თბილისის ტაქსი (TAXI)

არც ლუკ ბესონი ვარ და არც ტიმ სტორი, შესაბამისად არც მარსელის და არც ნიუ იორკის ტაქსის შესახებ არ ვისაუბრებ…

ტაქსი (ფრან: Taximetre ,,ფასის მრიცხველი”) არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრებისა და ტვირთის გადასაადგილებლად მითითებულ ადგილას, მანქანის მრიცხველზე ნაჩვენები საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ( დეიდა Wiki)

თბილისში იშვიათია ,,ფასის მრიცხველიანი” ტაქსი, მაგრამ მომრავლებულია მანქანები, რომელთა თავზეც გარკვევით იკითხება წარწერა – ,,TAXI”. აქ არ შეგხვდებათ ,,პეჟო”-თი ან ,,BMW 720”-ით ,,მოტაქსავე” ადამიანი, მაგრამ ხშირად ნახავთ ,,Opel Vectra”-ს ტაქსის ტრაფარეტით. ტაქსისტი კი ძირითადად: მეგრელი, ქუთაისელი ან თბილისელი იქნება…

40 წელს გადაცილებულ, თითქმის, ყველა ტაქსისტს უმაღლესი განათლება აქვს, ზოგს 2 დიპლომი, ზოგსაც 2 ,,წითელი” დიპლომი… შეიძლება შეგხვდეთ პროფესორი ტაქსისტიც, რომელიც წლების წინ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, მაგრამ – ,,რას გვიშვება ეს მთავრობა”?! – როგორც თავად გეტყვიან, თუ კაცი არა გყავს, განათლებასაც აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა…

ტაქსისტი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერზე ყველაფერი იცის, მიუხედავად იმისა, რომ არც ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს, არც ტელევიზორს უყურებს და რადიოშიც მხოლოდ ,,არ დაიდარდოს” უსმენს. მისი ყველა მგზავრი ინფორმაციის წყაროა… თბილისელ ტაქსისტს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს საკუთარი ბლოგი, რომელსაც, პირობითად – ,,ქალაქური ჭორები” დაერქმევა და რომელზეც, ყოველდღიურად, სულ ცოტა, 5-6 ,,რეიტინგული პოსტი” დაიწერება…🙂

თბილისში არსებობს 3 სახის ტაქსი:
1) ოფიციალური სატრანსპორტო კომპანიების ტაქსი, რომელიც ყოველთვის მოვლილი, გარედან გარეცხილი, შიგნიდან სუფთა და ტექნიკურად გამართულია…
2) საკუთარი მანქანის მქონე, უმუშევარი ადამიანის საშემოსავლო წყაროდ ქცეული ტაქსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ქალაქში და უმეტეს შემთხვევაში გარედან გასარეცხი, შიგნიდან მტვრიანი, აუტანელი სუნის მქონე და ტექნიკურად გაუმართავია…
3) მესამე კი ყველაზე საინტერესო – ,,ბარემ ბენზინის ფულს ვიშოვნი” ტაქსია, ანუ სამსახურიდან სახლში მიმავალი ადამიანი, რომელსაც ტაქსის ტრაფარეტი უდევს მანქანაში და გზაზე შემხვედრი ადამიანი, მცირე საფასურის სანაცვლოდ მიჰყავს დანიშნულების ადგილამდე…

როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია და შეიძლება დაიბნეთ კიდეც🙂 ასე რომ იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ არც ისე შორი გზა გაქვთ გასავლელი, დაილოცოს ყველგანმავალი ,,11” ნომერი, ანუ 2 ადამიანური ფეხი…🙂

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: