რჩევა ,,ხერხი 7″-ზე წამსვლელთათვის

სამწუხაროდ პოსტს ვწერ საკმაოდ დაგვიანებით: 18 ნოემბრის შესახებ 23-ში ვწერ, მაგრამ მგონი მეპატიება, რადგან მხოლოდ დღეს დავბრუნდი სიონის სუსხიანი ტყიდან (ეს ცალკე ისტორიაა)…

კინო რუსთაველმა 2 ბილეთი ,,მიფეშქაშა” ,,ხერხი 7″-ის პრემიერაზე და 18 ნოემბერს, დიდი ხნის უნახავ კინოთეატრს ვესტუმრე… არც კინომანი ვარ და არც კინოთეატრების მოყვარული, ფილმის ყურებას სახლში, მეგობრების წრეში ვარჩევ ხოლმე, მაგრამ ,,ხერხი” არის ფილმი, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველი, კინოთეატრები კი ხშირად მიცრუებდნენ იმედებს და დიდ ეკრანზე ნახვის საშუალებას არ იძლეოდნენ… წელს კი, წელს ამის საშუალება არის და თან 3D-ში, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ვერ გავიგე რისთვის მეკეთა ის სათვალე?..

შინაარსს არ მოგიყვებით, მაგრამ ,,ხერხისა” და კრამერისეული იდეის მოყვარულებს ვურჩევდი ამ ფილმის დიდ ეკრანზე ნახვას: საგრძნობი ეფექტი აქვს ხმამაღლა მოსმენილ ჯონ/ამანდა/ჰოფმანის ,,თოჯინისეულ” ხმას და ნათლად დანახულ სისხლისა და ნაწლავის წვიმას 🙂 დიახ, ბევრი სისხლია, მაგრამ საშიში ნამდვილად არაფერია, სიცილით მოვკვდი გამოსვლისას სასწრაფო რომ შევნიშნე მობილიზებული (ალბათ სიფრთხილეს ისევ არ ატკივებია თავი)… თუმცა 16 წლამდე რეკომენდირებული მაინც არ არის…

სანამ დარბაზში შეხვიდოდეთ 1 რჩევა მინდა მოგცეთ ყველას: მიუხედავად იმისა რომ ეს ,,ხერხის” ბოლო ნაწილია და დასასრული გრანდიოზული უნდა იყოს, ნუ მიხვალთ იმ განწყობით რომ რაღაც სასწაულს ნახავთ… უბრალოდ წარმოდიგინეთ დაახლოებით იგივე, რაც მანამდეც განიჭებდათ სიამოვნებას… 7-ე ნაწილი არ ჯობია არცერთ ,,წინამორბედს”, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ საგრძნობლად ჩამოუვარდება მათ… საკმაოდ კარგად ვითარდება სცენარი და ეფექტები წარმოუდგენლად რეალური და დახვეწილია…

პირადად მე კმაყოფილი ვარ ამ ფილმის დიდ ეკრანზე ხილვით და განცდილი შთაბეჭდილებებით… მითუმეტეს რომ ამ ყველაფერს მარტო არ ვადევნებდი თვალს… ანუ მეორე ბილეთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის 🙂

Advertisements

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

15 Responses to რჩევა ,,ხერხი 7″-ზე წამსვლელთათვის

  1. nicktsotniashvili ამბობს:

    მე არ მიშვებენ 15 ვარ, მაგარი იქნებოდაა

    • Qilipa ამბობს:

      ნუ იტყვი რო 15-ის ხარ 🙂 პირადობა არ უთხოვიათ ჩემთვის 🙂 თუ პირველი 6 ნანახი გაქვს მაშინ საშიში არაფერია

      • nicktsotniashvili ამბობს:

        არ ვთქვა ისე არ დამიჯერებებ 13 ს რო უთხრა ძაან დაბალი ვარ 1 56 მდე დააზრი არ აქვს 😦

  2. siyvarulovna ამბობს:

    ვერ მოვაბი ტავი რომ ვიყიდო ბილეთი რა

    • Qilipa ამბობს:

      თავის მობმა და ყულფი არ უნდა მაგას! 12-15 ლარიც ეყოფა :))

  3. alluballi ამბობს:

    guliii gamiiskdeba magas 3d shi rom vuuyuuurooo

    • Qilipa ამბობს:

      თუ მხოლოდ 3დ გაშფოთებს, მინდა გითხრა რომ არანაირი აზრი აქვს 3დ-ს, 3-4 მომენტის გარდა ვერც იგრძნობ, რომ სათვალით უყურებ…

  4. dakarguli ამბობს:

    ესეიგი, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მომწონს აქ შემოსვლა და ჩემთვის სრულიად უინტერესო თემებზე დაწერილი პოსტების წაკითხვაც კი )))) შენ რა შუაში ხარ, 90 წლებში ბოევიკებს ვერ ვიტანდი და შემდეგ ეს ჯანრიც მიემატა ))) აი, ფიზიკის სიყვარულით ხო გული მისკდება, მაგრამ მაინც ვკითხულობ )))) მიყვარხარ ქილიიიიიიიიიიიიფ 😀 😀 ❤ :*

    • Qilipa ამბობს:

      ჩქიმ კამპლიმენტია ეს ყოლიფერი 🙂 (ხეფფი) ვეცდები შენთვის საინტერესობანიც გამოვნახო ბლოგისთვის, მაგრამ შემდეგი პოსტისტვის ვერ შეგპირდები 🙂 ❤ მეც მიყვარხარ მეცა :*

      • dakarguli ამბობს:

        შენ წერე ქილიფ დ ამე ყველაფერი მიხარია და მომწონს ))) მართლა :*

  5. givee ამბობს:

    auuu mitxarit dzmurad bileti ra girs (me 10 is var mara magali da ro movatyuo 12 an 13 vro)?

  6. ilialejava ამბობს:

    სცენარი, მძაფრი სიუჟეტები მომეწონა მაგრამ 3დ ეფექტები ცოტა არ იყოს ვერც მე შევიგრძენი. მოკლედ მოლოდინმა ხერხი 3დ_ში არ გაამართლა, სხვა მხრივ კი კმაყოფილი ვარ 🙂

  7. Kate_AlukaЯD ამბობს:

    მეც კაი დროს ვწერ კომენტარს მარა მაინც :დ აუ ქილიფ ფინალი ხომ იყო ზე ^^ ჩემთვის მაგალითად მოულოდნელი იყო სულ აღარ ველოდებოდი გორდონის გამოჩენას ^^ მომეწონა მე ვაბშე ყველა ნაწილი ერთი მეორეზე მეტად მიყვარს ^^ <3<3

    • Qilipa ამბობს:

      იყო, კაი იყო როგორც ხერხს ჩვევია…. ,,ხომ მაგარია ეს ხერხი 7? მაგრამ მე უფრო მაგარი მინდა”-ს პონტი იყო რა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: