აფრიკა – ქობულეთი – 3 გამოცვლილი მატარებელი და 7.1 ლარი


როცა თბილისში ძალიან ცხელა, ქალაქი იწვის, სუნთქვა შეუძლებელია, ღამე დახუთულობა არ გაძინებს და 4-ზე ძლივს ჩაძინებულს, დილის მზე გაღვიძებს… ასეთ ვითარებაში, ვისაც დრო და საშუალება აქვს ქალაქიდან გადის… დიდი ნაწილი კი აჭარის ზღვისპირა ქალაქებისკენ იღებს გეზს, რის გამოც უკვე ტაციაობაა მატარებლის ბილეთებზე და 1 კვირით ადრე უნდა აიღო ბილეთი თუ გინდა რომ დანიშნულების ადგილამდე ჩახვიდე…

მაგრამ რა უნდა ქნა, როცა დილას გაიღვიძებ, მოულოდნელად დაგკრავს თავში – დღეს ქობულეთში უნდა წავიდეო? რა პრობლემაა? გასწავლით… მოკლედ, მივდივართ რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, ვიკავებთ რიგს და ჩვენი დრო რომ მოვა ვეკითხებით: ბათუმის მატარებელზე დღევანდელი დაგრჩათ რამე? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია და საერთოდ, დღეს კი არა ზეგამდე ყველაფერი გაყიდულია, 5.5 ლარიანი ,,პლაცკარტი” კი 1 კვირის მანძილზეა გაყიდული… აი ამ დროს კი ირთვება გონება (ანუ იხსენებთ ამ რჩევას ) და იმართება შემდეგი დიალოგი:

– ოზურგეთის მატარებელზე გაქვთ დღევანდელი ბილეთი?
– გვაქვს ,,პლაცკარტი” 5.5 ლარიანი.
-გადასარევია : )
– სადამდე გნებავთ?
– ურეკამდე…

ასე და ამგვარად დილის 5 საათისთვის ხართ ურეკში და იქიდან გინდათ ტაქსის გაყევით, გინდათ სამარშრუტო ტაქსის დაელოდეთ და გინდათ ბათუმის – მატარებელს…

როგორ მოვიქეცი მე: ანუ რა შუაშია 3 მატარებელი? ე.ი. აფრიკიდან მეტროთი ,,ვაგზლამდე” (მეტროც მატარებელია), შემდეგ ურეკამდე და ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ბათუმის მატარებლით – ქობულეთამდე…

ტარიფები:

აფრიკა – ,,მეტრო სამგორი” – 40 თეთრი (,,მარშუტკა”)

,,სამგორი” – ,,ვაგზალი” – 20 თეთრი (სტუდენტური)

,,ვაგზალი” – ურეკი – 5.5 ლარი (მატარებელი)

ურეკი – ქობულეთი – 1 ლარი (მატარებელი)

ჯამში 7.1 ლარი – აფრიკა – ქობულეთი!

ჰაა ვარ თუ არა ,,ეკონომ პაკეტი”?

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

34 Responses to აფრიკა – ქობულეთი – 3 გამოცვლილი მატარებელი და 7.1 ლარი

  1. dv0rsky says:

    აუ საღოლ!!!🙂

  2. ლოლ ქილიფ საგოლ ვერ გაფასებდი მე შენ სათანადოდ :D:D:D:D ისე ვორდპრესზე რომ გადახვედი უფრო სასიამოვნოა კომენტარის დატოვება😀

    • qilipa says:

      ex Kate me aravin mafasebs satanadod :S 😀 :* xooda WordPressi martla kargia, aramarto mag mxriv, momwons aqauroba🙂 tan jer ramdeni rame maqvs saswavli… chamoval tbilisshi da avitviseb wesivrad🙂 am komps qartuli klaviaturac ki ar aqvs😦

  3. LiLaC says:

    kochag shen.. isa da, marto xar?

    • qilipa says:

      tu xo chamomakitxav? :))) aq natesavebi myavs deidashvilebi da imattan var, bavshvobitan aq vatarebdi zafxuls da adgilobrivebsac kargad vicnob da sul ro araferi, tbilisel fitqina da zagris xam gogoebs ra dalevs?😀

      • LiLaC says:

        haha, ho, chamogakitxavdi : ))) ara, radgan aravin gyavda naxsenebi, gamikvirda, marto wavida-metki… tumca, me tviton uars ar vityodi sadme marto gamgzavrebaze :))

  4. fiqro says:

    კაი იყო.. ისაა ისანი აეროპორტი რიგა პარიზი მილანი ფლორენცია გენუა რომი რიგა თბილისი ისანიც ჩამიჩოთქე ეგრე ეკონომიურად და პატივისცემა ჩემზე იყოს :))

  5. rodrigo says:

    მაგარი პოსტია;))
    ე.ი. თუ გადავწყვეტ დასავლეთში წასვლას უკვე ვიცი რაც უნდა ვჰქნა!🙂

  6. kate nihas says:

    auu ra vixalise Qilif:D:D:D:D, gaixareee… chkua xar carieliiiii.. :):):):)

  7. პე:> says:

    xD
    ზე პოსტიიყო xD
    ,,სამგორი” – ,,ვაგზალი” – 20 თეთრი (სტუდენტური) << ის 20 თეთრი დამეზოგება მე მოსწავლე ვარ xD

  8. monkey says:

    უი წორდპრესი..
    რა კარგია. მე ალბათ ეგ ყველაფეირ დამიჯდებოდა 6,95 თეთრი ))

  9. qilipa says:

    @ LiLaC – uars ar ityodi ertia da shedzlebdi meore😛

  10. LiLaC says:

    odesme shevdzleb😛 roca surviltan ertad sakutari finansebic meqneba😛

  11. litterator says:

    :))))) მერე გაგვაგებინე იქ როგორ ეკონომიურად დაისვენებ :)))))))))

    • qilipa says:

      raga mere? axlave getyvit, rom 20 larit var chamosuli da 20 dge vapireb aq darchenas😀 haaa bolo-bolo vaar tu ara ekonom-paketi?😀

      • litterator says:

        აჰა :))))) ახლა იყიდე 20 ლარის სიმინდი, მოხარშე და გაყიდე, თან ეკონომია თან ბიზნესი, შენ დაიწყე და 20 დღეში შეიძლება სასტუმროს მფლობელი გაიჩითო :)))))))))))

  12. qilipa says:

    @ litterator –😀 samsaxurs ki vezeb tan, magram albat rame sxvas vishovi, tore 20 laris simindit imdens ver gavqachav me ramdenic mchirdeba🙂

    • litterator says:

      თან დასვენება თან მუშაობა ვამაყობ შენით!!!🙂 კარგია, გისურვებ მალე გეპოვოს სამსახური :* :*

      ხოოოდა მერე სამსახურზეც გვითხარი ერთი-ორი სიტყვით🙂🙂

  13. bzuuk says:

    vaax yochag sheen

  14. Di@ says:

    ჩვენც ზუსტად მასე მოვიქეცით 2 წლის წინ… იმ განსხვავებით, რომ ე დევნილის ბარათი მაქვს და ეგ 5.5 გამინახევრდა🙂 და იქ ტაქცის ნაცვლად ნანცნობი დაგვხვდა… ბრწყინვალეა რაა!🙂

  15. kevana says:

    ლოლ, სახალისოა

    ხარ კი, შენნაირი ინატროს მთავრობამ ეკონომიკის მინისტრად :დ

  16. Leonsio says:

    xa xa xa აი საღოლ!!!! ძალიან ეკონომ პაკეტ + “მოზგ” და ბოლოს რკინიგზაში სამუშაო ადგილი😀

  17. Lalena says:

    პაკეტი ეკონომიური, მგზავრობა მხიარული არა? :)))

  18. მალადეც ქილიფ. ხალხი 25 ლარს იხდის მატარებელში. მაგალითად მე შარშან.
    ღირს ჯერ ურეკში ცასვლა და მერე ქობულეთში ე.ი = ))

  19. little girl :P says:

    me movaswarii da avigee biletii maraa zaan magarii rchevaa…. sagool :$:$

  20. TaTu says:

    ვაა, ქილიფ, ჩემს აქ არ ყოფნაში ვორდპრესზეც გადმოსულხარ, ყოჩაღ,ყოჩაღ… რაც შეხება პოსტს, “ეკონომ პაკეტი” კი არა, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ გაიხარებს : D

  21. notespost says:

    ყოჩაღ, მასე უნდა, ზედმეტი კაპიკი არ დახარჯო. რა იცი რაში გამოგადგება🙂 :* :*

  22. qeti123 says:

    gamarjoba es gapiceb simartlea tu ubralod xumrobaa da meti araperi..
    :)))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: