უკრაინაში კაცებზე (ქართველ) მოთხოვნაა! – მითი თუ რეალობა?

ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ უკრაინიდან ჩამოსული, ,,მარიაჟი” კაცების მოგონილი მითი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი… ეს რეალობაა და მე მასში დავრწმუნდი… პატარა მაგალითი:

ლუდის საყიდლად შევედი მაღაზიაში, რომელიც კერძო სახლში იდგა, მაღაზიის უკანა კარი სახლის ეზოში გადიოდა… გამყიდველი 45 წლამდე ქერა მაღალი ქალი… ხელში საფულე და პასპორტი მიჭირავს:

– Здрастье

– Здравствуй молодой человек… А можно посмотреть твой паспорт?

– канэчно -, ვაწვდი პასპორტს.

– ой как красиво а тут отпечатки пальцев тоже есть да?

– да но только в компьютере видно.

– ты откуда?

– из Грузии…

ცოტა ხანი მიყურებს, მიღიმის და:

– а у меня дочка есть,  хорошая девочка, в этом году поступила в университет, порядочная, не курит, не пьет, дома сидит, может заидьеш познакомишься?…

იღებს ტელეფონს და სურათებსაც მაჩვენებს…🙂 ისე არაუშავდა, კარგი გოგო ჩანდა…

ხოდა იმას ვამბობ, რომ დედა რომ ასე ჩალიჩობს შვილისთვის, წარმოიდგინეთ თვითონ გოგოები რა დღეში არიან😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

15 Responses to უკრაინაში კაცებზე (ქართველ) მოთხოვნაა! – მითი თუ რეალობა?

  1. პე:> says:

    ჰაჰა : D
    дома сидит, может заидьеш познакомишься?… << შესულიყავი : D

    • qilipa says:

      – დევოჩკა ტვაია მამა პაპრასილა მნე სტაბოი პაზნაკომიტსა
      – და იდი ტი ნა…
      😀 ვაი და ასე მომხდარიყო?😀

  2. omg😀

    მეც მითი მეგონა და… არ მოგატყუებ და ახლაც “მემითება” :დ

    ქალმა უნდ ამომითხროს ეგ ისტორია , რომ დავიჯერო :დ

    • qilipa says:

      მესმის შენი :)))) თუმცა ნებისმიერი გოგოც იგივეს გეტყვის ვინც იქიდან ჩამოვა…😉

  3. notespost says:

    მზრუნველი დედიკო ყოფილა :)))))😛😛

  4. vasasi says:

    დედამისს თუ სიძედ უნდოდი, იქნება პირადი ზრახვები ამოძრავებდა მამაშენთან მიმართებით?.

    :გავიპარეაქედან:

  5. siyvarulovna says:

    მართლა ძნელი დასაჯერებელია… მაგრამ საქართველოშიც მეგულება ერთი–ორი ქალი რომლებიც ეგრე არჩევენ სასიძოს

  6. tskaro says:

    ნწნწნწ გახდება მალე უკრაინაც მილიარდ ნახევრიანი ასე დაახლოებით 9 თვეში შენი დაბრუნებიდან : ))))

    • qilipa says:

      თამამად ვიტყვი რო ჩემი წყალობით 1 ბღარიც არ შეემატება უკრაინას… ლამაზები იბადებიან და რას ვერჩი რო გავუუბედურო და გავუგადაბმულწარბებო მომავალი თაობა? :))

  7. ისა, ერთი ვიღაც დახეხვილი ქალი ნახე, ეს არ ნიშნავს რომ ქართველ კაცებზე ბუმია…
    და კიდევ ისა.. – სათაური არ არის გამართული ქართული – ”უკრაინაში (ქართველ) კაცებზე მოთხოვნაა! – მითი თუ რეალობა?” – ასე უნდა.

    • Qilipa says:

      ,,ბუმი” ძალიან გაბუქებული შეფასებაა, მაგრამ რადგან ეგ სიტყვა იხმარე გეტყვი, რომ ნამდვილად არის! ეს ერთი დახეხვილი ქალი კი, უბრალოდ, თვალსჩინო, კონკრეტული მაგალითია…

      რაც შეეხება სათაურს კაცებზე (ქართველ) ნიშნავს იმას, რომ ეს ფრჩხილებში ჩასმული ქართველი განსაზღვრავს კაცის სადაურობას, რაც იხმარება განსასაზღვრი სიტყვის შემდეგ და არა – მდე!

      • აუჰ, კარგით რა, კარგით რა :)))) თუმცა, პატარა ბავშვებივით გიხარიათ და კარგი, ვითომ ეგრეა🙂
        რაც შეეხება სათაურს, თუ გინდა ეგეც ”ვითომ” ეგრე იყოს, თუმცა, ჰკითხე ვინმეს, ვინც ქართული ენის სპეციალისტია და ჩემს ნათქვამს დაგიდასტურებს.. მეც ძალიან კარგად ვიცი ფრხილში რატომ ისმის სიტყვა, თუ ფრაზა, მერწმუნე, ეგ მეექვსე თუ მეშვიდე კლასში რომ ვისწავლე, მას მერე გადასარევად მახსოვს და შეხსენება არ მჭირდება.. შნი პოსტის სათაური კი უუუქართულია. თუმცა ბლოგიც შენია, პოსტიც და რაც გინდა ის ქენი🙂

  8. Qilipa says:

    ,,პატარა ბავშვებივით გიხარიათ” – რა შუაშია? სად ნახე სიხარული? პოსტის კატეგორიას თუ შეხედავ ,,სახალისო”–ს ამოიკითხავ😉 გასაცინ–გასაღიმებლად დაწერილი პოსტია, რაც რეალობას ასახავს….. ვისაც როგორ უნდა ისე ესმის, ანუ ,,რაც გინდათ იმას შვებით ყველანი” :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: