ალფრედ ნობელის ანდერძი, ანუ ნობელის პრემიის დაარსება

სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, 1895 წლის 27 ნოემბერს, ალფრედ ნობელმა შეადგინა თავისი ანდერძი. მისი სიკვდილის შემდეგ, ანდერძის გამოქვეყნებამდე მისი ნათესავები და საქმოსანი კოლეგები იმედს არ კარგავდნენ, რომ ნობელი მათ ყურადღებას არ მოაკლებდა.

სიკვდილის წინ ალფრედ ნობელს ძალიან დიდი კაპიტალი ჰქონდა – ის შეადგენდა 33,3 მილიონ შვედურ კრონს, დაახლოებით ასეთივე თანხით იყო შეფასებული მისი უძრავი ქონებაც, ასე რომ ნობელი XIX საუკუნის დამლევს მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი კაპიტალისტი იყო.

ყველა გააკვირვა ნობელის გადაწყვეტილებამ, როცა მან მთელი თავისი კაპიტალი საზოგადოებას უანდერძა.

ალფრედ ნობელის ანდერძის სრული ტექსტი

,,მე, ქვემო ხელისმომწერი, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, მოფიქრების შემდეგ ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს იმ ქონების მიმართ, რომელიც შევიძინე ჩემი გარდაცვალების დროისთვის.

მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას.

აღნიშნული პროცემტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობის ან არსებული არმიების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონფერენციების ჩატარებას.

ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – კაროლინის ინსტიტუტი სტოკჰოლმში, ლიტერატურაში – აკადემია სტოკჰოლმში, მშვიდობისათვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. ჩემი ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, დამოუკიდებლად იმისა, სკანდინავიელია იგი თუ არა.

ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ.

და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი.”

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი

პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

15 Responses to ალფრედ ნობელის ანდერძი, ანუ ნობელის პრემიის დაარსება

  1. undone says:

    არ ვიცოდი ანდერძი როგორ გამოიყურებოდა! გაიხარე! დიდი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას🙂

  2. Me Var says:

    cocxlad damarxvis eshinoda amasac? :O🙂

    • qilipa says:

      ცოცხლად? საერთოდ დამარხვის მუღამს ვერ წვდებოდა და მართალიც იყო! რა აზრი აქვს დამარხვას? როცა შეიძლება დაწვა და ჰაერში ყველგან ყოფნა?

  3. Kate says:

    რა კარგი პოსტია, მომეწონა.

    რაც შეეხება ალფრედს, მან მართლა საშვილიშვილო საქმე გაუკეთა კაცობრიობას.

    • Me Var says:

      არასწორად დავაფორმულირე ჩემი აზრი. :)) დამარხვა ან დაწვა არ მიგულისხმია. შიში იყო მანდ მთავარი კითხვა. პრინციპში რიტორიკული კითხვაა პოსტიდან ჩანს რომ ეშინოდა. აბა რატომ დაიბარებდა: და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი-ო. იმედია შეუსრულეს😦

    • qilipa says:

      მადლობა!

      • qilipa says:

        აჰააა ახლა გასაგებია რაც იქ იგულისხმე🙂 70 მილიონამდე ღირებულების ქონება ქონდა და შეეშინდებოდა აბა რა იქნებოდა🙂 შეუსრულეს თუ არა არ ვიცი, მაგრამ მეც იმედი მაქვს რომ შეუსრულებდნენ…

  4. ძალიან კარგი პოსტია :)) !!!

    მადლობ !!!

    არ ვიცოდი !!!

    ვა-share-ებ Facebook-ზე :))) !!!

  5. Kate says:

    გაიხარე. :*

  6. tatatatuli says:

    მართლაც საინტერესო პოსტია, სასარგებლო ინფორმაციის მომცველი. ანდერძი უძლიერესია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, დამწერი კი – უჭკვიანესი და უზომოდ კეთილშობილი ადამიანი!!!

  7. ნობელს როგორც გოგოლს ეშინოდა ცოცხლად დამარხვის:/ გოგოლი ხომ მაგ ფობიით იტანჯებოდა მთელი ცხოვრება და მართლა ცოცხლად დამარხეს.. რამდენიმე წლის შემდეგ გამოიკვლიეს და ეგსგუმაციის დროს გოგოლის ძვლები დაიტაცეს მისმა თაყვანისმცემლებლმა:/ ამიტომ გოგოლის საფლავი თითქმის ცარიელია… ფილმიცაა ამ ისტორიაზე “ჩერეპ გოგოლა” ასე ქვია.. მოკლედ ნობელს გოგოლის ისტორიის შემდეგ თვითონაც ეშინოდა ცოცხლად დამარხვის და როგორც ვიცოდი მე აქამდე ანდერძში ითხოვდა ვენები გადაეჭრათ მისთვის რომ მერე ცოცხლად არ დაეწვათ :დ არც დამარხვას აღიარებდა. ნუ ვოტ :)))))

    • Qilipa says:

      ვენების გადაჭრა არ მახსოვს… გადავხედავ ალბათ ოდესმე ანდერძს :)) დამარხვას კი არც მე ვაღიარებ, ტოისწ მე რო არ დავიმარხები ნაღდად ვიცი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: