,,ქომაგი”

ლოგო 1

ბრძოლა, ჟინი, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!!!

საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან საქართველოს ჰყავდა ეროვნული ნაკრები… ჰყავდა ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში… ჰყავდა გულმხურვალე ქომაგები… მოთამაშეები იმასუხრებდნენ სიყვარულს და პატივისცემას…

დღესაც გვყავს ეროვნული ნაკრები… გვყავს ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში… მაგრამ ვინ ქომაგობს მათ? ვინ გულშემატკივრობს? ,,ბალეშიკები” რომლებმაც ,,სუდია პიდარასტისა” და ,,სუდიას რა?”–ს ძახილის მეტი არაფერი იციან? თუმცა – არა, ისინი ხომ უფრო ნიჭიერები არიან და საკუთარი ფეხბურთელების გინება, სკამების მტვრევა, ტრიბუნაზე არყის სმა და ერთმანეთში ჩხუბიც იციან…

ლოგო 2

თავი დავანებოთ ირონიას და კარგ და მისასალმებელ საკითხზე გადავიდეთ. 11 სექტემბერს ჩამოყალიბდა ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი – ,,ქომაგი”… ეს არის ნაკრების სიყვარულითა და ენთუზიაზმით განმსჭვალული ხალხის ერთობა, რომლებსაც სურთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრონ გულშემატკივრობის ორგანიზებული სტილი, სურთ, რომ ერთიანი შეძახილებითა და სიმღერით 90 წუთის მანძილზე გაამხნევონ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და ა.შ.), აგრძნობინონ ნამდვილი გულშემატკვირობა და სიყვარული, გაუჩინონ პასუხისმგებლობა და სიმღერით მოთხოვონ ბოლომდე დახარჯვა და მოედანზე თავგანწირვა…

,,ქომაგების" მაისური

,,ქომაგებმა” საკუთარი სახსრებითა და ,,შემოწირულობებით” (რეგიონები, ემიგრანტები) დაამზადეს მაისურები, ბანერი, შეიძინეს საყვირები და დასარტყამი ინსტრუმენტები, მოიფიქრეს შეძახილები და სიმღერები… მოკლედ, აკეთებენ ყველაფერს რაც ნამდვილ გულშემატკვირობას ესაჭიროება… მათი პირველი ,,გამოცდა” 8 ოქტომბერს, ,,ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე” მალტასთან შედგება… ისინი ემზადებიან, ვარჯიშობენ, გადიან რეპეტიციებს და ეს 150–მდე კლუბის ოფიციალური წევრი ყველანაირად ცდილობს, რომ ხმა მიაწვდინოს ქართველებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ერთად და ორგანიზებულად უგულშემატკივრონ ეროვნულ ნაკრებს…

მალტასთან მატჩისთვის ,,ქომაგებმა” დაჯავშნეს 270–მდე ბილეთი 26–ე სექტორში და თუ ვინმეს მათთან ერთად ქომაგობა გასურთ, ბილეთები შეიძინეთ 26 სექტორზე, ფასი 5 ლარი!

მოკლედ, ვისწავლოთ ორგანიზებული გულშემატკივრობა და სიმღერა–ყვირილით დაღლა… მოთამაშეებისთვის შეცდომების პატიება და წვიმასა თუ ქარში მათთან ერთად ყოფნა… ვინც მოხვალთ სტადიონზე ყველას გთხოვთ, რომ გეცვათ თეთრი ან წითელი მაისურები, ასე ბევრად ეფექტური და სასიამოვნო შესახედი გამოჩნდება ტრიბუნები…

P.S. პათოსია? შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ რა ვქნა?

რეპეტიციები

 


 

 

 

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to ,,ქომაგი”

  1. dakarguli says:

    ჩემი სტუდენტობის დროს შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთის ნაკრების ფანკლუბი… იმ წლებში გეპეის ნაკრებმა არაერთი სანახაობრივი თამაში აჩვენა… გულშემატკივარი მოედანზე კიდევ ერთი მოთამაშეაო, აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითავისოთ. გამარჯვებული ყველას უყვარს, ნამდვილი მხარდაჭერა მარცხის დროსაა საჭირო..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: