3 კვირიანი თავგადასავლის მოკლე შეჯამება

როგორც იქნა, 3 კვირიანი განშორების შემდეგ დავუბრუნდი სახლს და საყვარელ კომპიუტერს… მომენატრა ბლოგი და პოსტის წერა… გახსოვთ ალბათ, რომ ამ 22 დღის წინ 7.1 ლარად აფრიკიდან ქობულეთში ჩავედი, ხოდა ეს პერიოდი თითქმის სულ ქობულეთში გავატარე… ვეცდები მოკლედ, ვთქვა რა იყო იქ წაუ-განსხვავებულ/განსაკუთრებული:

1. პირველ რიგში, განსაკუთრებულად განსხვავებული იყო შავი ზღვა თბილისის ზღვისგან და წყალში პირველივე შესვლამ, კვლავ, მაგრძნობინა, რომ მხოლოდ მთა და კარავი კი არა, ზღვაც ძალიან მყვარებია…

2. იმავე დღეს ნავით შემოვლა მთელი ქობულეთის პლიაჟის, შედეგად კი სიამოვნებისგან დაღლა და ხელებზე ე.წ. ,,მაზოლები”…

3. მიდია (!)… ეს არის რაც არის… ვინაიდან თევზის დიდი მოყვარული არ ვარ, მიდია (მოლუსკი) ყოველთვის ზღვის უგემრიელესი წიაღისეული იქნება ჩემთვის… ვჭამე: მიდია – მოხარშული, მიდია – შემწვარი და მიდია – ფლავში შეზავებული სხვადასხვა სანელებლებითა და გემრიელობებით, აქიდან ნებისმიერ შემთხვევაში დასაყოლებელი იყო ლუდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მუქი ყვითელი სითხე და მუქი ყვითელი ხორცის ნაგლეჯი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები…

4. 3-ჯერ გამოვაცხვე კექსი ქიშმიშით და ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს დავამუღამე…

5. წელსაც წავიექსკურსიე ციხისძირში და პეტრას ციხიდან კიდევ ერთხელ გადავხედე ზღვას…

6. ქალაქი ბათუმი, რომლის მიმართაც საშინელი ანტიპათიით ვიყავი განწყობილი, ბოლოს მაინც მომეწონა… ახალმა ბულვარმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…

7. კინაღამ დამავიწყდა, დეიდაშვილს კიბეები მთლიანად შევუღებე (მწვანედ :)) ანუ ,,მალიარობაც” დავამუღამე…

8. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ზღვაზე 3 კვირის გატარებისა, არ გავრუჯულვარ და თითქმის ისეთივე თეთრი ვარ როგორიც წავედი… რა ვქნა, რომ არ ვარ ,,ზაგრის ხამი” და დღის 4 საათზე ზღვაზე არ ვხმები ხოლმე… ზღვაში ბანაობისგან სიამოვნების მიღების მსურველებს ვურჩევ – დილას 8 სთ.-მდე საღამოს 8 სთ.-ის მერე…

9. მადლიანი ზღვა ხანდახან გართობის უფლებასაც გვაძლევდა ხოლმე და ოდნავ ღელავდა ხოლმე, მოკლედ საკმაოდ კარგი ზომის ტალღები იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, იმისათვის, რომ ტალღაზე გაყოლისას ქვებზე ვეხეთქებინე, სახეში ,,ლოდი” ჩაერტყა და ქვიშაზე ვეხოხიალებინე… მოკლედ, მასაჟიც არაჩვეულებრივი იყო…

10. ნასტასიას წყალობით დავესწარი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის” დახურვას და ,,Astro Georgia”-ს შემდეგ ლეგენდარულ ჰიუ მასაკელას ვუსმინე… მართლა არ ვარ ჯაზის გადაკლული მსმენელი, მაგრამ ცოცხლად შესრულებული და თან ასეთი ჯგუფის მიერ შესრულებული მუსიკა ფრიად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო…

11. ამ დღეების მანძილზე, სულ ნასიამოვნები და გაღიმებული არ ვყოფილვარ… დეპრესიული განწყობა სტენდალის ,,პარმის სავანემ” შემიქმნა, რომლის კითხვის დროსაც ხან ფაბრიციო დელ დონგო ვიყავი, ხან გრაფი მოსკა; ხან ჯინა სანსევერინა მიყვარდა, ხან კლელია კონტი და წარმოუდგენელი გულისწყვეტა განვიცადე, როცა ყველა საყვარელი გმირი დაიღუპა და თან რა ტრაგიკულად დაიღუპა… ნერვებაშლილი ვიყავი სტენდალზეც და თავად გმირებზეც, რომლებსაც ,,დებილებს” ვეძახდი და მწარედ ვილანძღებოდი🙂 მოკლედ დავასკვენი რომ ძალიან მგრძნობიარეც ვყოფილვარ და მართლა ,,დამგრუზა” ამ ერთმა ,,კინკილა” წიგნმა…

12. წამოსვლისას მაგარი რაე-ბანები ვიჩუქე და 3 სახის სათვალიდან, რომელიც მომწონს 2 უკვე მაქვს… სიმართლე რომ ვთქვა მესამე ისე მომწონს სხვას რომ უკეთია და მე თავს არ ვიკლავ მის საშოვნელად, სულ უსათვალოდაც მშვენივრად ვგრძნობ ხოლმე თავს…

მოკლედ, მეტი არაფერი მახსენდება… სამწუხაროდ, წელს ფოტო აპარატი არ მქონია და არცერთი სურათი არ გადამიღია… ეს ჩემი ძველი სურათებისა და გუგლის ფოტო გაფორმებაა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

14 Responses to 3 კვირიანი თავგადასავლის მოკლე შეჯამება

  1. gabo says:

    ლოლ მგონი ერთადერთი ადამიაბნი იყავი რომელსაც ეს რეიბანები არ ქონდა და აი შენც შემოუერთდი ამ სექტას:) თავ ბედს ვიწყევლი რატომ ვიყიდეთქო . სულ ერთხელ მეკეთა დცა მერე აღმოვაჩინე რომ ყველას ეს რეიბანები უკეთია🙂

    • qilipa says:

      მთელი ცხოვრება ტრუხა რეიბანებით დავდიოდი და ძლივს მაჩუქეს ნაღდი და ე.წ. ორიგინალი :))

    • egoisti says:

      მე ძალიან მომწონს ეგ რეიბანები და შენც გაიკეთე.. მერე რა რომ ყველას უკეთია.. მთავარია შენ მოგწონდეს : )

  2. siyvarulovna says:

    აუ.. = ((
    მინდა ზღვაზე.
    არ მინდა ეგ შენი “ზაგარი”, ზღვა მინდა მე.
    თავისი ტალღებით და ქვებზე თავის რტმით და ხოხიალით. რო ამოხვალ და სად რა მიარტყი სად რა ცაგილურჯდა რომ არ იცი. ან სულ წყნარი, ლურჯი კამკამა წყალი დილის 6–7 საათზე… რომ ცურავ და მხოლოდ წყლის ხმა რომ ისმის….
    მინდა ზღვაზეეეეე!
    წამიყვანეთ
    მეც შევუღებავ შენს დეიდაშვილებს კიბეებს არ უნდათ?

    • qilipa says:

      ყველაფერი გავკრასკე უკვე, აბა 3 კვირა როგორ დავრჩი იქ შენი აზრით?😀 არ გინდა ზღვა არა, ჩარუკზაკდი და წადი სადმე მთაში სადაც ხეების მეტი არაფერია შესაღები😉

      • siyvarulovna says:

        ვიყავი ეგეთ ადგილას და კიდე მომიწევს წასვლა. ხალხი მენატრება ხოლმე იქ რომ ვარ

  3. egoisti says:

    ბიჭი, ეხლა მომისმინე
    რომ ჩამოხვედი რატომ არ გამაგებინე? 2ში ხო მოდიხარ ბომბორაზე?
    და მესამე.. აქ კიდევ ერთი პუნქტი გაქვს დასამატებელი.. ქუთაისელი …. :> :)) =))

    • qilipa says:

      გოგონი რო ჩამოვედი ველოდებოდი შენს გაბრწყინებას სკაიპში, მარა არ ქენი და… ხოდა ბომბორაზე მოვდივარ კი არა, რა ხდება ისიც არ ვიცი🙂 2-ში უკვე უკრაინაში ვიქნები ის ქუთაისელიც მონაგონი იქნება😉

      • egoisti says:

        დაგიმახსოვრებ ძმაო რა😐 მესიჯი რომ მოგეწერა არ მოკვდებოდი… გუშინ სახლში გვიან მოვედი და ვერც მნახავდი სკაიპში.. ასე რომ მესიჯი მოგეწერა რაააააააააააააააააააააააა…

  4. nastasia says:

    ჰმ, კარგი იყო მასაკელა, მაგრამ მე იმდენად მკვდარი ვიყავი, ბოლოს გარედან ვისმენდი, ხოოდა, რა გადასარევია, შენი 3 კვირის 1 დღე რო ჩემი და მასაკელასი იყო ^^🙂

    • qilipa says:

      :* :* :* მეც უაღრესად კმაყოფილი ვარ🙂 შენი დამსახურება იყო, რომ ეგ დღე მასაკელასთანაც გავატარე :*

  5. მიდიები როგორ მიყვარს. გაცხელებულ ჟესტზე რა ემართებათ აუუუ (წუბ).

    პ.ს. ქიშმიშიანი კექსის გამოცხობის მცდელობა მომეწონა :)))

    • qilipa says:

      ოოოო, კაკრას ჟეჟშტზე შემწვარია ყველაზე მაგარი🙂 ნავით რომ გამოდიხარ წყლიდან და პლიაჟზე უკვე ცეცხლი გიზგიზებს (inlove)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: