ზურიკელა სუპერბორიალა – ,,წავედი მაჟრიალებს”

მიუხედავად იმისა, რომ კარგი ზაფხული მქონდა და არაერთ კარგ ადგილას დავისვენე, გული მწყდებოდა, რომ წელს 1 ღამეც არ მიძინია კარავში… ა რ ც ე რ თ ი   ღ ა მ ე… ყველაზე მეტად მაინც სიონი მენატრებოდა, ვინც მიცნობს ან ჩემ პოსტებს კითხულობს იცის რას ნიშნავს ჩემთვის სიონის ტყე, სიონის წყალსაცავი, ცეცხლი, წყარო და ა.შ… ხოდა იმის თქმა მინდა, რომ მაინც ამიხდა სურვილი და 2 ღამე გავატარე ჩემ სამოთხეში… ამ პოსტს არ ვწერ იმისთვის, რომ ის მოგიყვეთ იქ რას ვაკეთებდი, რადგან დიდად განსაკუთრებული თავგადასავლი არ გადამხდომია… ამ ჩანაწერის დატვირთვა არის ის, რომ გაგაცნოთ წერილი, რომელიც ვიღაცამ დაწერა და ხეში დატოვა, ჩვენ კი ვიპოვეთ და რამდენჯერმე წავიკითხეთ, ბევრი ვიცინეთ და მინდა რომ უცვლელი ფორმით გავბლოგო:

,,სიონი 2010”

ვწერ ვინმე ზურიკელა სუპერბორიალა. ვლაშქრობ მარიკუნა სუპერტრაკუცუნასთან, ლევანთან, ბაზერასთან შეყვარებულ ხატიასთან ერთად და ეკასთან ერთად. ერთი ტვინის ბურღი არამოლაშქრე ტიპის ადამიანი დილაუთენია გავამგზავრეთ თბილისში. მეორე დღეა აქ ვართ. კარგია. გუშინ ქათმის მწვადი შევწვით. დღეს სოსისს მივირთმევთ. წეღან უცნაური რაღაც მოვწიეთ ბიჭებმა, თუმცა უშედეგოდ. ბინდდება, შეშაა მოსატანი. დღეს დავიწვით მე და მარი ბეტონის პლაჟზე, გვაჟრიალებს. ცუდად გვეძინა რამე, დაგვენგრა გვერდები. შემდეგისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ. მაგარი პონტია ეს სიონი, ზღვის პონტია, თან მთაცაა და კაი ბუნება. წავედი მაჟრიალებს.

04 ივლისი

სამხრეთ აფრიკის 2010 წლის

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

ზურიკელა სუპერბორიალა

მგონი ავტორი არ მიწყენს წერილის გაბლოგვას, რადგან შეგნებულად დატოვა ხეში, რომ ვიღაცას წაეკითხა… მეც წავიკითხე და თქვენც წაგაკითხეთ😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

13 Responses to ზურიკელა სუპერბორიალა – ,,წავედი მაჟრიალებს”

  1. siyvarulovna says:

    მარიკუნა სუპერტრაკუცუნა😀😀
    რატო მოუნდათ მსგავსი წერილის დაწერა და მერე დატოვება?

    • qilipa says:

      წერილის დატოვების მუღამი კარგია, წერის დროს გაერთნენ იმაზე ბევრად მაგრად, ვიდრე ჩვენ – წაკითხვისას :))

  2. qefcho says:

    amaze didi uazroba rom daewera mainc gamixardeboda, araorganulia eg werili chveni sazogadoebistvis,magram piradad chemtvis qilip sheni postebidan es favoritia:>

    • qilipa says:

      კომპლიმენტად ვერ მივიღებ😀 მაგრამ სასიამოვნოა რო ეს ,,ფაქტი” გევასა🙂

  3. notespost says:

    ძალიან მაგარი იყო. კარგი ვინმე ყოფილა ეგ სუპერბორიალა, თან იუმორიც შესანიშნავი ჰქონია.😀

  4. sulo says:

    seriozuli saxelebia:D:D

  5. undone says:

    კაი იყო. კაი იდეაა წერილების დატოვება იმ ადგილას, სადაც დრო გაატარე😉

  6. nafan9 says:

    უშედეგოდო და აშკარად მოწეულმა იმოქმედა :)))))))))

  7. monkey says:

    რას ერჩით მე გამისწორდა :დ რა მნიშვნელობა აქვს რა დაწერა, იმას ხომ სჯობია სახელები რომ ამოეჩხაპნათ ხეებზე ^^ სუპერბრაძიაგას გადმოქართულებაც მომეწონა. თან ეგ ფილმიც რომ ნანახი აქვს კიდევ ერთი პლუსი ^^

    • qilipa says:

      არ ვერჩი🙂 წერილის დატოვება კაი პონტია, მარა იმაზე ვფიქრობ მაგარს ღადაობდა დაწერა თუ მართლა დებილია ვინცხა-თქო :დ ენივეი, კაი იყო…

      • monkey says:

        არ მგონია დებილი იყოს, მეიბე პატარაა ასაკით და იფიქრა მაგრად ვიღადავებთო, ან მოკლედ სასტავში გაუსწორდათ და იცინოდნენ, ჰოდა რავიცი. მამენტ მეც გამეცინა რამდენჯერმე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: