ახალი წლის დამკვეთები… უნდა აღვნიშნოთ თუ არა ახალი წელი?!

ახალი წელი არის შეკვეთილი დღესასწაული და ვეცდები დამკვეთებს მივაკვლიო:

  • ფეიერვერკის (ან ფოიერვერკის) მწარმოებელი კომპანიები… (,,ხლაპუშკები” და მისთანანიც აქ შედის)
  • ნაძვის ხის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიები.
  • ხის მჭრელი ადამიანები (ლიცენზიით მჭრელი და ულიცენზიოდ მჭრელი).
  • უმუშევარი კაცები, რომლებსაც წითელი მოსასხამი და ხელოვნური, თეთრი, წვერი აქვთ სახლში.
  • უმუშევარი ,,ლამზმანები”, რომლებსაც თეთრი მოსასხამი და ქერა ნაწნავები აქვთ.
  • ნიგვზის პლანტაციების მეპატრონეები.
  • პურის საცხობი ქარხნები, იგულისხმება ლავაშზე და შოთზე მომუშავე საცხობები… (საშუალოდ, ერთი თბილისური ოჯახი იმდენ ლავაშს ყიდულობს 31 დეკემბერს, რამდენსაც დარჩენილი 363-364 დღის მანძილზე ერთად).
  • ქართული ესტრადის ვარსკვლავები (წურწუმია, სეფაშვილი და მისთანანი).
  • ტაქსისტები.
  • ,,რატომღაც” ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთერთი დამკვეთი ,,კოკა-კოლაც” არის.
  • ხეზე მომუშავეები, კონკრეტულად – მეჩიჩილაკეები.
  • ასევე ერთერთი დამკვეთია სტეფანეც, რომელმაც შეუკვეთა ახალი წელი, დაელოდა ,,Wham”-ს როდის ჩაწერდა ,,Last Christmas”-ს, მერე კი გადააკეთა და ბალიშის ქვეშ შეგვაყოფინა ხელები.

ახლა კი დავფიქრდეთ რისთვის აღვნიშნავთ საერთოდ ახალ წელს? ნუთუ სხვა დროს არ შეიძლება, ,,საზეიმო განწყობა” შეგქვექმნას?

წარმოიდგინეთ, თუკი არ აღვნიშნავთ ახალ წელს:

  • არ გაგვაყრუებს ბათქა-ბუთქი და სიმშვიდეში ვიცხოვრებთ.
  • დავზოგავთ ფულს ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების არ-შეძენით… ჩიჩილაკის 4-5 ლარიც აქ შედის…
  • არ გაიჩეხება ხე-ტყე, კონკრეტულად – ნაძვი.
  • შვილებს გავზრდით ტყუილის გარეშე და არ ვეტყვით, რომ არსებობს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი… ,,სნეგუროჩკა” და ფიფქია-ფერიაც აქ შედის…
  • ნიგოზს შევიძენდით 7 ლარად (ია ტაკ დუმაიუ).
  • არ დავდგებოდით ლავაშის რიგში, იმის გამო რომ სტუმართან არ შევრცხვეთ ,,ჩვეულებრივი პურის” სუფრაზე დადებით.
  • წურწუმიას, სეფაშვილს და მათ მსგავსებს არ გადაუხდიდნენ ფულს ახალი წლის შესახვედრად სიმღერისთვის, რის შედეგადაც მიხვდებოდნენ, რომ სიმღერა არ არის შემოსავლიანი, დაეუფლებოდნენ სხვა პროფესიას (ოჯახების სარჩენად) და ჩვენი ყურებიც დაისვენებდა ,,გაღიმებული პატარისა” და ,,ღამე ქუჩას გაყოლილი” ფიქრებისგან…
  • არ დავთვრებოდით ისე და ისეთ ადგილას, რომ ტაქსით წასაღები ვიყოთ სახლში.
  • კოკა-კოლას ალბათ ისევ დავლევდით, ნუ ფანტას მაინც❤
  • სტეფანეც ვეღარ შეგვაყოფინებდა ხელებს ბალიშის ქვეშ და ჩვენც, კაცურად, ჯიბეში ხელებჩაწყობილები ვივლიდით…


ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to ახალი წლის დამკვეთები… უნდა აღვნიშნოთ თუ არა ახალი წელი?!

  1. undone says:

    ქილიიიპ, 1000% ;დ რა ჯანდაბად გვინდა ამდენი მარაზმობა მართლაც რომ.
    ტაილანდში ახალი წელი ზაფხულშია და 2 კვირა ერთმანეთს წყალს ასხამენ ვედროებით. ეს არ ჯობს განა???

  2. siyvarulovna says:

    ქილიფ❤ შენ რომ შეგეფერება ისეთი პოსტი იყო, მაგრამ მე მაინც მიყვარს ახალი წელი ^^

  3. sigunawa says:

    ე ნუ ატრაკებ ეხლა რა,მაშინ არც დაბ.დღე,ვალენტინობა,სიყვარულის დღე,დედის დღე,აღდგომა,შობა და კიდევ ბევრი დღე არ აღვნიშნოთ,დაჯექი სახლში და ჭამე შენი 7 ლარიანი ნიგოზი და იყავი.ხანდახან მეც კი მაკვირვებ ისეთ ყ….ს იტყვი.

    • Qilipa says:

      ხო, ზუსტადაც ეგრეა… არც ის დღესასწაულებია აღსანიშნი… აჰა შენ კიდე 1 დიდი ყ***-ობა :დ გაკვირდი და აღშფოთდი ახლა :პ

  4. Me Var says:

    მოვედი. წავიკითხე. აზრის გამოთქმა მეზარება,
    P.S. კოკა კოლა
    წავედი

  5. notespost says:

    მთავარია რომ ახალ წელს სახლში ვარ და ვისვენებ🙂🙂

  6. sigunawa says:

    მე მაინც ხო ვიცი რო ეგრე არ ფიქრობ,მარა მთავარია შენმა მკითხველმა აღგიქვას არაორდინალურად მოაზაროვნედ:))))))))))))))))))))))))))))))))

    • Qilipa says:

      😀😀😀 ნეტა რატო ვიცოდი რო მსგავს კომენტარს დატოვებდი? ხედავ რა მარტივად გამოცნობადი და ორდინალური ხარ?😀

  7. sigunawa says:

    даа я такой……..

  8. mrsmarch says:

    და როგორ გგონია, ნეტა შიმშილის გრძნობაც პურის და საკვების მწარმოებლებმა ხოარ მოიგონეს? აი თუ ეგრეა წარმოიდგინე რო მივაკვლიოთ ვინ და როგორ მოახერხა, რამდენ ფულს დავზოგავდით აზრზე ხარ?😀

    • Qilipa says:

      შიმშილის გრძნობა, აუცილებელი მოთხოვნილება და რომ არ განსხვავდებოდეს რაღაც უაზრო, მოგონილი დღესასწაულისგან, შეიძლება მაგასეც გვეზრუნა :))

      • MrsMarch says:

        gartobac aranakleb aucilebeli motxovnaa… ra mnishvneloba akvs shimshili mogklavs tu urtiertobis nakleboba?😀 adamiani xo socialuri arsebaa rac imas nishnavs rom komunikaciis gareshe darchena klavs: )

  9. Qilipa says:

    მერე იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა გავერთოთ :)) პირიქით, ყოველი დღე მაქსიმალურად მხიარულად და ხალისიანად აღვნიშნოთ და არა კონკრეტულ რიცხვსა და საათზე ვღებულობდეთ ღიმილიან და ბედნიერ სახეებს…

    • MrsMarch says:

      xo es yalbi “gisurveb bednierebas da janmrtelobas” martla sisulelea, magram yoveldge rom dgesascauli iyos eg ufro uaresi ikneboda😀 agar ikneboda saxaliso da aba samsaxurshi yoveldge xoaraa dasveneba ;D

  10. მოისპე ქილიფ სტეფანეზე რამდენი ვიცინე :DDDDDDDD

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: