როგორც იქნა – ,,Tbilisi Beer Festival”

ეს რას ვეღირსეთ კაცო! თბილისში ლუდის ფესტივალი გაიმართება!!!
დარწმუნებული ვარ ამ ამბავს ჩემგან არ იგებთ პირველად და სიხალე არ არის თქვენთვის… ალბათ ყველა ლუდის მოყვარული ყნოსვით იგებს ასეთი ამბის შესახებ და სულმოუთქმელად ელოდება დათქმულ დროს… ქართველებისთვის კი პირველია ეს ფესტივალი და დათქმული დრო 12-13 ივნისია… ღონისძიების ორგანიზატორი ლუდსახარში ,,ნატახტარია”… წარმოდგენილი იქნება ,,ნატახტარის” ყველა სახეობის ლუდი და უცხოურებიდან, სამწუხაროდ მხოლოდ ,,Efes”-ი. თუმცა, ალბათ არ ვიდარდებ ლუდის მრავალფეროვნებაზე და რაც იქნება იმით ვისიამოვნებ…
ფესტივალი ,,ვარდების რევოლუციის” (რესპუბლიკის მოედანი) მოედანზე გაიმართება. კუთხეეში, განთავსებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ნაწარმი ლუდზე მისაყოლებლად, დიდ ეკრანზე იქნება პირდაპირი ტრანსლიაცია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან (აი, ინგლისი რო იგებს იქიდან :)) და მოეწყობა სცენა (რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს) და დაუკრავენ – ამ აფიშაზე აღნიშნული ჯგუფ-შემსრულებლები:

თუმცა, ვერანაირი ვაჟა მანია და ,,მგზავრები” ვერ ჩამაშხამებენ იმ სიამოვნებას, რასაც იქ მივიღებ🙂 ლუდი არ იქნება უფასოდ, თუმცა გვპირდებიან, რომ ძალიან იაფი იქნება, ეს ,,ძალიან იაფი” რამდენია ვერ გავარკვიე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?🙂 მთავარია რომ ფესტივალი იმართება და დავლევ იმდენს რამდენიც ჩამივა (შეიძლება ცოტა მეტიც დავლიო)…

მოკლედ, აწი იცით, რომ 12-ში 1 საათიდან (12-ზეა გახსნა, მაგრამ ,,მეტრო თავისუფლებიდან” ,,რესპუბლიკის მოედნამდე” მისვლას 1 საათს მოანდომებენ ალბათ) იქ ვიქნები და შეგიძლიათ მნახოთ და ლუდზე დამპატიჟოთ, ან მე დაგპატიჟებთ🙂 მთავარია ყველამ სვას ლუდი… ბევრი, ბევრი ლუდი…

ასეთი იქნება ,,ვარდების რევოლუციის მოედანი” 12 და 13 ივნისს
Beer Breaks Free🙂

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: