დეზინფორმაცია – ანუ ბლოგი, რომელმაც იმედგაცრუებული დამტოვა

10 დღეზე მეტ ხანს მოუთმენლად ველოდი 21 ოქტომბრის დადგომას, იმიტომ რომ კინობლოგზე წავიკითხე:

პოსტის სათაური:

ხერხი 7 – ჯერ არნახული 3D

პოსტის შიგთავსი:

21 ოქტომბრიდან კინოთეატრ რუსთაველში გრანდიოზული 3D.

და 2 ტრეილერს მოიცავდა პოსტი!

საუკუნეა კინოთეატრში არ ვყოფილვარ და სურვილიც არ გამჩენია, რომელიმე ფილმზე წასვლის, მაგრამ ,,ხერხი” ის შემთხვევაა, როცა, უბრალოდ, ვერ შევძლებდი უარის თქმას, მითუმეტეს პრემიერაზე და თან 3D პრემიერაზე…

როცა მოახლოვდა 21 რიცხვი დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ძიების დროს ალუკარდის პოსტს წავაწყდი, სადაც ეწერა, რომ ,,ხერხი 7”-ის მსოფლიო პრემიერა 22 ოქტომბერს გაიმართებოდა… როგორღაც მივხვდი, რომ მსოფლიო პრემიერამდე ,,რუსთაველს” გაუჭირდებოდა ამ ფილმის ჩვენება და პირველი იმედგაცრუება სწორედ ამის გაფიქრებისას განვიცადე… დილას დავრეკე კინოთეატრში და მითხრეს, რომ 11 ნოემრისთვის იგეგმება პრემიერა… მეწყინა, ძალიან მეწყინა – მანამდე ავაწრიალე ხალხი 21-ში ხერხზე წავიდეთ-თქო…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ბლოგი იქნება თუ საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ნიუსებზე მუშაობს და ანონსებიც იწერება, დააზუსტეთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომ მოლოდინი არ წაუხდინოთ მკითხველს და ჩემსავით გულგატეხილი არ დატოვოთ… არადა, არ არის ცუდი ეს ,,კინობლოგი”, მაგრამ დეზინფორმაცია მაინც გაიპარა…

ახლა კიდევ 20 დღიანი მოუთმენლობა მეწყება :შ

P.S. ერთადერთი საიტი, რომელსაც დეზინფორმაციას ვპატიობდი ni2.ge იყო, მაგრამ სამწუხაროდ ,,მმკ-ს, ხელისუფლების და მცენარეთა დაცვის საზოგადოების მოთხოვნით” საიტი დაიხურა და იქ მომუშავე ჟურნალისტები ციხეში არიან :დ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

19 Responses to დეზინფორმაცია – ანუ ბლოგი, რომელმაც იმედგაცრუებული დამტოვა

  1. litterator says:

    რადგან პრემიერაზე წასვლას ვერ ვახერხებდი დატვირთული გრაფიკის გამო, გადავრეკე და ვთხოვე გადაეწიათ. ასე რომ მეც მოვდივარ :))))) ზუსტად მაწყობს, თან ამასობაში კარდიოლოგს ვიპოვი ვინმეს რომ წამომყვეს :დ :დ :დ

    • Qilipa says:

      ე.ი. შენი ბრალი ყოფილა დღეს რო არ იყო სეანსი? :დ კარდიოლოგი რას მიშველის არ ვიცი, მე გულზე არ ვჩივი, მაგრამ მგონია რომ იქიდან გამოსვლის შემდეგ 1 კვირა დებილი ვიქნები :დ

      • litterator says:

        მეც ასე მგონია, ჯერ დიდ ეკრანზე რა ასატანია ასეთი ფილმი და მერე ტრიდეში :))))) ჰუჰ სეანსის შემდეგ შეგვიძლია ადრენალინი გავყიდოთ :დ :დ :დ :დ

  2. აააააააააააააააააააააა მბურძგლავს ტრეილერებზეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ^^

  3. Bat says:

    ვაიმე, დამპატიჟეთ ვინცხამ🙂

  4. siyvarulovna says:

    მინდა მინდა მინდააააააააა….. ნოემბერი მაგარი თვეა (სუნ) ჯერ ხერხი 3D–ში, მერე ჰარი პოტერი… მე მივდივარ თან 11–ში და თუ ინდათ ერთად წავიდეთ. (სუნ)

    • Qilipa says:

      კარგი აზრია! რო მოახლოვდება ვითათბიროთ😉

      ჰარი პოტერზე წასვლა რაღა უბედურებაა? :შ საერთოდ რა გაყურებინებს მაგას?

  5. kukomonga says:

    (sun)

  6. okey says:

    როგორც საიტ კინობლოგის მეპატრონე, უდიდეს ბოდიშს გიხდით გაპარული “შეცდომისათვის”.
    თუმცა ეს არ ყოფილა ლაფსუსი, პრემიერა სწორედ 21 რიცხვში იგეგმებოდა, ის უბრალოდ გადადებულ იქნა 11 ნოემბრისათვის რადგან ამ დღესვეა ფილმ “სოციალური ქსელის” პრემიერა. დღეს შევიტყვე მეც ამის შესახებ🙂

    • Qilipa says:

      ,,სოციალური ქსელის” მიზეზით ვერ გადაიდებოდა, რადგან მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მსოფლიო პრემიერა 22-ში იყო და რუსთაველს გაუჭირდებოდა 21-ში ჩვენება :დ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს… არაუშავს🙂 ბოდიში მიღებული და სასიამოვნოა🙂

      • okey says:

        რელიზების დამთხვევის გამო გადაიდო ნამდვილად ვიცი🙂
        ანუ ერთად რო არ ყოფილიყვნენ
        რაც შეეხება 21–22 ეგ მსოფლიოში ცნობილი ფაქტია რომ ევროპაში ჰოლივუდური ფილმები 1,2 ან 3 დღით ადრე გამოდის.
        ძირითადად ეს 1 დღით ადრე ხდება და გამოწვეულია დროში განსხვავების გამო🙂
        საქართველოში კი უკვე ყოფილა ასეთი ტიპის პრაქტიკა და არაერთხელ , არაერთ ჰიტზე…
        უახლოეს მომავალში (კერძოდ ნოემბრის მიწურულს) ასევე პოტერიანას დასკვნითი წიგნის ეკრანიზაციის პირველი ნაწილის გამოშვება მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე იგეგმება.
        ანუ ეხლა თავს კი არ “ვიმართლებ” უბრალოდ ეს ასეთი წარმოუდგენელი რამ არ არის.

  7. Taa says:

    vaime vaime rogor mezizgeba xerxi da msgavsi shinaarsis filmebi😦

    • Qilipa says:

      არ გინახავს შენს ეს ფილმი, თორე შინაარსს არ გალანძღავდი :)) უბრალოდ კადრები ნახე საშინელი და ჩვეულებრივ საშინელებად აღიქვი, რომლებიც გეზიზღება :)))

  8. Qilipa says:

    @ okey – ვაა ეს სიახლე იყო, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის მსგავსი ფაქტი🙂

    • okey says:

      ნუ პრაქტიკაში ეხლა უცბად რაც მახსენდება წლვანდელები:
      რკინის კაცი 2 (2010, მსოფლიო პრემიერამდე 1 კვირით ადრე, ამ ფილმის ევროპაში გაშვება ზოგადად ადრე დაიწყეს)
      ბინდი 3: დაბნელება (2010, 1 დღით ადრე მსოფლიო პრმეიერამდე)
      დასაწყისი (2010, 2 დღით ადრე მსოფლიო პრემიერამდე)
      და.ა.შ
      იქამდეც ბევრი შემთხვევააა!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: