წინ გადადგმული ნაბიჯი უსინათლოთა წიგნიერებისკენ

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ 19-ში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბრაილის შრიფთით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო… ეს პრეზენტაცია დღეს შედგა და დავესწარი კიდეც…
არც ისე ცოტა ადამიანი დაესწრო პრეზენტაცია-გამოფენას, მაგრამ ვფიქრობ, მეტიც უნდა მოსულიყო
მოკლედ, მოვიხიბლე პროექტით ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან” და ძალიან მინდა მცირედი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად, რამდენად ვახერხებ ამას, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ… ასე რომ ნუ იფიქრებთ რა ტვინი გაბურღა ამ კაცმა ამ პროექტითო!

კრეატიული სტუდია iGEO-ს ინიციატივით, მარიანა ნანობაშვილის რედაქტორობით და ხათუნა გოგიძის (გამომცემელი) წყალობით, გამომცემლობა ,,ტიფლოპოლიგრაფიამ” გამოუშვა ეს უნიკალური ანთოლოგიები, რომელიც ბრაილის შრიფტით არის დაბეჭდილი და 40-მდე თანამედროვე პროზაიკოსისა და 60-მდე პოეტის ნაწარმოებებს მოიცავს. ამ ფაქტმა უზომოდ გაახარა უსინათლოები, რადგან ათეულობით წლების მანძილზე, მსგავსი არაფერი გამოცემულა…

გამოფენაზე ბევრი ჩემთვის საინტერესო და აქამდე ,,უნახავი” რამ ვნახე🙂 ამ ყველაფერს და პრეზენტაციის მიმდინარეობას, თვალსაჩინოებებით, ფოტოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ:

პოეზიის მცირე ანთოლგია

აუდიო ლიტერატურა უსინათლოთათვის

რუკა ბრაილის შრიფტით

ხმოვანი კომპიუტერი, რომლის მსგავსი, თანამედროვე აპარატურის შესაძენად ,,უსინათლოთა კავშირს” 100 000$ ესაჭიროება.

ტაქტილური (შეხებითი) ნახატი

ბრაილის შრიფტით საბეჭდი მანქანა

დაფა და ,,კალამი” ბრაილის შრიფტით საწერად

ადაპტირებული შაში უსინათლოთათვის

ადაპტირებული ჭადრაკი უსინათლოთათვის

გლობუსი უსინათლოთათვის (ჩემი რჩეული)

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to წინ გადადგმული ნაბიჯი უსინათლოთა წიგნიერებისკენ

  1. გამოხმაურებისთვის მადლობა!
    აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომლებსაც სძალიან ახლო მომავალში გაეცნობით და ერთი მართლა სასიხარულო ამბავი – უსინათლოთა კავშირს დაუფინანსეს ხმოვანი სინთეზატორი და სულ მცირე ხანში ქართველ უსინათლოებს შეეძლებათ სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის მშობლიურ ენაზე გამოყენება!

  2. vinFroyd says:

    ბრაილის შრიფტი ხომ საერთაშორისოა(ანუ ყველა ენაზე არსებული ასოები ერთნაირად იწერება(?) სხვადასხვა ენას რომ განსხვავებული ასოებიც აქვს. მთლად საერთაშორისოც არ გამოდის ხო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: