ქართველ ,,ქომაგთა” სიმღერა-შეძახილები

მალტასთან მატჩის დროს მოედნის ყველა მხრიდან კარგად ჩანდა ,,ქომაგების” ბანერი -ორი მხრიდან ლოგო და

,,ჟინი, ბრძოლა, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!”

სამწუხაროდ ყველა მხარეს ასე კარგად არ ისმოდა ის შეძახილები, რომლითაც ,,ქომაგები” ამხნევებდნენ ნაკრების წევრებს, მაგრამ ვინც ახლოს იყო, აშკარად ნასიამოვნები დარჩა მხურვალე გულშემატკივრობით… მთავარი პრობლემა (,,ქომაგთა” მცირე რაოდენობის გარდა) ალბათ ის იყო, რომ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა არ იცოდა ის ტექსტები, რომლებიც ქომაგებს ჰქონდათ მომზადებული… სამომავლოდ ამ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოსაგვარებლად, მინდა შემოგთავაზოთ ეს ტექტები, კარგი იქნება თუ გავავრცელებთ და დავიმახსოვრებთ, რომ ტრიბუნაზე ადვილად ავყვეთ ,,დირიჟორებს”:

გაუმარჯოს!!!

ვდარაჯობთ მიწას,

მშვიდობას ვიცავთ!

მომავალს ნათელს,

სამშობლოს ვფიცავთ!

წმინდა გიორგის

ხატი გვაქვს გულად!

მტერს დავხვდეთ მტრულად,

მოყვარეს ძმურად!

გაუმარ-ჯოს, გაუმარ-ჯოს,

ჩვენს სამშობლოს გაუმარ-ჯოს!

გაუმარ-ჯოს, გაუმარ-ჯოს,

საქართველოს გაუმარ-ჯოს!

ეს არის ტექსტი, რომლის შეცვლის უფლებაც თავდაცვის სამინისტრომ (ჩემი დაუზუსტებელი ინფორმაციით) არ მისცა ,,ქომაგებს” და შესთავაზა უცვლელად ემღერათ ტრიბუნაზე


შეძახილები:

1.

საქართველო, ოლეე,

საქართველო ლეოლეე…

გამარჯვება, ოლეე,

გამარჯვება ჩვენს ბიჭებს!

შეძახილი ტაშით: სა-ქა-რთვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო!    (3-ჯერ)

2.

ნაკრების ფეხბურთელებს

ქეცბაია თავკაცობს.

დაგპირდებით ბიჭებო,

არ დაგტოვებთ არასდროს!!!

3.

ყველამ ერთად ვიმღეროთ,

გამარჯვება ბიჭებო!

ალღო გვინდა გოლისა,

შემართება ბრძოლისა!    (3-ჯერ)

4.

არ გვინდა რომ ჩვენს გრაფაში

იყოს მარტო ნოლი,

ამიტომაც გავიტანოთ:

გოოლიი, გოოლიი!!!    (3-ჯერ)

5.

გოოლ, გოოლ, გოლი გვინდა, გოლი გვინდა, გოლი გვინდა!

გოოლ, გოოლ, გოლი გვინდა, გოლი გვინდა, გოლი გვინდა!

(დოუ, დოუ, დოუ ნანას ინტონაციით)

6.

ყველანი ველოდებით

გოლს, გოლს, გოლს!

საქართველოს გაუმააააარ

ჯოს! ჯოს! ჯოს!!!   (3-ჯერ)

7.

გაუმარჯოს მაგრებს,

საქართველოს ნაკრებს!!!

ჟინი გაგვამაგრებს,

გოლი გაგვახარებს!!!

8.

ბრძოლა, ჟინი, თავდადება – ჰეე, ჰეე!

მოგვიტანეთ გამარჯვება – ჰეე, ჰეე!

(3-ჯერ)

9.

საქართველოს ბიჭებო,

ქომაგები გიმღერით.

არ დაგტოვებთ არასდროს,

მუდამ ერთად ვიქნებით!

10.

ქომაგები, ვმღერით თქვენთვის,

მარტონი არასოდეს იქნებით!

გული გვიძგერს, სიყვარულით,

არ ვიღლებით სიმღერებით!

ბიჭებო ჰეე, ბიჭებო ჰეე,

ბიჭებო დიდი გამარჯვებისკენ!

ბიჭებო ჰეე, ბიჭებო ჰეე,

ბიჭებო დიდი გამარჯვებისკენ!

მოკლედ, ჯერჯერობით სულ ეს არის, ალბათ კიდევ უფრო დაიხვეწება ტექსტები და ახალი იდეებიც ახალ შეძახილებს შექმნის სამომავლოდ! ასე რომ ვისწავლოთ, გავავრცელოთ და ერთად ვუქომაგოდ ეროვნულ ნაკრებებს დარბაზებსა თუ სტადიონებზე! რა თქმა უნდა ისევ და ისევ ტრადიციული თხოვნა: წითელი ან თეთრი ფერის სამოსი…😉
qomagebis shedzaxilebi! nakrebis simgerebi! erovnuli nakrebis himni! qomagebis simgerebis teqstebi! saqartvelos nakrebi! qartuli sportis qomagebi! qomagobis wesebi! namdvili gulshematkivroba

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

8 Responses to ქართველ ,,ქომაგთა” სიმღერა-შეძახილები

  1. litterator says:

    გენიალურობამდე დაზეპირება აკლია ამ ”ჰიმნს” :დ :დ

  2. siyvarulovna says:

    ვახ, ესენი კი არ ვიცოდი >3 მომეწონა ნუ ზოგი ძაან დებილობა იყო

  3. notespost says:

    სისულელეა, ეგ რატომ უნდა ვიძახო თუ ვიმღერო?!

    • Qilipa says:

      თიკო რა აზრი აქვს მაშინ სტადიონზე სიარულს? თუ სიწყნარე და სიმშვიდე გვინდა დავჯდეთ სახლში და ნაკრების ყველა თამაშ ვნახავთ ტელევიზორში… იქ მაგაშია მთავარი აზრი გულშემატკვირამა დაანახოს ერთსულვანი მხარში დგომა და პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩინოს მოთამაშეს… უყურე ევროპული კლუბის ან ნაკრების თამაშს ტრიბუნებს უსმინე, სიმღერა და შეძახილები არ წყდება 90 წუთის განმავლობაში.

  4. salolas says:

    😀😀 ჰააჰ კარგი იყოო😀 გაფიცებ ამ ყველაფერს მართლა იძახდნეენ? :O

    ხო მართალი ხარ სტადიონზე ყოფნას და გულშემატკივრობას სულ სხვა მუღამი აქვს, გამოცდილი მაქვს თამაშის მეორე დღეს ხმა საერთოდ რომ არ მქონდა😀 მარა რავიი ამას თუ ვინმე იმისთვის ჩაუჯდება და ისწავლის რომ სტადიონზე “დირიჟორს” ავყვეო, არამგონია : )))

    • Qilipa says:

      ყველას ვერა, მაგრამ უმრავლესობას იძახდნენ და საკმაოდ ეფექტურიც იყო, მესადს მაინც რომ სცოდნოდა აყოლოდა მთელ სტადიონს მიწვდებოდა ხმა! ხოდა არ უნდა ვიზარმაცოთ ზუსტად იმიტო უნდა გადავავლოთ ამას თვალი, რომ დირიჟორს ავყვეთ ხოლმე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: