1001 რატომ? (Part 1)

ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

  1. როგორ მოიქცეოდით სიარულის დროს, მოულოდნელად, ჭაობში რომ აღმოჩენილიყავით?
  2. ადამიანთან, რომელსაც ყინული ჩაემტვრა, მისვლა არ შეიძლება. გადარჩენისათვის მას დაუდებენ გრეხილ ფიცარს ან კიბეს… რატომ?
  3. რატომაა ნამი უფრო უხვად ცხელი დღის შემდეგ?
  4. რატომ ტკაცუნობს ხმელი შეშა, როცა იწვის?
  5. მაგიდის ჩოგბურთის ბურთი შეიჭეჭყა. რა უმარტივესი ხერხით შეიძლება აღნიშნული დეფექტის გასწორება?
  6. რატომ არის რომ, ორთქლი უფრო მეტად წვავს ადამიანს, ვიდრე იმავე ტემპერატურის მდუღარე წყალი?
  7. რომელ ტემპერატურაზე მოგვეჩვენება ერთნაირად გახურებული ლითონი და ხე, თუ მათ ხელს შევახებთ?
  8. ლურსმნის ქუდზე ბადისებრი ნაჭდევია, მის ქვემოთ კი – რამდენიმე ხაზი. რატომ?
  9. ახალი ქლიბით მუშაობისას საჭიროა მეტი ძალის გამოყენება, ვიდრე ძველი ქლიბით. მაშ, რატომ ამჯობინებენ ახალ ქლიბს?
  10. თოფიდან გასროლილი ტყვია ცარიელ ქილას მხოლოდ გახვრეტს, წყლით სავსეს კი დაამსხვრევს. რატომ?

  1. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ ადამიანი ჭაობის ზედაპირზე გაწვეს ჰორიზონტალურად. ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალა (სხეულის წონა) გაცილებით მეტ ფართობზე განაწილდება და ადამიანი ჭაობში არ ჩაიძირება.
  2. ფიცარზე ან კიბეზე ადამიანის დაყრდნობისას, მისი სიმძიმე ნაწილდება დიდ ფართობზე და წნევა ყინულის ზედაპირზე მცირდება.
  3. როცა ცხელა, მეტი წყალი ორთქლდება და აბსოლუტური ტენიანობა იზრდება.
  4. ჰაერი ხის ფორებში ცხელდება, ფართოვდება და ხეთქავს ხის ბოჭკოს, რის გამოც ისმის ტკაცატკუცი.
  5. მოვათავსოთ ცხელ წყალში.
  6. ორთქლი გაცილებით მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე იმავე ტემპერატურის წყალი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორთქლი იმავე ტემპერატურის წყლად გადაქცევის პროცესში გამოყოფს აორთქლების სითბოს.
  7. ადამიანის სხეულის ტემპერატურის ტოლ ტემპერატურაზე, როცა თბოგადაცემა არ ხდება.
  8. ისინი ზრდიან ხახუნის ძალას: ბადის ნაჭდევები ადიდებენ ხახუნს ლურსმნის თავსა და ჩაქუჩს შორის, ლურსმნის თავს ქვემოთ არსებული ხაზები კი ადიდებენ ხახუნის ძალას ლურსმანსა და ხის დეტალს შორის.
  9. ახალი ქლიბი ლითონში უფრო ღრმად შედის, რადგან მის ჭდეებს ნაკლები ფართობი აქვს; ამით კი მატულობს დეტალის დამუშავების სიჩქარე.
  10. როდესაც ტყვია ხვრეტს ცარიელ ქილას, ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ნახვრეტის მეზობელი ადგილები ამოძრავებას ვერ ასწრებს და ინერციით ინარჩუნებს უძრაობას. მაგრამ როდესაც ქილა ავსებულია წყლით, მაშინ ტყვია ქილის გახვრეტისას ხვდება წყალში, რომელიც მცირედ კუმშვადია , მოძრავი წყალი ძლიერ აწვება ქილის კედლებს, ამიტომ ქილა იმსხვრევა.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

12 Responses to 1001 რატომ? (Part 1)

  1. monkey says:

    ჩემს ტვინს ათი ნაოჭი გაუჩნდა, არა 7. სამი ვიცოდი. ჰოდა რას მერჩოდი?:/

  2. Me Var says:

    momeshala nervebi, an ras shemovdiodi😀

    • Qilipa says:

      რატო კაცო? აწი ხო გეცოდინება ეს ყველაფერი? :))))

      • Me Var says:

        unda vagiaro rom “sargeblobac moaqvs” am posts ogond imferi sargebloba ara😀 ki awi mecodineba, wina komentari ususurobis gancdis gavlena iyo, romelic mas shemdeg dameufla rac gavacnobiere rom imaze cudadaa fizikashi chemi saqme vidre megona😐😀

  3. undone says:

    1, 2, 3, 8, 9 დაგადალსა ;დ და ტვინიც ვიჭყლიტე. კაი წამოწყებაა ;))

  4. sigunawa says:

    aba erti mitxari chaobshi tu moxvdi da imxela sigrme aqvs ro sheizleba chaiziro rogor unda dawve horizontalurad,tan izaxi siarulis droso xo?ragac ararealuria

    • Qilipa says:

      უნდა დეეძნეყვო ძირს რავარც კი ფეხს ჩადგამ და წაიქცევივით! ანუ იგულისხმება ის რო გაუნძრევლად უნდა იწვე და არ იფართხალო თორე დიდხანს ვერ იფართხალებ :დ

      • monkey says:

        ლოლ იკა :დ ამ დილაუთენია წავიკითხე კომენტარი და გადავბჟირდი :დ :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: