რუსთავი 2 – მართლაც რომ ERROR

დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი სამშაბათსა და ოთხშაბათს 22:45-ზე მოკალათებული იყო ტელევიზორთან… რუსთავი 2-ზე გადიოდა სარეკლამო რგოლი, რომელიც მთელი დღის მანძილზე იუწყებოდა, რომ 22:45-ზე იქნებოდა პირდაპირი ჩართვა ,,სანტიაგო ბერნაბეუ”-დან, სადაც რეალი აიაქსს მასპინძლობდა… მაგრამ ჰოი, საოცრებავ! რა ვქნათ თუკი თამაშის დაწყების დროისთვის არ დამთავრებულა ,,უაღრესად საინტერესო” გადაცემა – ,,დაამარცხე ვარსკვლავი”, სადაც დუტა სხირტლაძე ვინმე ლელას ეპაექრებოდა მანქანის მოსაგებად… ყოველივე ამის შედეგად მოხდა ის, რომ როცა ,,სპორტ 1”-ზე რეალის თამაშის მეორე ნახევრის დაწყებას ველოდი და ანგარიში 1:0 იყო, რუსთავი 2-ზე პირველი ტაიმი დაიწყო, ანგარიში – 0:0… არადა მეგონა, უკრაინას ჩვენ ვუსწრებდით 1 საათით…

არ ვიცი რამდენი კაცის გინება მოხვდა გუშინ ,,რ2”-ის ხელმძღვანელობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალს ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს, მათ დაემატება აიაქსის მცირერიცხოვანი გულშემატკივარი და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვისაც ეს გინება შეეხო, სულ ცოტა, 1 კვირა ყურებდაწითლებულები ივლის…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to რუსთავი 2 – მართლაც რომ ERROR

  1. besound says:

    unikalurebi vart ahahahahahahahahs. dges dilit gameoreba iyo albat serialebis pontshi

    • qilipa says:

      რა საყვარლები არიან – ,,გვიან გავუშვით, ზატო ორჯერ გავუშვითო” :დ

  2. Bat says:

    რუსთავი 2 მა დეზიმფორმატორის გარდა, კიდე სხვა ცუღლუტობებიჩ ისწავლა.😦 საერთოდ უნდა გაუუქმონ ტრანსლაციის უფლება ეგეთი ფაქტების გამო ან დააჯარიმონ.

    • qilipa says:

      წარმომიდგენია შენგანაც რამდენი გინება მოხვდათ :დ კი უნდა დაჯარიმდნენ წესით…

  3. პე:> says:

    ჰაჰა ეტყობა რუსთავიორის უფროსი ვერ იტანს რეალს : დ

    მე თითქმის სულ უცხოურ არხებზე ვუყურებ თამაშებს : დ
    ნუ უკიდურეს შემთხვევაში ტელევიზორს ხმას ვურთავ, რომ ობოლაძის ან ცნობილაძის ხმა არ გავიგო : დ

    • qilipa says:

      ხო კომენტატორის პრობლემაზე აღარაფერს ვამბობ :დ ,,სპორტ 1” მშველის ხოლმე, მაგათი უკრაინული და ,,სპლაშნოღა მაედანჩიკა” ბევრად გასაგებია ჩემთვის და სასიამოვნო :დ

  4. drurk says:

    ეგ კარგი და ერთი გამახსენდა.. ამას წინ იყო, როდესაც პირველი არხი ალბათ ერთადერთი არხი გახდა როდესაც ფეხბურთის დროს რეკლამა გაუშვა :)) არა შესვენება არ იყო, სადღაც 70-წუთი იყო თამაშის..

  5. დემეტრე says:

    +2 გინება
    ვუცადე 10 წუთი და მერე ვეცი ინტერნეტს და ესპანურ არხზე ვუყურე.

    • qilipa says:

      აბა რა, მაგიტომაც დაილოცოს ინტერნეტი! ფულზე არ იყიდებიან აქ :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: