დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)

ეს 2 დღეა ვლადიმერ ვისოცკის მოთხრობებს ვკითხულობ და კიდევ უფრო შემიყვარდა ეს კაცი… მანამდე მიყვარდა როგორც მომღერალი, პოეტი და მსახიობი, დღეს კი დავრწმუნდი რომ ,,უნივერსალი” იყო ეს კაცი, ,,უნივერსალურ ჯარისკაც” – ვან დამზე მაგარიც კი… მოკლედ, ახლა მინდა 1 მოთხრობიდან, რომელსაც ,,დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)” ჰქვია და რომელსაც წინ უძღვის ავტორის სიტყვები:
,,ყველაფერი, ჩემ მიერ ქვემოთ აღწერილი,
არ ექვემდებარება არაფერს და
არც არავის საკუთრებაა.
ასეა…

1 ნაწყვეტი მოვიყვანო, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა… დავიწყებ:

…დღეს ძიძამ ,,ჩვენო ლამაზო” მიწოდა და თქვა, რომ მე ყველაზე წყნარებს (შეშლილებს) შორის ყველაზე დისციპლინირებული გავხდი.

კარგია ეს თუ ცუდი? To be or not to be – საკითხავი, აი ეს არის. ლათინურად ვწერ, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი. არ მქონია სურვილი, მესწავლა. ამ ენაზე ხომ არ მეტყველებდა ლენინი , ინგლისურად მხოლოდ ვალტერ სკოტი და დარვინი საუბრობდნენ, ის კი მაიმუნების მხარეს იყო.

ღამის 3 საათსა და 30 წუთზე ერთმა ახალგაზრდა იდიოტმა გვერდში მუჯლუგუნი მკრა და შემატყობინა, რომ ტრამვაი აღარ დადის, და რომ უკანასკნელმა, ანუ ორმოცდამეშვიდემ ორი საათის წინ ჩაიარა. რპგპრც ჩანს – კონდუქტორებს, პარკის თანამშრომლებს და შემთხვევით გამვლელებს არიგებდა სახლებში. ქუჩაში უკანასკნელი ტროლეიბუსი მიჰქრის. ეხ, მაინც რა მშვენიერია სიცოცხლე!

ექიმო, არ მინდა ამ წამლის დალევა. იპოტენციას იწვევს. იწვევს-მეთქი! იწვევს! იწვეეევს! ეშმაკმა დალახვროს, კარგი, ოღონდ უკანასკნელად! აი, ისევ! ხომ გთხოვეთ, ხელში-მეთქი?!

გუშინ ვიღაც დამესიზმრა – რაღაც შუალედური ბრიჯიტ ბარდოსა და ივ მონტანს შორის. ალბათ ნიმფონია დამეწყო. ამბობენ, ბრიჯიტი არ ცხოვრობს ქმართან, იმიტომ, რომ არ უნდაო. რა გრანდიოზულია: არ უნდა და მორჩა! არ ცხოვრობს! აქ კი, გაბედე! არა! საფიქრალიც არაფერია! გავალ აქედან – მაიძულებენ. მათ ყველაფერი შეუძლიათ გაიძულონ. მტარვალები! გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში, მკვლელები – თეთრ ხალათებში, ესკულაპები! ჰიპოკრატები და მორჩა! ეჰ, მსოფლიოს ბედი რომ არა! ეს რომ არა! სწორედ ეს!

ჩემი მეექვსე გრძნობით, მთელი არსებით, ღმერთის მიერ ბოძებული გონებით დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური ვარ. მაგრამ ვის დაარწმუნებ. ან ღირს კი?

თქვა ღმერთმა: – და ამექავება ხელები ჩემნი, და შემოვაწვდენ შენს ნეკნებს და დავამსხვრევ მათ! ასე მოუვა ჩემს სატკივარსაც – ექიმი დამპირდა, ხუთშაბათსო და ასეც იქნება. ყველა წინასწარმეტყველი – იოანე, ისააკი, სოლომონი, მოსე და კიდევ სხვები, მართალი იყვნენ – ცხოვრობდა უფალი, ჯვარს აცვეს, აღსდგა და დღესაც ცოცხლობს. იდიდოს! დანარჩენი კი, მოყვასის სიყვარულის, ერთ ლოყაში გარტყმის შემდეგ მეორის მიშვერის, აგრეთვე – არ უცქირო, არ უსმინო, არ ისუნთქო – როცა არ გთხოვენ, და დანარჩენი სისულელე – ხალხური ზეპირსიტყვიერების წყალობითაა დამატებული. აი კიდევ – ,,არა ჰკლა!” – ეს სწორია. არ უნდა მოკლა. ცოდვაა, ან რა დააშავა, რისთვის კლავ?..

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)

  1. fiqro says:

    miyvars eg kaci simRerebic motxrobebic da daje marina vladic miyvars

  2. Qilipa says:

    @ ფიქრო – ხოო🙂 ასეთი კაცი ცუდ ქალს არც მოიყვანდა ცოლად🙂

  3. notespost says:

    მომეწონა. წამაკითხე მერე🙂

  4. luci says:

    simgeris textis vrcel variants gavs :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: