,,დიდოსტატის” ფერები

უჯრის დალაგებამ, საინტერესო ჩანაწერებზე და ნივთებზე წაწყდომა იცის… ბოლო დალაგებისას ერთ კინკილა ფურცელს წავაწყდი, რომლის პოვნამაც ძალიან გამახარა :)… როცა ,,დიდოსტატის მარჯვენას” ვკითხულობდი, როგორც ჩანს ჩემი ყურადღება მასში აღწერილ ფერებს მიუქცევია და მათი ამოწერა დამიწყია… არ ვიცი წიგნის ბოლო ფურცლამდე ვიწერდი განსხვავებულ ფერებს, თუ სადმე შუაგზაში შევწყვიტე, მაგრამ ამ ,,კინკილა ფურცელზე” 73 ფერი მიწერია და მათ უცვლელად ჩამოვწერ:

  1. ქლიავისფერი
  2. ხვლიკისფერი
  3. ოქროცურვილი
  4. ქარვისფერი
  5. მრუმე
  6. ქერა
  7. თეთრი
  8. მუქლურჯი
  9. ფოლადისფერი
  10. ისრიმისფერი
  11. ოქროსფერი
  12. ჩალისფერი
  13. წაბლისფერი
  14. ცერცვისფერი
  15. თავთუხისფერი
  16. ცისფერი
  17. შავი
  18. ჟანგისფერი
  19. ქორისფერი
  20. მიწისფერი
  21. მოლურჯო
  22. მტრედისფერი
  23. ცარცისფერი
  24. სადაფისფერი
  25. ქარვისფერი
  26. შაბიამანისფერი
  27. თაფლისფერი
  28. ლომისფერი
  29. გიშრისფერი
  30. მუქყვითელი
  31. მწყრისფერი
  32. დურაჯისფერი
  33. მიხაკისფერი
  34. იისფერი
  35. წითელ-ყვითელი
  36. წითელი
  37. ფეტვისფერი
  38. მომწვანო
  39. ლილისფერი
  40. ლაინისფერი
  41. ქედანისფერი
  42. მგლისფერი
  43. ზღვისფერი
  44. ცეცხლისფერი
  45. შინდისფერი
  46. ნაცრისფერი
  47. სხივისფერი
  48. პირისფერი
  49. სინგურისფერი
  50. ხოხბისყელისფერი
  51. ნარინჯისფერი
  52. მზისფერი
  53. მწვანე
  54. ჟრუნი
  55. ხორბლისფერი
  56. უნაბისფერი
  57. ყვითელი
  58. მინისფერი
  59. ენდროსფერი
  60. სოსანისფერი
  61. ლოპინარისფერი
  62. ცვილისფერი
  63. ძერასფერი
  64. ავაზასფერი
  65. გველისფერი
  66. ჯაჭვისფერი
  67. ქვიშისფერი
  68. ძველთუძველესი სპილოსძვლისფერი
  69. ლურჯი
  70. კარაქისფერი
  71. თევზისფერი
  72. საფირონისფერი
  73. მშვლისფერი

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

38 Responses to ,,დიდოსტატის” ფერები

  1. “დიდოსტატის მარჯვენა” ჩემი საყვარელი წიგნია, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ფერებია, სხვათაშორის მეც გახაზეული მაქვს წიგნში ფერები :))))

  2. knuti says:

    შორენას თავთუხისფერი დალალები /…

    დიდოსტატის პირველად კითხვისას პირველად მომინდა ღია ფერის თმა მქონოდა ))

  3. Zurriuss says:

    ააა, თითქმის ყველა ფერი გამახსენდა, ვინ რომელთან ასოცირდებოდა. მადლობა ამ პოსტისთვის 🙂

  4. Me Var says:

    gamatbo am postma. karQi xar 🙂

  5. tatatatuli says:

    მინდა გითხრა, რომ წიგნის ბოლომდე ჩასულხარ, რადგან ცნობილია, რომ გამსახურდიას დაახლოებით 70 ფერი აქვს გამოყენებული “დიდოსტატის მარჯვენაში”. როგორც ჩანს, შენ მთელი სიზუსტით გადმოგიცია 😉

    მადლობა ყველა ფერის თავმოყრისათვის 🙂

  6. undone says:

    ეგ მეც განვიზრახე ;)) მეც ვიგონებ ხოლმე ფერებს, მე რა თავად მიგონებენ 😉

  7. salome says:

    qiliiiiiiiip,me maxsovs eg ferebi rodis amowereeeeeee…shen ara??? 😉

    • qilipa says:

      შენ რა ყურადღებიანი ხარ 🙂 მახსოვს რო ვაპირებდი და ცოტას ვიწერდი, მაგრამ თუ ამოვიწერე და თან ამდენი, ნაღდად აღარ მახსოვდა 🙂

  8. vasasi says:

    არ შემიძია, ბატონო ეს კოწია..

    არ მიყვარს სიძულვილამდე..

  9. siyvarulovna says:

    au mec mqonda ferebi amowerili. neta chemi “kinkila furceli” sad jandabashia? 😕
    miyvars me es nawarmoebi. tan dzalian!

  10. Adam says:

    პირველ რიგრში მოგილოცავ განვითარებას 🙂 მერე დიზაინს და მერე თითებს 🙂 რაც შეეხება ფერებს არ დავკვირვებივარ, რაც არ უნდა სასირცხვილო იყოს, მაგრამ ამ პოსტმა უფრო შემაყვარა ის.

  11. KoooKooo says:

    mec maqvs amowerili :)) skolashi dagvavales maxovs…:))) ooo, rogor vewame, magram samagierod am wameba-wamebashi eg wigni shemiyvarda…

  12. არ მიყვარს ეს წიგნი (ჩამქოლეთ) და ეს ფერებიც პაკაზუხობა მგონია. ავაზისფერი, თევზისფერი, მოკრიასფალტისფერი, დამპალიშინდისფერი, ბრონზოვი (ლოლ)..

    • qilipa says:

      პაკაზუხობა კია და უმეტესობა საერთოდ არ ვიცი რა ფერია… ბევრი სისულელეცაა, მაგრამ კარგად იკითხება და ალამაზებს ნაწარმოებს 🙂

  13. ჰოდა ის. ძნელად იტვირთება ბლოგი, დიზაინის შეცვლის ბრალია ნეტა თუ ჩემი ნეტის? 😦

  14. monkey says:

    შენ ძალიან დაეხმარე აბიტურიენტებს, თუკი შენს ბლოგს კითხულობენ :დ :დ

  15. დიდოსტატმა შემაყვარა “ცეცხლისფერი” ))

  16. mari says:

    me frazebianad maqvs amowerili eg ferebi, dzalian magrebia : ) didostatis marjvenashi sul, 102 feria gamoyenebuli, tu ar vcdebi :S : ) 100-ze metia zustad vici : )

  17. აუჰ ^^ ❤ სამწუხაროა რომ ფერებს ვერ ვცნობ და ვერც ამ სტრანნ ფერებს წქრმოვიდგენ :(((((

  18. მარი says:

    მე ვიცი, რომ “დიდოსტატის მარჯვენაში” 101 ფერია გამოყენებული 🙂

    • Qilipa says:

      მარი, შეავსე 101 ფერამდე და მადლს იზამ…

      მადლი ქენი ბლოგზე დადე, დასერჩავ და წინ დაგხვდებაო…

  19. teunasworld says:

    რა საინტერესოა :33

  20. ლალი კეკელაშვილი says:

    მეწამული ფერის გამოგრჩენიათ- ამ ფერის საწმერთულია ნახსენები…

Leave a reply to KoooKooo კომენტარის გაუქმება