როგორ ვნახოთ სიზმარი?

ბავშვობიდან გიყვარდა სიზმრები? გხიბლავდა ფრენა? უზომო სიმდიდრე? მიუწვდომელ სიყვარულთან ჩახუტება და ალერსი? გაქცევა შეუჩერებლივ და სიკვდილთა მრავალფეროვნება?.. გავიდა კვირაზე, თვეზე, წელიწადზე მეტი და სიზმარი არ გინახავს? გენატრება ,,სასწაულების” საკუთარი თვალით ხილვა? მაშ, გილოცავ, შენ მოხვდი იმ ადგილას, სადაც გასწავლიან 9-ჯერ სიკვდილს და 9-ჯერ აღდგომას, მფრინავი ხალიჩით მსოფლიოს შემოვლას და 69-ში ვუდსტოკზე დასწრებას…

ტუტორიალი-მუტორიალი არ ვიცი მე… ეს არის პატარა ,,რეცეპტი”, რომელიც პირადი დაკვირვების შედეგად შევადგინე…

ე.ი. საღამოსთვის უნდა შევკრიბოთ მეგობრები, 4-5 ადამიანი სავსებით საკმარისია… მეგობართაგან ერთერთს უნდა ჰქონდეს კერძო სახლი ან ბაღი, სადაც ცეცხლის დანთებას შევძლებთ… ვკრებთ ფულს და იმის მიხედვით თუ რისი საშუალება გვექნება ვყიდულობთ: სამწვადეს, ქათმის ბარკლებს, სოსისს ან გაჭირვებულ შემთხვევაში კარტოფილს, რომელსაც ნაკვერჩხალში შევწვავთ…

როდესაც ეს ყველაფერი მოგვარდება, ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა რაღაც გვაკლია და რა თქმა უნდა ეს ,,რაღაც” სასმელია! რაც შეეხება დასალევს არავითარ შემთხვევაში არ ვსვამთ არაყს, ჭაჭას და მისთანებს, თუკი სიზმრის ნახვა გვინდა… სასურველია დავლიოთ დიდი რაოდენობით ლუდი, ან შედარებით მცირე რაოდენობით წითელი ღვინო… ეს შეკრება, დროსტარება, ჭამა-სმა და ღრეობა უნდა გაგრძელდეს ღამის 1-2 საათამდე… სახლში მობანცალებულნი ვსხდებით კომპიუტერთან და რადგან არაფრის წაკითხვის თავი არ გვაქვს, სკაიპში ვესაუბრებით მეგობარს თან ვცდილობთ, რომ 3 საათამდე არ გაგვექცეს, 3-ზე კი თავად ვემშვიდობებით და დასაძინებლად მივდივართ…

მაღვიძარას ვაყენებთ დილის 9 საათისთვის და ვიძინებთ… თუ მოხდა სასწაული და დილის 9 საათზე გაღვიძებულებმა გავიაზრეთ, რომ მთელი ღამის მანძილზე სიზმარი არ გვინახავს, არც ეს არის პრობლემა, რადგან მთავარი ,,მასიზმრებელი” და სასიამოვნო პერიოდი წინ გვაქვს… ნახევრადგახელილი თვალით ტელეფონზე ვმართავთ მაღვიძარას 09:20–ზე. ვინც დილის ძილის მოყვარული არ ხართ და არ იცნობთ ფუფუნების ამ მხარეს, ალბათ ფიქრობთ, 20 წუთით დაძინებას რა აზრი აქვსო… მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს 20 წუთი შეიძლება უფრო ხანგრძლივად მოგეჩვენოთ, ვიდრე, ზოგიერთი, 3–4 საათი და რაც მთავარია დილის ძილის დროს აუცილებლად ნახავთ სიზმარს, თანაც არაერთს… მაღვიძარას დარეკვის შემდეგ კიდევ 15–15 წუთით 2–ჯერ ჩავიძინებთ და 10 საათზე, როცა ფეხზე ვიდგებით შეგვეძლება გავაანალიზოთ და შევაფასოთ ჩვენი ირეალური თავგადასავლები!

გისურვებთ წარმატებებს >

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to როგორ ვნახოთ სიზმარი?

  1. ქეთ says:

    საერთოდ რა საჭიროა სიზმარი, როცა არიან მეგობრები, არის ლუდი, მუსიკა და ა.შ.:)

  2. : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    ahahaha genialuri rchevaa tumca receptis modificirebac aris shesazlebeli😀

  3. მოიცა, რატომ მახსოვდა, რომ შენ ადრე ბლოგსპოტზე იყავი? ეს ვორდპრესი რა უბედურებაა. ამაღამ კოშმარები დამესიზმრება, ვეჭვობ :პ

    • Qilipa says:

      კი, შენ მეზობლად ვცხოვრობდი, მაგრამ უთანხმოება მომივიდა მეზობლებთან და გადასვლა ვარჩიე… ბინა გავყიდე და იგივე ფასად უფრო პრესტიჟულ ადგილას ვიყიდე იგივე ზომის ბინა :))) ხოდა გირჩევ გადმოსახლებას ;))

  4. sigunawa says:

    oooo what a dream,mogviyevi erti ra sizmrebi naxe shemdeg postshi

  5. undone says:

    ჰმ. არ მჯერა მე სიზმრების. და ისა, შენ სცადე აბა…:დაფიქრებულისმაილიკი:

    • Qilipa says:

      დაჯერებით არც მე მჯერა, რა არი დასაჯერებელი? მაგრამ ნახვა ასწორებს! კინოს ყურების დრო არ მაქვს ხოლმე და ძილში ვუყურებ :დ

  6. siyvarulovna says:

    მიყვარს სიზმრები❤

  7. kevana says:

    ვუაა, ვცადოთ : )

  8. notespost says:

    აუ, როგორ მიყვარს სიზმრებიიი. ღამის განმავლობაში უამრავ სიზმარს ვნახულობ. გამოღვიძებულს ზოგი ძალიან კარგად მახსოვს, ზოგი ბუნდოვნად. სიზმრის გარეშე ცხოვრება ვერ წაემომიდგენია🙂

  9. zorbegi says:

    15-20 წუთიანი დაძინებებია მერე ყველგან რო მაგვიანდება თუ სადმე ვარ წასასვლელი დილით –)))

  10. dj-guro says:

    ჰო, გილოცავ, სწრაფი ძილის ფაზისათვის მიგიგნია, რომელიც დილით 20 ჭუთამდე გრძელდება და სწორედ სწრაფი ძილის დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს. საქმე იმაშია რომ სწრაფი ძილი მთელი ღამის მანძილზე შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს (ამ დროს ადამიანს მართლა სძინავს და უბრალო დაძახებით ვერ გააღვიძებ), მაგრამ სიზმრების დამახსოვრება ყოველთვის არ გამოდის.🙂

  11. Me Var says:

    მაღვიძარას დარეკვის შემდეგ კიდევ 15–15 წუთით 2–ჯერ ჩავიძინებთ . 😀😀 ra nacnobia, titmis yoveldge im dros damadgeba xolme dedachemi roca siujetis ganvitareba piks agwevs😦 da…….

  12. აუ ეგ ნაღდია..
    რა საჭიროა ამდენი ჩალიჩი.. სკოლაში რო მივდივარ ყოველდღე 7 ზე ვაყენებ მაღვიძარასდა 8:15-მდე ეგეთ კაიფში ვარ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: