,,ნატახტარის” ლუდის გასაღება, ანუ ,,ლუდის ფესტივალი” შეფარვით…


გახსნა: მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე!

ეხ, არადა როგორ ველოდი ლუდის ფესტივალს, რამხელა მოლოდინი და იმედები დავისახე… თავიდანვე მაწუხებდა კითხვები თუ ფესტივალია, მხოლოდ ნატახტარის ლუდი და ,,ეფესი” რატო უნდა იყოს თქო? (,,ეფესიც” იმიტომ რომ ნატახტარი ასხამს, ან მთლიანად ნატახტარია თურქების), მაგრამ ბოლო დღემდე ვატყუებდი საკუთარ თავს, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი სახის ლუდი იქნება? მთავარია რომ ფესტივალია – ,,პირველი ქართული ლუდის ფესტივალი” და განწყობა იქნება სადღესასწაულო და სასიხარულო თქო…
,,ერთიშეხედვითი” შთაბეჭდილება:პირველივე, რაც თვალში მომხვდა და მესიამოვნა, ეს იყო ტუალეტის რამდენიმე კაბინა, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის დააყენეს და რაზე ფიქრმაც დამტანჯა წინა ღამით, რადგან წინასწარ გავრცელებულ მაკეტზე, აღნიშნული არ ყოფილა სველი წერტილები, ნუ კარების გამოღების შემდეგ რა ხდებოდა შიგნით, მაგას თავი დავანებოთ… მთავარია რომ ტუალეტი იყო… შემდეგ, მომეწონა მაგიდებისა და ,,ლუდის ბარების” განლაგება, მომეწონა ის დასაჯდომად შეკრული და ყველგან მიმობნეული ,,თივის ზვინები” და დადუმებული, ჯერ კიდევ ცარიელი სცენა…

შემდგომი შთაბეჭდილებები: პირველი უსიამოვნება და შუბლის შეჭმუხნა გამოიწვია ლუდის ფასმა… 1.5 ლარი 400 გრამ ლუდში, ნუ კაი ჯანდაბას, ვთქვათ 0.5 ლიტრიანიც ყოფილიყო ის ჭიქა ძალიან ძვირია მაშინ, როცა წინასწარ გეუბნებიან, რომ ლუდი იქნება ძალიან იაფი, ამ დროს შენი ვარაუდით ადგენ ფასს, რომელიც 50 თეთრიდან, ყველაზე დიდი, 1 ლარამდე შეიძლება ღირდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად… მეორე ,,ორგანიზატორული მაიმუნობა” იყო ჭიქა (კათხას ვერ დავარქმევ), რომელიც იყო სქელი ქაღალდისგან (კარდონი) გაკეთებული და სპეციალურად იყო გაუმჭვირვალე, რომ არ დაგვენახა რამდენი ესხა ლუდი და რამდენი ქაფი… თუ ვინმე იყავით და 6 საათის მერე (მანამდე ცოტა ხალხი იყო და პატიოსნად ასხამდნენ) დალიეთ ლუდი, შეამჩნევდით ალბათ რომ ნახევრამდე ქაფი იყო და მხოლოდ მის შემდეგ მოდიოდა გემრიელი სითხე, რომელიც ყელს აგრილებდა…

კარგი, შენ ქვეყანაში არ გქონია დღემდე ლუდის ფესტივალი და არ გაქვს არანაირი გამოცდილება, მაშინ ბაძავ სხვას და აკეთებ მსგავსს, მაგრამ ამავე დროს არ გინდა, რომ მთლიანად მიმბაზველი გამოჩნდე და რაღაცას ცვლი… ალბათ, სწორედ ამ შეცვლილმა მიმბაძველობამ ქნა ის, რომ ჩვენთან იყვნენ გამხდარი, მაგრამ ,,ოქოტბერფესტ”-ის გოგონებისნაირ კაბებში გამოწყობილი ,,გოგჩოები”…

ფესტივალზე იყო სხვადასხვა შეჯიბრი და ერთადერთი რასაც კავშირი ჰქონდა ლუდთან ეს იყო ლუდის მოწინააღმდეგეზე მცირე დროში დალევა ,,ბირავერიდან” (დიდი სასმისი, 2 ლიტრზე მეტი ჩადიოდა), მაგრამ სხვა შეჯიბრები იყო მკლავჭიდში, ,,თივის ზვინებით” შეჯიბრში… მოკლედ – ,,თუ გინდათ დახუჭობანა ითამაშეთ, ოღონდ მეტ ლუდს მუქთად ნუ დაგვახარჯინებთ”…

რაც შეეხება სცენას: თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს იყო საშინელი ხმაურის გამომწვევი რაღაც, რომელიც ხელს უშლიდა ფეხბურთის ქომაგებს, მშვიდად ეყურებინათ დიდ ეკრანზე, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისათვის… პირველად მაშინ დავტოვე ფესტივალი დროებით, როცა სცენზე ვაჟა მაინია ავიდა… ვერ გაუძლო ჩემმა სუსტმა გულმა მის ცოდვილობას… 1.5 საათში დავრუნდი და ისევ ის იდგა სცენაზე, დამსწრეთა უმრავლეოსბა კი ,,ფრანი”-ს გამოსვლას ელოდა, მე კი ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სცენიდან მაქსიმალურად შორს დგომას ვამჯობინებდი…

ფესტივალის მეორე დღეც დაახლოებით ისეთივე იყო: საღამოს ისევ ვაჟა მანია იდგა სცენაზე, ოღონდ ამჯერად ხალხი ,,მგზავრების” სცენაზე გამოსვლას ელოდა… მე კი კვლავ უნდა მოვრიდებოდი სცენას და მათ გამოსვლამდე დავტოვე ,,ვარდების რევოლუციის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია…

P.S. მოკლედ, ეს იყო ჩვენი ,,პირველი ლუდის ფესტივალი” (მართლაც რომ ბრჭყალებშია დასაწერი ეს წინადადება). ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ,,ნამდვილი ფესტივალი” ყოფილიყოს, სადაც სხვა თუ არა – ,,ყაზბეგი”-ს და ,,კასტელი”-ს წარმოებული ლუდიც იქნება და ,,ნატახტარის ლუდის გასაღების დღე”-ს შეფარვით ,,ლუდის ფესტივალი” აღარ ერქმევა…


ჩვენი გოგჩოები
ეს კი ,,ოქტობერფესტი”-ს
აი, ეს იყო ის ,,ქაალდის” გაუმჭვირვალე ჭურჭელი
ეს ის მომენტია, როცა 4 გოგონა ტანსზევით იხდის და გაჰყვირიან ,,შენგან ბავშვი მინდაო”

სურათები აღებულია ,,Tbilisi Beer Festival”-ის Facebook-ის გვერდიდან.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: