1001 რატომ? (part 2)

ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

  1. თუ ხელისგულზე დადებულ აგურს ჩაქუჩს დავარტყამთ ტკვივილს ვერ ვიგრძნობთ. რატომ?
  2. ადამიანი წაბორძიკებისას ყოველთვის მოძრაობის მიმართულებით ეცემა, მოცურებისას კი მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ. რატომ?
  3. კენჭებიან ზღვის ნაპირზე ფეხშიშველი სიარულისას ფეხი გვტკივა, ხოლო თუ წყალში ღრმად შევალთ, ტკივილს ვეღარ ვიგრძნობთ. რატომ?
  4. რატომ რაკრაკებს ნაკადული?
  5. რატომ სრიალებს ყინულზე ციგურები კარგად? რატომ უარესდება ეს სრიალი ძლიერ ყინვაში?
  6. რატომ ფრიალებს დროშა ქარში?
  7. რატომ ჭიმავენ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს ზემოთ ფოლადის საყრდენისაგან არაიზოლირებულ ორ დამატებით სადენს?
  8. რატომაა ჭექა–ქუხილის დროს გაელვება სწრაფი, ქუხილი კი ხანგრძლივი?
  9. რატომ არის საშიში ჭექა–ქუხილის დროს ჯგუფად დგომა?
  10. რატომ მიიღება უფრო ძლიერი ხმა ხის კარებზე დაკაკუნებით, კედელზე დაკაკუნებასთან შედარებით?

  1. ინერტულობის გამო აგური დარტყმის დროს ვერ ასწრებს საგრძნობლად შეიცვალოს სიჩქარე და არ დააწვება ხელს, რომლითაც ის უჭირავთ, ამიტომ ხელზე ჩაქუჩის დარტყმით გამოწვეულ ტკივილს ვერ შევიგრძნობთ.
  2. წაბორძიკებისას ადამიანის ფეხების სიჩქარე მცირდება, ხოლო ტანი ინერციით ინარჩუნებს თავის სიჩქარეს, ამიტომ ადამიანი მოძრაობის მიმართულებით დაეცემა; ხოლო როდესაც გასრიალდება, ფეხების სიჩქარე იზრდება, ტანი კი ინერციით ინარჩუნებს სიჩქარეს და მოძრაობის საწინააღმდეგოდ ვარდება.
  3. წყალში ადამიანზე გარდა სიმძიმის ძალისა მოქმედებს ვერტიკალურად ზემოთ მიმართული ამომგდები ძალა და იმდენად აღარ აწვება კენჭებიან ფსკერს, ამიტომ ტკივილსაც ნაკლებად იგრძნობს.
  4. წყლის ნაკადი იტაცებს და ახვევს ჰაერის ნაწილაკებს, მათგან წყალში იქმნება ბუშტულები. შემდეგ ეს ბუშტულები სკდება და ნაკადულის რაკრაკიც ამით აიხსნება.
  5. ყინულის ზედაპირზე ციგურების სრიალის დროს, წნევისა და ხახუნის გამო წარმოიქმნება წყლის შრე, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას. დიდი ყინვისას ამ შრის წარმოქმნა არ ხდება და შესაბამისად ხახუნის ძალაც იზრდება.
  6. წინაღობის შეხვედრისას ქარი ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან წარმოქმნის მცირე გრიგალებს, რომელიც ჰაერის თანმიმდევრულ რხევას იწვევს. დროშის რხევის სიხშირე შეესაბამება გრიგალების სიხშირეს.
  7. დამატებითი სადენების დანიშნულებაა მარალი ძაბვის ხაზების დაცვა მეხისაგან.
  8. ელვის შუქი ჰაერში პრაქტიკულად სინათლის გავრცელების სიჩქარით ვრცელდება და ცის ნებისმიერი ხილული ადგილიდან ელვასთან ერთად შეიმჩნევა. ქუხილის (განმუხტვის) ხმა კი ბგერის გავრცელების სიჩქარით ჰაერში აირეკლება სხვადასხვა მხარეს მდებარე ობიექტივებიდან და დამკვირვებლამდე მოდის არა ერთდროულად, არამედ გარკვეული დაყოვნებით და ხანგრძლივი გრუხუნის სახიტ ვრცელდება.
  9. ჭექა–ქუხილის დროს ჯგუფად დგომა იმიტომ არის საშიში, რომ ორთქლი, რომელიც სუნთქვის დროს გამოიყოფა ელექტროგამტარობას ზრდის.
  10. კარები უფრო მეტად დეფორმირდება, ამიტომ მისი რხევის ამპლიტუდა უფრო დიდია. შესაბამისად ბგერებიც უფრო ძლიერია.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to 1001 რატომ? (part 2)

  1. 5 pasuxi
    hm amjerad rtulebi iyo bevri : )

  2. dakarguli says:

    ამ ბლოგს რაღაც ფეისკონტროლისდამაგვარი სჭირდება, რომ ჩემნაირი უვიცები არ შემოუშვას))))))

  3. mandela says:

    არ ვიცოდი…

  4. Pingback: 1001 რატომ? (Part 4) « მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: