეროვნების საილუსტრაციოდ იქნა არჩეული 1978 წლის პრაიდზე, არის ცისარტყელოვანი დროშა

გეიმამაკაცი, რომელსაც სექსუალური და ემოციური ლტოლვა აქვს სხვა კაცების მიმართ.

სიტყვა გეი (gay) ინგლისურში მხიარულს, ხალისიანს ნიშნავს და ჰომოსექსუალ მამაკაცებთან მიმართებაში მისი გამოყენება მე-17 საუკუნეში დაიწყო. ასე, უმეტესწილად, “ფემინურ” მამაკაცებს უწოდებდნენ.

ლესბოსელი ქალი, რომელსაც სექსუალური და ემოციური ლტოლვა აქვს სხვა ქალების მიმართ.

სიტყვა ლესბოსელი ქალური ჰომოსექსუალობის აღსანიშნად ძველი ბერძენი პოეტი საფოს დამსახურებით გამოიყენება. საფო კუნძულ ლესბოსზე ცხოვრობდა და ლექსებში ხშირად ასხამდა ხოტბას ქალებისადმი თავის სიყვარულს.

ბისექსუალი ადამიანი (ქალი და მამაკაცი) რომელსაც სექსუალური და ემოციური ლტოლვა ორივე სქესისადმი აქვს.

ჰეტეროსექსუალიადამიანი, რომელსაც სექსუალური და ემოციური ლტოლვა აქვს საპირისპირო სქესისადმი.

გენდერული იდენტობა

ტრანსგენდერიტრანსგენდერი ქალი არის ბიოლოგიური მამაკაცი, რომელიც თავს აღიქვამს ქალად ან/და უარყოფს მამაკაცის სოციალურ როლს. ტრანსგენდერი მამაკაცი არის ბიოლოგიური ქალი, რომელიც თავს აღიქვამს მამაკაცად ან/და უარყოფს ქალის სოციალურ როლს.
მესამე სქესი – ამ კატეგორიაში შეჰყავთ ის სქესობრივი და გენდერული იდენტობები, რომლებიც საზოგადოებათა უმეტესობაში არსებულ ბინარულ (ორმაგ – ქალის და კაცის) სქესობრივ სისტემას სცდება.


ბერდაჩე (ამერიკა) – ასე მოიხსენიებდნენ კოლონიზატორები ამერიკელ და კანადელ ინდიელებში ადამიანებს, რომლებიც საპირისპირო სქესის “როლს” (ქცევა, ტანსაცმელი..) ითავსებდნენ. ამ ადამიანებს თავად ინდიელები
“ორი სულის მქონეს” (two-spirit) ეძახდნენ და ხშირად მიაწერდნენ მაგიურ ძალებს.
მუხე (მექსიკა) – მექსიკის ერთ-ერთ უძველეს რეგინონში, ოახაკაში მცხოვრები მამაკაცები, რომლებიც ქალის ტანსაცმელს ატარებენ და ქცევაც “ქალური” აქვთ. ოახაკაში ისტორიულად სამსქესიანი სისტემა არსებობს – კაცი, ქალი და მუხე. მუხეებს ხშირად ჰყავთ ცოლ-შვილი, ხანდახან კი ისინი პარტნიორებად მამაკაცებს ირჩევენ.
ჰიჯრა (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში) – ჩამოთვლილ ქვეყნებში ჰიჯრები “მესამე სქესად” მიიჩნევიან.  ჰიჯრებად იწოდებიან ბიოლოგიური მამაკაცები, რომლებიც ქალის იდენტობას ითვისებენ ჩაცმულობითა და ქცევით. ტერმინი ნასესხებია არაბულიდან და ნიშნავს “საკუთარი ტომის დატოვებას”. ჰიჯრა ინგლისურში უმეტესად ითარგმნებოდა, როგორც “ჰერმაფროდიტი”, თუმცა რეალურად ჰიჯრების უმეტესობა ბიოლოგიური მამაკაცია.
ნაფიცი ქალწულები (sworn virgins) – ალბანეთსა და მონტენეგროში არსებული ტრადიციის მიხედვით, ქალი, რომელიც წყვეტს, რომ მამაკაცი გახდეს, ან რომელსაც მამაკაცად ზრდიან. ითვისებს მის როლს, სამაგიეროდ
იფიცებს, რომ ცხოვრების მანძილზე არავისთან დაამყარებს სექსუალურ კავშირს.
ონნაგატა (იაპონია) – სიტყვის თარგმანი ნიშნავს “ქალის როლს”. ონნაგატა არის მამაკაცი მსახიობი, რომელიც იაპონურ კაბუკის თეატრში ასრულებს ქალის როლს. თუმცა, ჩვენთვის ონნაგატა იმითაა საინტერესო, რომ მისთვის როლი, რომელსაც თამაშობს სცენაზე ცხოვრებისეული იდენტობა ხდება. ყოველდღიურ ცხოვრებასაც ონნაგატა წარმართავს როგორც ქალი.
ტრანსექსუალი – ტრანსექსუალი არის ტრანსგენდერი, რომელსაც ქირურგიული გზით სურს ბიოლოგიური სქესის შეცვლა.
ბენჟამინის შკალა – გერმანელმა ენდოკრინოლოგმა ჰარი ბენჟამინმა ჩამოაყალიბა ტრანსექსუალობის შკალა,
რომლის მიხედვითაც “ჭეშმარიტი ტრანსექსუალი” არის ადამიანი, რომლისთვისაც საჭიროა სქესის ქირურგიული გზით შეცვლა.
ტრანსვესტიზმი – გადაცმის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს საპირისპირო სქესისათვის ტრადიციულად დამახასიათებელი ტანსაცმლის ტარებას. ტრანსვესტიზმის არის ფეტიშისტური პრაქტიკა, რომელიც უკავშირდება საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარებით გამოწვეულ სექსუალურ აღგზნებას.
Cross dressing – ასევე გადაცმის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს საპირისპირო სქესისათვის ტრადიციულად დამახასიათებელი ტანსაცმლის ტარებას. კროს დრესინგი ტრანსგენდერული ქცევის ერთ-ერთ გამოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ის ეყრდნობა პერფორმატიულობას – ანუ კროს-დრესერის მიერ საპირისპირო სქესის კარგად განსახიერებას.
Drag King – ქალი კროს-დრესერი, რომელიც მამაკაცს ასახიერებს.
Drag Queen – მამაკაცი კროს-დრესერი, რომელიც ასახიერებს ქალს.
პოსტი მომზადებულია  “განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის” მიერ გაკეთებული პრეზენტაციის მიხედვით!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

42 Responses to სექსუალური იდენტობა

  1. გიმუშავია❤ ახლა ვიღაც შემოვა და დაწერს, რომ მაინც პიდარასტები არიან ესენი ყველანი! :დ და ჩაგიყრის წყალში :დ

    • Qilipa says:

      შრომით იმ ასოციაციამ იშრომა, მე მხოლოდ ბლოგზე ატვირთვას და პდფ-დან ყველაფრის კოპირებას არ დავზარდი…🙂 ხოდა გამიტყდება მაინც პიდარასტები რო იძახონ :შ თუმცა გუშინ მეც პიდარასტი ვეძახე 1 საყვარელ გეის :დ მარა ჩვენში მოსულა ბრატები ვართ…❤

  2. kaxiii says:

    საინტერესო პოსტია! მაგრამ შესაბამისი ორიენტაციის მიხედვით სურათები რომ რეალური ადამიანებისგან აგეღო სათვალსაჩინოებისთვის უკეთესი იქნებოდა, ასეთუისე უფრო დამაინტრიგებელი პოსტიც გამოვიდოდა =))

    • Qilipa says:

      ვერა ჩემო კახი… ნუ გგონია ადვილი იყოს დაითანხმო არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი მისი სურათის განთავსებაზე, სხვა შემთხვევაში კი მატი უფლების შემმლახველი პოსტი გამოვიდოდა… თვალსაჩინოებისთვის კი მგონია რომ მართლა საუკეთესო სურათებია პოსტში🙂

  3. dv0rsky says:

    ძალიან საინტერესოა. მადლობთ, რომ ქართულ ენაზე ავრცელებთ ინფორმაციას.
    პრინციპში, მე სულაც არ მაინტერესებს, მაგრამ მაინც ;)))))

  4. Agasfer says:

    ჰიჯრები მომწონს/ არა, იმიტომ არა, უბრალოდ, ბავშვობიდან მომწონდა ალმადოვარის ტრანსექსუალები :დ

  5. siyvarulovna says:

    უი, რამდენი რამე ყოფილა

  6. lasha says:

    ნაფიცი ქალწულები <———— აი ეს გლიჯაავს🙂 რატომღაც სულ ქართველი გოგონები მახსენდებიან🙂

  7. notespost says:

    მესამე სქესი მაინც ვერ მივხვდი რა არის, მაგრამ ეგ არაფერი.🙂 მართლა ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხბა სურათების დადებას არ მგონია კარგი იდეა ყოფილიყო. ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არ იცავენ მათ უფლებებს😦

    • Qilipa says:

      ,,ძაან” ფართო ცნებაა – ,,მესამე სქესი”, ანუ არცერთს არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილთაგან და დიდი სჯა-ბაასი მიდის ვინ უნდა მიაკუთვნონ ამ კატეგორიას… მოკლედ, როცა გავარკვევ უკეთესად ალბათ გაგაგებინებთ🙂

  8. sheila says:

    xooo, martla siantereso ragac ki iko, magram daumtavrebeli: droshaze titoeuli peri ragacas gamosaxavs. magalitad vardisperi aris mshvidoba mgoni, agar maxsovs da tavidan mxolod xuti peri iko, mere miamates ori kide. ui, da kide is, rom gey ki nishnavs mxiaruls da avoe adamians, magram lesboselebzec gamoikieneba eg sitkva inglisur enashi da kide is, rom lesboselebis legenda marto sapodan ar modis, sxva variantic aris, rom zevsma dasaja kundzul lesbosis kalebi da 50 clit seksi aukrdzala kacebtan da ra eknat? adges da knes. mokled, mainc saintereso iko, bevri gavige😉

    • Qilipa says:

      ზევსის ვარიანტი ლეგენდა და მითია🙂 თუმცა თავს არ დავდებ ეგ არაფერ შუაშია-თქო… დაუმთავრებელს რაც შეეხება – 4 ფერი რომ განმემარტა და დანარჩენები დამეტოვებინა, ალბათ გასაგები იქნებოდა, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა საუბარო კონკრეტული ფერის გაშიფვრაზე, უბრალოდ ითქვა, რომ არის ,,სიმბოლო” ი ვსიო🙂

  9. molly bloom says:

    საინტერესო და ინფორმატიული პოსტია🙂 ყველასთვის არა, რა თქმა უნდა. ქართული ჰიტლერიუგენდის აქტივისტებს გინდა პოსტი დაუწერე და გინდა ილუსტრირებული ენციკლოპედია შეუდგინე – მაგათთვის ყველა “პიდარასტია”

  10. Me Var says:

    დროშა მომეწონა, მესამე სქესს ვერ ჩავწვდი, მგონი კაი ბიჭის და იქნება ეგ

  11. akunkula says:

    ირაკლი, რას მეუბნებოდი გუშინ დილით? :)))))))

  12. Nina Gorecki says:

    ონნაგატაზე არაფერი ვიცოდი)

    როცა სხვა რასის წარმომადგენლები არ გიზიდავს სექსუალურ ასპექტში, მაგ დროს როგორ ხდება სექსუალური იდენტიფიკაცია? სექსუალური რასიზმი?🙂

  13. reundone says:

    ძალიან კარგი ინფო პოსტია.
    არ ვიცოდი ტრანსების განსხვავებები და არასწორად ვამბობდი, რამდენი რამეა.
    ხოდა მშობლებს დავსვამ და წავაკითხებ ამას და იქნებ გაარკვიონ ერთხელდასამუდამოდ ვინ ვინაა და მე აღარ შემეკითხონ ხოლმე ;დ

  14. knuti says:

    safo❤

    კი არა და…

    ყოჩაღ ^^

  15. რავიცი რავიცი, კაცია (თუ ქალი?) და გემოვნება… ზოგს შემწვარი, ზოგს მოხარშული.

  16. Pingback: ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?! « მშვიდობიანი ბლოგი

  17. Qilipa says:

    @ bart – მაქვს ამ ჟურნალის ყველა ნომერი🙂 ეს პრეზენტაცია კი ,,განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის” ოფისში ვნახე და როგორც ვიცი, სწორედ ეს ასოციაცია ბეჭდავდა ,მე”-საც🙂

    • bart says:

      “მე”-ს ბეჭდავდა ფონდი “ინკლუზივი”🙂 თუ ჟურნალის მკითხველი ხარ, მაშინ ესეც უნდა იცოდე😉

      • Qilipa says:

        არ მითქვამს რომ მკითხველი ვარ🙂 ვთქვი რომ მაქვს ჟურნალის ყველა ნომერი, რომლებიც ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ვაპირებ🙂 ანუ რა გინდათ, რომ დავამატო? ფონდი ,,ინკლუზივი” თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნების სახელი და გვარი?

      • bart says:

        რა თქმა უნდა სჯობს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას🙂 ფონდი “ინკლუზივი” აღარ ფუნქციონირებს, ჟურნალი “მე”-ც აღარ გამოდის, მაგრამ ამ ჟურნალში იმ სტატიის ავტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი, რომლიდანაც ზემოთმოცემული ამონარიდებია, ცოცხალია და საკმაოდ წარმატებულადაც მოღვაწეობს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში”🙂

  18. Qilipa says:

    აუცილებლად ჩასწორდება🙂

  19. bart , eg araa me-dan amokrefili arc suratebi arc gansazgvrebebi, piradad chemi gaketebulia (Natia var) da jurnali ME-s arcerti normistvis xeli ar momikidia am prezentaciis mzadebisas!

  20. Bart, garda amisa, kargad caikitxe is statia romelzec gaqvs laparaki imitom rom ik Onnagata, Muxe da Nafici Qalculebi araa naxsenebi, Ekas sxva adamianebi kavs mokvanili da Eka inclusividan vabshe calke dgas, da misi saavtoro statiidan romc amomego rame, sheni dacvis gareshe gavarkvevdi magas.

    • Qilipa says:

      კი ვთქვი ჩავასწორებ მეთქი, მაგრამ ,,DRCAA”-ში მინდოდა ჯერ მეკითხა და დამეზუსტებინა, მაგრამ წინაზე დამავიწყდა :შ ხოდა კარგი მიქნია, რომ არ ჩავასწორე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: