როგორ დავაყენოთ მარტივად ახალი Skype (5.0)?
ოქტომბერი 16, 2010 15 Comments
მოგეხსენებათ, რომ გამოვიდა სკაიპის ახალი ვერსია 5.0! მისი გამოსვლის შემდეგ ბევრისგან მსმენია კითხვები:
- საიდან გადმოვიწერო?
- ძველი უნდა წავშალო ახალი რომ დავაყენო?
- ძველს ჯობია? თუ ისევ ეს დავიტოვო რაც მაქვს?
ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძველს ჯობია თუნდაც მხოლოდ სილამაზითა და ავატარებით (მერე მიხვდებით რასაც ვგულისხმობ)… ასევე აქვს დამატებული ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ფეისბუქზე განახლებების ნახვას და ფეისბუქის სტატუსის დაწერას სკაიპიდანვე…
რაც შეეხება დაინსტალირებას და გადმოწერას, ამის ყველაზე მარტივი გზა მასწავლეს და ვინც არ იცის იმედია გაუადვილებს საქმეს… ანუ ცვენ უბრალოდ განვაახლებთ სკაიპის იმ ვერსიას რაც უკვე გვიყენია ვინდოუსზე, ამისთვის საჭიროა სულ რაღაც 2 დაკლიკება 🙂
- ზემოთა მხარეს, მთავარ პანელზე დავაწკაპოთ – ,,Help”
- და ,,Check for Updates”!
სულ ეს არის საჭირო და რამდენიმე წუთში თავისით განაახლებს და გექნებათ ახალი Skype 5.0 😉
ბოლო კომენტარები