სახელმწიფო პროპაგნდა თუ უბრალო დამთხვევა?!

იშვიათად ვუყურებ საინფორმაციო გადაცემებს ტელევიზიით და საერთოდ ტელევიზორსაც (არამგონია სიახლე იყოს ვინმესთვის), მაგრამ ამ 2 დღის განმავლობაში ზურგსუკნიდან მომავალმა საინფორმაციო გადაცემების ხმამ მიიზიდა ჩემი ყურადღება, კერძოდ კი იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა არზე, ინტენსიურად საუბრობენ ქართველი სამხედროების ავღანურ ყოფაზე… გასაკვირი არაფერი იქნებოდა ჩემთვის, თუკი ეს არხები რაიმე თვალშისაცემ ახალ ამბავს (News) გაავრცელებდნენ, მაგრამ ქართული გონტინგენტის ავღანეთში ყოფნა არავისთვისაა სიახლე… მაშ რატომ გადაწყვიტა სხვადასხვა ტელევიზიამ მაინცდამაინც ეს თემა, ერთდროულად გაეშუქებინათ?

საინფორმაციოდან გვატყობინებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები ყველაზე რთულ და ცხელ წერტილში არიან განლაგებულნი, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, ყველაზე კარგად ახერხებენ მშვიდობის დამყარებას სოფლებში, ავღანელები სიხარულისგან ხტიან ქართველების დანახვაზე და ყველამ ძალიან შეიყვარა ,,ჩვენი ბიჭები”… გვეუბნებიან რომ კარგ პირობებში ცხოვრობენ ქართველები და კარგად არიან მოწყობილნი, აქვთ სრული თავისუფლება (თავისუფალ დროს), აკეთებენ იმას რაც მათ სურთ, შეუძლიათ კომპიუტერით სარგებლობა და გართობა სხვადასხვა გზით… რაც მთავარია ქართველები ყველას უყვარს და დიდ პატივს სცემენ… ნუთუ თალიბებსაც უყვართ?

საინტერესო ფაქტი:

ტეხმაგონის ბაზაზე (ერთ-ერთი სახიფათო ცხელი წერტილი) სამხედრო კონტინგენტების შემადგენლობა შემდეგნაირია:

20 ამერიკელი

70 ავღანელი

100 ქართველი

სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი სულ რამდენი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებს, მაგრამ მახსოვს შუკვანის ბაზა, რომელიც დაღუპული ჯარისკაცის მუხრან შუკვანის საპატივცემულოდ დაარქვეს… მახოსვს 2010 წლის 30 სეტემბერს ნაღმზე აფეთქებული ოთხი ქართველი კარისკაცი (რამაზ გოგიაშვილი, დავით ცეცხლაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, ნუგზარ კალანდაძე) – ანუ თალიბებს არ ჰყვარებიათ ქართველები…

ვაშა!

ახლა კი ჩემი ეჭვები და პოსტის დაწერის მიზეზი:

მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძე უნდა გამოჩენილიყო პოლიტიკაში (ე.წ. შევარდნაძის დრო) პრესაში და ტელევიზიაში გაჩნდა სტატიები და სიუჟეტები თამარ მეფეზე, მარგარეტ ტეტჩერზე, ანუ ქალებზე, რომლებიც წარმატებით მართავდნენ სახელწიფოს… ეს ყველაფერი იყო პროპაგანდა იმისთვის, რომ საზოგადოება კეთილგანწყობილად შეხვედროდა ქალს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო…

არ ვიცი ეს მაგალითი და დღევანდელი ,,ავღანური სიუჟეტები” ჰგავს თუ არა ერთმანეთს, არ ვიცი პროპაგნდაა ეს თუ უბრალო დამთხვევა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს…

P.S. უბრალო დამთხვევების არ მწამს, მაგრამ ვისურვებდი ვცდებოდე…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

14 Responses to სახელმწიფო პროპაგნდა თუ უბრალო დამთხვევა?!

  1. sulo says:

    ქილიპ ოფიალურად 5 კაცია დაგუპული მარა რა გარემოებეში და რანაირად ცნობილი არაა თავდაცვის სამინისტროს ჩაკეტილობის გამო ეგ კიარა იმასაც არ ამბობენ ნო რამოდენიმე კაცი გერმანიაში მკურნალობს სერიოული ტრამვენით ერთ–ერთ ჯარისკაცს სახის დამწვრობა ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ იმ 5 კაცის ჩამოსვენება ისე ჩუმად მოხდა ეგ კიარა დაგუპული ჯარისკაცების სურატებიც კი არ დადეს ინტერნეტში

    • Qilipa says:

      აბა კაცი კი ჩამოვთვალე სახელ-გვარიანად და დავიჯერო მეტი არავინ დაღუპულა? ნეტა, ნეტა, მაგრამ… :შ

  2. sulo says:

    კონკრეტულად არ ახსოვს ერთი ვმახსოვს პირველი დაიღუპა მე–3 ქვეითი ბრიგადის ლეიტენენტი მუხრან შუკვანი კიდე რაგაცეები შეგიდზლია აქ ნახო
    http://www.kvirispalitra.ge/military/5137-shavi-seqtemberi-avghanethshi.html
    და კიდე როგორც მე მახსოვს არსენალის ძველ ნომრებზე უნდა მიგიწვდებოდეს ხელი და ერტი ორი ტვის წინანდზელ ნომერშია ზუსტად ეგენი რა

  3. ჩვენი ტელევიზია რომ პროპაგანდობის ბუდეა … ასე რომ სიმათლესთან ახლოს სამწუხაროდ, ალბათ…

  4. MrLoveCat says:

    პროპაგანდაა…:) საღოლ ქილიფ კაი პოსტი იყო🙂

  5. siyvarulovna says:

    ჰმ ::|
    აი დღემდე არ მესმის რა აუცილებელია ამდენი ქართველი ჯარისკაცი😐 ადრე ვასასისთან მომივიდა სერიოზული კამათი, გინდა თუ არა ეს ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და ასე უნდა წავიწიოთ წინო😐

    • Qilipa says:

      იმხელა ნაბიჯებით მივდივართ წინ რო შურს მთელს მსოფლიოს…

      • sulo says:

        950 კაცია გაგზაილი 35 000 არმიიიდან და ეს ყველაფერი იმ დროს როცა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსები დგანან

  6. chankotadze says:

    მეც ეგრე მეჩვენება რაღაც… ისიც მეჩვენება, თითქოს და მიშიკო ამ ბიჭების ,,იქ” გაგზავნის ხარჯზე აპირებს საკუთარი პოზიციების ,,აქ” განმტკიცებას, ზოგიერთი ზესახელმწიფოს მომადლიერების გზით

  7. dakarguli says:

    ქილიფ, მაოცებ შენ )))) გადასარევი პოსტია, მიუხვდი ხომ მაგ ეშმაკებ? ))))))))))))))

    • Qilipa says:

      ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ :)))

      • qsindali says:

        :)))) ყოჩაღ!!! მაგარი ხარ!🙂 პ.ს. გერმანიაში ნამდვილად მკურნალობენ ქართველები… ობამას ცოლმაც კი მოინახულა ერთერთი…

  8. zorbegi says:

    მეტი რაღა უნდა გაზარდონ?!

    • Qilipa says:

      თანდათან რთულდება ვითარება ავღანეთში და ამ პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო ჯარისკაცები არიან საჭირონი… ,,საუკეთესეოები კი მხოლოდ ქართველები” არიან და წაუმატებენ ალბათ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: