1001 რატომ? (Part 5)

ფიზიკა და ტრანსპორტი

  1. რატომ არის აკრძალული მეტროში მოძრავი ესკალატორის კიბის მოაჯირზე იდაყვით დაყრდნობა?
  2. პარკების, ბულვარების, ბაღების უბნებში, სადაც ტრამვაის ხაზი გადის, შემოდგომით შეგხვდებათ ასეთი წარწერა: ,,ფრთხილად, ფოთოლცვენაა!” რატომ?
  3. რატომ ავითარებს ტენტიანი მანქანა ნაკლებ სიჩქარეს, ვიდრე ლითონის სახურავიანი?
  4. როცა ტრამვაის ვაგონის რკალი წრეს შეკრავს, ზედა გამტარში და რელსში ერთნაირი დენი გადის, მიწაზე მდგომი ადამიანისათვის ზედა გამტართან ან მასთან მიერთებულ მავთულთან შეხება საშიშია, მაშინ როცა რელსთან შეხება და მასზე დგომა უსაფრთხოა. რატომ?
  5. თივითა და ხე-ტყით დატვირთული ორი ერთნაირი მასის სატვირთო ავტომანქანიდან რომელი უფრო ადვილად გადაყირავდება? რატომ?
  6. ხომალდის ჩაძირვის სიღრმე მარილიან წყალში უფრო მეტია, თუ მტკნარ წყალში?
  7. რატომ არის ტრანსპორტის ამკრძალავ ფერად მიღებული წითელი?
  8. ბატისკაფის ბალონებს ამოტივტივების მიზნით ავსებენ ნავთით და არა ფაერით. რატომ?
  9. ნავის რომელ ნაწილშია მძიმე საგნების მოთავსება უფრო ხელსაყრელი?
  10. ასფალტზე მოძრავი მძიმე ტანკი არ ამტვრევს ასფალტს. რატომ ამტვრევს იგი მუხლუხას ქვეშ მოყოლილ აგურს?
  11. რატომ აქვს უფლება მსუბუქ ავტომანქანას ქალაქში იმოძრაოს სატვირთო ავტომანქანაზე მეტი სიჩქარით?
  1. ხახუნი რომ არ გაიზარდოს სახელურსა და მიმმართველ ფირფიტას შორის, რომელზეც სრიალებს იგი.
  2. რელსებზე დაყრილი ფოთლები ამცირებს სრიალის ხახუნის ძალას, ამის გამო ტრამვაის სამუხრუჭო მანძილი იზრდება.
  3. ტენტიანი მანქანის ძარას ჰაერთა წარმოქმნილი ხახუნის ზალა გაცილებით მეტია, ვიდრე გაპრიალებული ზედაპირის სახურავის მქონე ავტომანქანისა.
  4. მიწაზე მდგომ ადამიანსა და სადენს შორის არის მაღალი ძაბვა, ხოლო ადამიანის სხეულსა და რელსს შორის თითქმის არ არის ძაბვა, რადგან ორივე იმყოფება ერთსა და იმავე გამტარზე – მიწაზე.
  5. ადვილად გადაყირავდება თივიანი, რადგან მისი მასათა ცენტრი უფრო მაღლაა, ვიდრე ხით დატვირთულისა. სხეულის მდგრადობა მით მეტია, რაც უფრო ქვემოთაა მისი მასათა ცენტრი.
  6. მარილიან წყალში ჩაძირვის სიღრმე ნაკლებია, ვიდრე მტკნარ წყალში, რადგან მარილიანი წყლის სიმკვირივე მეტია, ვიდრე მტკნარისა.
  7. წითელი ფერის სხივების ტალღის სიგრძე სპექტრის სხვა სხივებთან შედარებით დიდია. დიდი ტალღის სიგრძის მქონე სხივები ნაკლებად დაკავდებიან ატმოსფეროს გავლენით, თუ მასში იქნება მტვრის ნაწილაკები ან წყლის ორთქლი. ამიტომ წითელი ფერის სინათლე შორიდანაც კარგად გამოჩნდება.
  8. ნავთი ჰაერისგან განსხვავებით ხასიათდება დაბალი კუმშვადობით.
  9. ტვირთი უნდა მოვათავსოთ ნავის ფსკერზე, შუა ნაწილში!
  10. აგური ზრდის შეხების მცირე ზედაპირთა ფართობების რაოდენობას, ამიტომ ნაკლები ზედაპირის ფართობებზე ტანკი მეტი წნევის ძალით მოქმედებს, რასაც აგური ვერ უძლებს და იფშვნება.
  11. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლი მსუბუქ მანქანას უფრო სწრაფად გააჩერებს ვიდრე სატვირთოს, რომელსაც გაცილებით მეტი მასა აქვს მსუბუქ ავტომობილთან შედარებით.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 4 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to 1001 რატომ? (Part 5)

  1. Zurriuss says:

    და ყველა ამის პასუხი შენ იცოდი თუ, უბრალოდ, ფიზიკის მწვანეგარეკანიანი “1001 რატომ?” გამოქექე?😀

    • Qilipa says:

      :)))) უკვე დიდი ხანია ვქექავ მაგ წიგნს, ვარჩევ სავარაუდოდ ცხოვრებაში გამოსაყენებელ ახსნებს და აგერ უკვე მეხუთე პოსტიც დავწერე…🙂

  2. Giorgi says:

    qilip teniani manqana ki ara tentiani

  3. dakarguli says:

    😀 ra meshvelebaaaaaaaaaaaaaaaaa😀 debili var😀 pikikashi, kovelshemtxvevashi😀

    • Qilipa says:

      ფიზიკა არაფერს წყვეტს😉 დებილი არ ხარ ყოველშემთხვევაში… :)))

  4. Me Var says:

    “Physics would have been much easier if -Tree- instead of -Apple-had fallen on Newton’s head” 😀

    ისე ეს მე5 შედარებით ნორმალური ნაწილია ( აქ:ნორმალური= მარტივი)

    • Qilipa says:

      ,,ყველაფერი კარგი მარტივი” რომ არის ალბათ იმიტო მომეწონა მე ყველაზე მეტად ეს ნაწილი :))

  5. Pingback: 1001 რატომ (Part 6) « მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: