რა განსხვავებაა აივსა და შიდსს შორის?

სამწუხაროდ ჩემი ნაცნობების 90%-ზე მეტს არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე და ყველასთვის სათითაოდ მიწევს ახსნა… ასე რომ სხვადასხვა ბროშურებთან და საინფორმაციო წყაროებთან ერთად თუ ამ ბლოგზეც დაიწერება ამის შესახებ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება…

– დამიანის

– მუნოდეფიციტის

– ირუსი

 

 

– ეძენილი

– მუნო

– ეფიციტის

– ინდრომი

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ფირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის დამცავ ანუ იმუნურ სისტემას და თანდათანობით მწყობრიდან გამოჰყავს იგი.

აივ ინფექცია – ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას ვირუსის შეჭრის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება გარკვეული დაავადებები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ სურათს:

წითელი ფერით აღნიშნულია სისხლში ლიმფოციტების რაოდენობა (CD4), ყვითელი ფერით კი წარმოჩენილია ვირუსი… როგორც ხედავთ ვირუსი შეჭრის მომენტიდანვე ებრძვის ლიმფოციტებს და ხან მარცხდება, ხან იმარჯვებს, მაგრამ მკურნალობის გარეშე მყოფი ადამიანის შემთხვევაში ის საბოლოოდ ანადგურებს CD4-ის შემცველობას სისხლში და ნულის ზღვარს უტოლებს, სწორედ ამ სტადიას ეწოდება შიდსი!

სურათზე აღნიშნული 0-12 კვირა არის პერიოდი, რომლის დროსაც ტესტი ვერ აფიქსირებს აივის შემცველობას სისხლში… ანუ ყოველი ჩატარებული ტესტის პასუხი ნიშნავს, რომ 3 თვის წინ ვიყავით აივ-დადებითი ან აივ-უარყოფითი… ასე რომ სასურველია სარისკო ქცევის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ ჩავიტაროთ ტესტი!

მკურნალობის შემთხვევაში ხდება ვირუსისა და ლიმფოციტების რეგულირება სისხლში და CD4 შეძლებისდაგვარად უმკლავდება ვირუსს, რის შედეგადაც ადამიანს შეუძლია იცოცხლოს 25-30 წელზე მეტი და არ შეექმნას პრობლემები ჯანმრთელობის გაუარესების მხრივ!

როგორც ხდევათ არც ისეთი საშიშია აივი თუკი დროულად მივაქცევთ ყურადღებას და დავიწყებთ მკურნალობას!

შემდეგ პოსტში შევეხები აივის თავიდან არიდებისა და გადადების გზებს, სარისკო ქცევებსა და თავდაცვის საშუალებებს…

პოსტის დასაწერად ინფორმაციული უზრუნველყოფითვის მადლობას ვუხდი საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრს – ,,თანადგომა” და კლინიკას ,,ბემონი”!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

14 Responses to რა განსხვავებაა აივსა და შიდსს შორის?

  1. ზუსტად გუშინ დავესწარი სავითიანნის ლექციას შიდსზე )
    ძალიან საინტერესო იყო,განსაკუთრებით ისტორია ვირუსის წარმოშობაზე და გავრცელებაზე : ) თუ მოიძევ დააინტერესებს მკითხველს უეჭველია ))

    • Qilipa says:

      წარმოშობასთან დაკავშირებით მეც გამიჩნდა კითხვა თავის დროზე, მაგრამ ზუსტად ვრ მიპასუხეს, რადგან სხვადასხვა თეორია არსებობს და არცერთი არ არის მეცნიერულად დაზუსტებული… და სავითიანნი ვინ არის? სად წაიკითხა ეგ ლექცია?

      • aku says:

        მე მაიმუნების თეორია ვიცი, და , რამდენადაც ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი ატკიცებდა (?) ეგრე იყო…

      • ასო შემეშალა მაპატიე,სავითიანი კი არა დავითიანი )
        და მეცნიერულად მაიმუნების ისტორიაა დამტკიცებული )) ვიკიპედიაშიც არის შეტანილი ეს ფაქტი.

        http://ka.wikipedia.org/wiki/?????#.E1.83.AC.E1.83.90.E1.83.A0.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.A5.E1.83.9B.E1.83.9C.E1.83.90

  2. Qilipa says:

    @ აკუ ყველაზე გავრცელებული მგონი ეგ ვერსიაა, მაგრამ დაზუსტებული – არა!

  3. მივესალმების შენს წამოწყებას, ნამდვილად საინტერესო თემაა და ურიგო არ იქნება, რომ ხალხი უკეთ იყოს ინფორმირებული ამ მიმართულებით.

    • Qilipa says:

      ხო მეც მაგ აზრზე ვარ და ,,უკეთ” კი არა სამწუხაროდ საერთოდ არ არიან ინფორმირებულნი… მე ჩემ ,,წილს” მაქსიმალურად დავთესავ🙂

  4. Qilipa says:

    @ ana wiki-ს სანდოობაზე არ ვისაუბრებ🙂 მაგრამ მართლაც რომ იყოს ეგ ვერსია დადგენილი, მე მაინც არარეალურად მეჩვენება :შ

  5. ilialejava says:

    წუხელ ვუყურე რეპორტაჟს, წამლის მარაგი საქართველოში, რომელიც შიცით იმფიცირებულმა პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს, სამწუხაროდ ამოიწურა და დაახლოებით 5-6 ათას ადამიანს ამ პირობებში სიკვდილი ელით თუ დროზე არ გაანძრია ხელი მთავრობამ😦

    • Qilipa says:

      ახლახანს ვიყავი ერთერთ სარეაბილიტაციო კლინიკაში და არაფერი აღუნიშნავთ მსგავსი… არამგონია მთლად ამოწურვამდე არ შემოიტანონ…

  6. notespost says:

    საინტერესო იყო. მართლა არ ვიცოდი თუ აივ-ით დაინფიცირებული 25-30 წელი ცოცხლობდა🙂

  7. ilona says:

    ძალიან საინტერესო პოსტია, ერთ–ერთი სერიოზული დაავადება, მე პირადად ამ თემაზე ვმუშაობ და ძალიან გამიხარდა რომ ამ თემაზე დაწერე პოსტი, ვეცდები ხშირად ვეწვიო ხოლმე შენს ბლოგს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: