ზემფირა (Zemfira) ქართველ ბლოგერს მხარდაჭერას უცხადებს

ქართული ბლოგინგის აღზევებას დღეს კიდევ 1 სასიხარულო ამბავი განამტკიცებს!

ზემფირა და ,,მშვიდობიანი ბლოგი"

სხვადასხვა დეზნიფორმაციული (და არც ისე დეზინფრომაციული) საინფორმაციო სააგენტოების ცნობით ცნობილი რუსი მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი და კომპოზიტორი ზემფირა რამაზანოვა (Zemfira) აქტიურად არის ჩართული ფეისბუქზე TBC Smart Club – ის გათამაშებებეში და სხვადასხვა კონკურსში გამარჯვების შედეგად უკვე 32 000 სმარტ ქულა ერიცხება ბარათზე…

ამ რამდენიმე დღის წინ მომღერალს ვიდეოკარტა დაეწვა და დიდ ხანს იყო კომპიუტერსა და ფეისბუქს მოწყვეტილი, ყველაზე მეტად კი ,,Smart Club”-ის გათამაშებების გამოტოვება ანერვიულებდა… როცა ზემფირას Bi-2-ის ვოკალისტი ალექსანდრ უმანი ესტუმრა, მან გულთან ახლოს მიიტანა მანდილოსნის პრობლემა, დახმარება აღუთქვა და 5 წუთში მოუგვარა კიდეც, ვიდეოკარტა ინტეგრირებულზე გადაიყვანა და კომპიუტერთან დასვა…

ზემფირა მაშინვე ,,Smart Club”-ის ფეიჯზე შევარდა და წაიკითხა, რომ ბლოგერებისთვის კონკურსი იყო დაწყებული… მან მაშინვე თითზე იკბინა და ნანობდა ამდენ ხანს ბლოგი რატო გავაკეთეო… თუმცა როცა საკონკურსო პოსტებს გადახედა და ,,ღამის ვაგზალი” წაიკითხა, ის დამშვიდდა და მიხვდა, რომ აზრი არ ექნებოდა მისი პოსტის კონკურსში მონაწილეობას მაშინ, როცა იქ უკვე ,,ღამის ვაგზალი” განეთავსებინა Irakli Qilipa-ს… ზემფირა მართლა მოიხიბლა ამ რეპორტაჟით და 1 საათის განმავლობაში გაღიმებული იჯდა შოკირებულ მდგომარეობაში… აზრზე რო მოვიდა პოსტის ავტორს PM-ში მიწერა შენს მხარდამჭერად მიგულე, მოხიბული ვარ შენითო… ბოლოს ისიც დაუმატა თუ ,,ღამის ვაგზალი” ამ კონკურში გაიმარჯვებს მაშინ ვაღიარებ ქართველი ხალხის ობიექტურობას, სიხარულით ჩამოვალ თბილისში და ვერის ბაღში 6 საათის შემდეგ კონცერტს გავმართავ ქართული ბლოგინგის მხარდასაჭერად, რა თქმა უნდა ,,მშვიდობიანი ბლოგის” თამადობითო…

ასე რომ ხალხნო და ჯამაათნო გადახედეთ საკონკურსო პოსტებში Irakli Qilipa-ს პოსტს – ,,ღამის ვაგზალი” და თუ მოწონებას დაიმსახურებს, უბრალოდ, დაალაიქეთ (Like)😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

8 Responses to ზემფირა (Zemfira) ქართველ ბლოგერს მხარდაჭერას უცხადებს

  1. Tamri says:

    შენ რა ხარ რა!!!! მეთქი მართლა მხარს უჭერს, და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა ეშმაკი ხარ რაა!!!! ::P:D:D:D

  2. ადო says:

    ოჰ, ქილიფ ქილიფ :))))))))))))))))))))))))))))) როგორ გინდა მოგება😦 დამითმე ეს i pad :((

  3. dakarguli says:

    zempiras gemovnebas koveltvis vagiarebdi😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: