ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები

ნობელის პრემიის პირველი დიპლომები 1901 წლის 10 დეკემბერს მიიღეს ვილჰელმ რენტგენმა ფიზიკაში, იაკობუს ვან–ჰოფმა ქიმიაში, ემილ ფონ ბერინგმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რენე სალი–პრუდონმა ლიტერატურაში, ხოლო მშვიდობის პრემია გაიყო ანრი დიუნანსა და ფრედერიკ პესის შორის.

ვილჰელმ რენტგენი

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ფიზიკაში ვილჰელმ კონრად რენტგენი (1845–1923 წწ.) გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი იყო. მას პრემია მიეკუთვნა 1895 წელს ე.წ. X-სხივების აღმოჩენისათვის, რომლებსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. რენტგენის აღმოჩენა საფუძვლად დაედო მეცნიერების ახალი დარგებისა და განხრების შექმნასა და განვითარებას; ასეთებია: რენტგენო–სტრუქტურული ანალიზი, რენტგენოსკოპია, რენტგენოდეფექტოსკოპია, რენტგენული ასტრონომია და სხვა დარგები.

ა. იოფეს სიტყვებით, რენტგენი კლასიკური ფიზიკის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო; თავისი აღმოჩენითმან დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ფიზიკის განვითარებაზე.

იაკობუს ვან–ჰოფი

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი – იაკობუს ჰენრიკუს ვანტ–ჰოფი ყოველთვის ითვლებოდა უდიდეს ფიგურად ქიმიურ მეცნიერებაში. მისმა შრომებმა საფუძველი შეუქმნეს ახალი მეცნიერების – ფიზიკური ქიმიის ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში, 1874 წელს, გამოაქვეყნა კლასიკური შრომა ნახშირბადის ატომის ასიმეტრიის შესახებ. 1901 წელს ვანტ–ჰოფს მიეკუთვნა ნობელის პრემია მონოგრაფიისათვის ,,ქიმიური დინამიკის საფუძვლები”, რომელიც გამოქვეყნდა 1884 წელს და ოსმოსური წნევის კანონის აღმოჩენისათვის, რაც მან 1885 წელს მოახდინა. ნობელის კომიტეტის ფორმულირება პრემიის მინიჭების თაობაზე სწორედ ასეთი იყო – ,,ქიმიური დინამიკის კანონებისა და ხსნარებში ოსმოსური წნევის აღმოჩენის განსაკუთრებული მნიშვნელობისათვის”; ამრიგად, ვანტ–ჰოფს ნობელის პრემია მიენიჭა მე–19 საუკუნეში შესრულებული შრომებისათვის.

ემილ ფონ ბერინგი

ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ემილ ფონ ბერინგი იყო. მისი ძირითადი შრომები ბაქტერიოლოგიას მიეკუთვნება. ჯერ კიდევ 1870 წელს ბერინგმა აღმოაჩინა ანტიტოქსიკური შრატების სამკურნალო თვისებები. ეს შრატები მიიღო ცხოველებისათვის ბაქტერიალური კულტურებისა და ტოქსინების შეშხაპუნების გზით და უკვე 1894 წელს დაამზადა დიფთერიის საწინააღმდეგო შრატი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მედიცინაში. ბერინგის მიერ დამზადებულმა შრატმა მკვეთრად შეამცირა ბავშვთა სიკვდილიანობა დიფთერიისაგან. სწორედ ამ შრომისათვის მიენიჭა ბერინგს 1901 წელს ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

პირველი პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა ცნობილ ფრანგ პოეტს რენე სალი–პრუდოსს, რომლის კალამსაც ეკუთვნის მრავალი ლირიკული და თეორიული ნაწარმოები. კრებულები: ,,სტანსები და პოემები”, ,,განმარტოება”, ,,სამართლიანობა”. თეორიული ნაწარმოებები: ,,შეგნების ფილოსოფიური ანალიზი”, ,,თავისუფალი არჩევის ფილოსოფია”.

ანრი დიუნანი

პირველი პრემია მშვიდობის დარგში გაიყო ორ პირს შორის; ისინი იყვნენ ანრი ჟან დიუნანი და ფრედერიკ პესი. ანრი დიუნანი იყო ცნობილი შვეიცარიელი საზოგადო მოღვაწე და მწერალი. ჯერ კიდევ 1859 წელს ხელმძღვანელობდა ავსტრია–იტალია–საფრანგეთის ომში სოლფერინოს ბრძოლის მსხვერპლთა დახმარებას. 1862 წელს გამოაქვეყნა წიგნი ,,მოგონებანი სოლფერინოზე”, რომელშიც წამოაყენა ომში დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის იდეა. დიუნანის ინიციატივით, 1863 წელს ჟენევაში ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ,,წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციას. სწორედ ამ ღვაწლისათვის მიენიჭა ანრი დიუნანს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

მშვიდობის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ანრი დიუნანთან გაიყო პრემია, არის ცნობილი ფრანგი პაციფისტი და ეკონომისტი ფრედერიკ პესი (1822–1912 წწ.). ის ფრიტრედერი, ანუ თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობისა და მშვიდობის განმტკიცების მტკიცე მომხრე იყო. 1867 წელს დააარსა მშვიდობის ინტერნაციონალური ლიგა, რომელსაც შემდგომ ეწოდა ეროვნებათა შორის შეთანხმების ფრანგული საზოგადოება. მთელი თავისი მოღვაწეობა პესიმ მშვიდობის განმტკიცების საქმეს მიუძღვნა.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: