რეპორტაჟი კარალეთიდან – ისევ ,,აგვისტოს“ ამბები

30-მდე ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტით სავსე 22-კაციანი მიკრო-ავტობუსი გზატკეცილზე ,,მიაგელვებს“, სიჩქარე ზოგჯერ 50 კმ/სთ-საც კი აღწევს… ვიღაცის დასმულ კითხვაზე: ,,რამდენ ხანში ჩავალთ?“, ხუმრობით ვპასუხობ: ,,საერთოდ, ტრანსპორტით საათ-ნახევარი ჭირდება, მაგრამ ,,ამით“ როდის ჩავალთ თქმა გამიჭირდება“… ჩვენ, ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მივდივართ, ომის შედეგად დაზარალებულ ხალხთან გასასაუბრებლად და მათი დღევანდელი საცხოვრებელი პირობების სანახავად…

როგორც იქნა მივაღწიეთ! მიკრო-ავტობუსი გზატკეცილიდან უხვევს და ვხედავ წარწერას დაფაზე ,,ცხინვალი“, სწორედ ამ მომენტიდან ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივ, მშვიდ სოფელში არ ვარ. სამმა ,,ბეტეერმა“ ჩაგვიარა, სამხედრო ,,პიკაპები“ პატრულირებენ და თითქმის ყველა შემხვედრი მამაკაცი სამხედრო ფორმით დადის. ვიღაც ხუმობს: ,,საახალწლოდ ამ სოფლებში სანტა კომუფლირებული ქურქით მოდისო“.

კარალეთში ჩამოვდივარ… პირველივე, რაც თვალში მხვდება გადამწვარი და დანგრეული სახლებია. ზოგი ისეა დანგრეული, რომ ვერანაირი რეკონსტრუქცია ვერ უშველის, ზოგს კი ეტყობა ომის კვალი, თუმცა რამდენიმე ოთახი გაურემონტებიათ და სახლის მეოთხედ ნაწილში ცხოვრობენ.

 

როგორც მოსახლეობისგან გავიგე კარალეთზე საჰაერო თავდასხმა არ განხორციელებულა, ყველა დანგრეული სახლი ოსი და რუსი ჯარისკაცების მიერ, რაღაც ფქვილივით თეთრი, ფეთქებადი ნივთიერებით იყო გადამწვარი. რამდენიმეჯერ კი ბენზინიც გამოუყენებიათ.

ნახევრად დამწვარი სახლის ჭიშკართან ხნიერი ქალბატონი ზის, რომელსაც პატარა ძაღლი უწევს ფეხებთან და წკმუტუნებს, სავარაუდოდ შიმშილისგან, თუმცა შეიძლება ფეხის ტკივილიც აწუხებს, რადგან ჩემი მიახლოებისას არც კი განძრეულა… ქალბატონს ვთხოვ, რამდენიმე სიტყვით გაიხსენოს აგვისტოს ომის გავლენა მის ოჯახზე.

მარგალიტა ელუაშვილი, 64 წლის: ,, ისეთი სროლა იყო ცხინვალიდან ჩვენსკენ, რომ ძლივს გამოვასწარით! დავტოეთ სახლ-კარი, საქონელი, ყველაფერი და 6-ში თბილისში  წავედით. რუსები სოფელში ჯერ  არ იყვნენ შემოსულნი, მაგრამ სროლა და ტანკების ღრიალი ძალიან ახლოს იყო ჩვენთან. რომ წამოვედით, ჩემი ქმარი არ ანებებდა სახლს, მაგრამ გვერდზე სოფლების დაბომბვა რომ დაიწყო, დაინგრა და გადაიწვა ჩვენი სახლი, მერე ჩემი ქმარიც წამოვიდა, დატოვა  აქაურობა და თბილისში ჩამოვიდა. სულ ის გვადარდებდა ომის შემდეგ რა დაგხვდებოდა აქ ჩამოსულებს. იმედით ცოცხლობს ადამიანი! 24 საათი ვლოცულობდით და ღმერთს ვთხოვდით, ყველაფერი კარგად ყოფილიყო! დაბრუნებულებს არაფერი დაგვხვდა გადარჩენილი, მაგრამ ვალებით და სახელმწიფოს მოცემული 25 000 ლარით ავაშენეთ ეს 4 ოთახი და გაგვაქვს თავი გაჭირვებით.“

მადლობას ვუხდი და ვემშვიდობები ქალბატონ მარგალიტას. ორი სახლის მოშორებით ბავშვს ვხედავ, რომელიც ბურთს კენწლის და გაკვირვებული თვალებით მიყურებს.

გიორგი ბენაშვილი, 13 წლის: ,,თავიდან ღამ-ღამობით სროლები როცა იყო, ან “პადვალში”, ან კედელთან ვიჯექით და გათენებას ველოდებოდით ხოლმე, მაგრამ დღისით ჩვეულებრივ ვიყავით, არც სროლა იყო და არც არაფრის გვეშინოდა, ბავშვები ფეხბურთსაც კი ვთამაშობდით. ომი რომ დაიწყო, მე და დედაჩემი ჯერ გორში წავედით, მერე თბილისში ჩამოვედით. მამა და ჩემი ძმა დარჩნენ და ომობდნენ, მაგრამ მერე  ჩემ ძმას, დათოს “ასკოლკები” მოხვდა და ფეხში და მუცელში დაიჭრა. მამამ გორის საავადმყოფოში წაიყვანა, იქიდან თბილისში ჩამოვიდნენ. ახლა უკვე კარგადაა დათო და სოფელში ცხოვრობს. აქ დაბრუნებულებს სახლი დანგრეული დაგვხვდა და ჯერაც არ დაგვიმთავრებია აშენება.

თბილისში ყოფნის დროს ერთ სკოლაში შეგვასახლეს და იქ ლელა წურწუმია, სტეფანე, კახა ცისკარიძე და სხვა ცნობილი ადამიანები მოვიდნენ,  რაღაცეები მოგვიტანეს, თან გვითხრეს, ომი დამთავრდა და მალე სახლში დაბრუნდებითო. ყველაზე კარგად ის დღე მახსოვს თბილისში ყოფნის დროიდან.“

ბურთის გამოგორებას ვთხოვ გიორგის და იქვე სტადიონზე ,,კარიდან-კარში“-ს თამაშს ვთავაზობ. ბურთს მიგორებს და თვალებგაბრწყინებული მირბის სტადიონისკენ. ოციოდე წუთის შემდეგ, დამარცხებული ვემშვიდობები გიორგის და გზას განვაგრძობ…

სოფლის ბირჟას ვცდები და ყველაზე პატარა სახლის ეზოში შევდივარ. მოხუცი კაცი სკამზე ზის ეზოში დაგდებულ, დაფუშულ ბურთს თვალს არ აცილებს. არასდროს მინახავს ასეთი ნაღვლიანი და სველი თვალები, ვხვდები, რომ ამ კაცს დიდი ტკივილი აქვს გადატანილი და მოსაყოლიც ბევრი ექნება…

ალეკო გულიაშვილი, 75 წლის: ,,ძალიან მიჭირს ამ ამბის მოყოლა, მაგრამ უნდა მოვყვე, რომ ყველამ დაინახოს, როგორი არაადამიანები და სადისტები არიან … მაშინ ერედვში ვცხოვრობდი. ჩემი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ეს ტკივილი ტყუპმა შვილმა გადამატანინა. შვილიშვილების გაზრდაც მარტოს მომიწია, მშობლები გორში მუშაობდნენ.  ეს უსახელო ომი რომ დაიწყო, ჩემი შვილიშვილი ანი 21 წლის იყო, ლევანი – 15-ის. ლევანი ჩემს თვალწინ გახლიჩა ბომბმა, ტანი ცალკე ეგდო და ფეხები  – ცალკე. ანა კი დაიჭირეს კაცის მკვლელმა “სალდათებმა” და სახლში შეათრიეს. მესმოდა მისი წივილ-კივილი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ნაცემი და დაბეჟილი ვეგდე მიწაზე… იმ დამპლებმა ბავშვის გაუპატიურება არ იკმარეს და უთხრეს, გაიქეცი, 10 წამში თუ გაგვასწრებ, თავისუფალი იქნებიო. დაბნეული და ატირებული ბავშვი გაიქცა… არამზადებმა სამამდე დაითვალეს და ყველამ ერთად ესროლა… ჩემი საწყალი ანი  მოცელილივით დაეცა…“

ბატონ ალეკოს ცრემელები გადმოსცვივდა… სიგარეტს ვაწვდი, მადლობას ვუხდი და ვემშვიდობები…

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ აღარ მიჩნდება სურვილი, ვინმეს კიდევ გავესაუბრო. ალეკო პაპას მონათხრობი საკმარისია იმაზე ხაზის გასასმელად თუ რამხელა უბედურების, ტკივილის და სიკვდილის მომტანია ომი. გულისრევის შეგრძნება მეუფლება ყოველი გადამწვარი სახლის დანახვისას, აღარ შემიძლია ამ უბედურების ყურება, წავალ მეგობრებს ვნახავ, სურათებს გადავუღებ სოფელს და შევეცდები არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე.

გადამწვარი სახლის პირველ სართულზე

 

ყველაზე დიდი გადამწვარი სახლი სოფელში

 

კარალეთი 8

ასე იშლებოდა კედლები

 

ფოტოებისთვის მადლობას ვუხდი ოთარ იმნაძეს!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to რეპორტაჟი კარალეთიდან – ისევ ,,აგვისტოს“ ამბები

  1. polithooligan says:

    ჟურნალისტურია! წამოწიო ომის საშინელება რათა ის აღარ მოხდეს.. გალტუნ!

    • Qilipa says:

      კაკრას იქ წასვლის წინ გადავხედე მაგ გალტუნგს და მიუხედავად იმისა, რომ ეგ კაი ფრაზაა, ჯამში მაინც არ მევასა მისი ,,სამშვიდობო ჟურნალისტიკა”… ცოდა დრო მინდა, ცოტა და ქილიფას ,,სამშვიდობო ჯირნალისტიკას” შევქმნი :დ

  2. ჯანდაბა შენ ქილიფ. რას მერჩოდი ამ ძილის წინ. მოკლედ სევდიანია ეს ყველაფერი, თუმცა რაღაცები ზედმეტად მელანქოლიურს ხდის და ტექსტს აფუჭებს. მაგალითად ძაღლის ეპიზოდი და მასთან დაკავშირებული შენი ვარაუდი, შია თუ ფეხი სტკივა, ცოტა გადამეტებული მეჩვენება. სორრყ. :*

    • Qilipa says:

      ნუ მაიმუნობ, სორრყ-ებს არ ვართ :დ :* მელანქოლიურობაც და ბოლო პათოსიც სპეციალურად ჩავრთე, რომ ძალიან მშრალი ფაქტები არ გამოსულიყო და რეპორტაჟს დამსგავსებოდა🙂

      • ჰო მაგრამ მაინც ვპრეტენზიულობ რა ვქნა ^^ მე არ მომწონს სპეციალურად ჩართული რაღაცები. ^^

  3. vasasi says:

    ირაკლი, ბოლო ამბავი, რაც მოყევი, რომელი ომის დროს მოხდა, 2008 თუ წინა?

    • Qilipa says:

      წინა არ მიხსენებია საერთოდ და დარწმუნებული ვარ 2008-ზე საუბრობდა… ,,წინაში” 2004 გულისხმობ?

  4. Dannoah says:

    კარგი ნამუშევარია . მომეწონა :)))

  5. vasasi says:

    არა, 90-იან წლებში რომ მოხდა, იმას..

    კატასტროფა იყოო, ასე ამბობენ…

    არ ვიცი, მე, რატომღაც, მგონია, რომ 90-იანების ამბავს გულისხმობდა..

    ეგეთები გამუდმებით ხდებოდა მაშინ (ნუ, არც ახლა დააკლებდნენ ხელს, მაგრამ..)..

    • Qilipa says:

      არა, არა… არ უხსენებია 90-იანები… აგვისტომს ომზე ჩამოვუგდე საუბარი და მოყვა…

  6. კარგი რეპორტაჟია ძალიან🙂
    სამწუხარო რეალობაა…

  7. akunkula says:

    არ უნდა წამეკითხა ეს პოსტი რა…

  8. dakarguli says:

    ეგ ჩემი ბოლო ზაფხული იყო საქართველოში…. ყველაზე მწარე ზაფხული ;( ;(

  9. არგო says:

    აუ მაგრად მომეწონა ეს პოსტი,ნამდვილად სამწუხაროა ის რომ ეს ამბავი რეალობა..და ამისდა მიუხედავ მაინც რუსეთი გვირჩევნია😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: