ქუჩაში რომ შემოგხვდეთ…

ეს ბლოგერული Tag თამაში, უხოვარ დროში დიდმა ზურიუსმა წამოიწყო… დრო გადიოდა და ბლოგოსფერო ამ თამაშში ითაგებოდა. მოვიდა დრო და რევაზმა მეც დამთაგა, იმაზე ფიქრმა თუ რა უნდა დამეწერა – გამთანგა…

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ძალიან მესიამოვნება თუ ქუჩაში შემოგხვდებით და გამესაუბრებით (თუნდაც ჭეშმარიტ ღმერთზე), მაგრამ როგორ უნდა მიცნოთ? ეს არც ისე რთულია, რადგან ანონიმური ბლოგერი არ ვარ და ჩემი ფოტოებით სავსეა ჩემი გვერდი Facebook-ზე და ბლოგზეც, სუუულ ქვევით Slide Bar-ი აყენია…

ჩემი შემოფეთება შესაძლებელია: პირველ რიგში აფრიკაში (რადგან აქ ვცხოვრობ, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ბლოგის მკითხველთა უმრავლესობა აფრიკაში ნამყოფიც არ ხართ🙂 ), უფრო ხშირად კი ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის ,,ნებისმიერ” კორპუსთან, ძირითადად მაინც მეექვსესთან, თუმცა გარეთ დგომა არ მიყვარს და თუ ლექცია არ მაქვს, ფანჯარას (მიყვარს ამ სიტყვის ამ დანიშნულებით ხმარება😀 თუმცა წარმოდგენა არ მაქვს ვინ და რატომ უწოდა ამ ,,თავისუფალ დროს” – ფანჯარა :D) რესურს-ცენტრში, კომპიუტერთან ვატარებ… კიდევ, შეგეფეთებით ,,პარნასის” ჭავჭავაძის ფილიალში, მეტროში, ,,დინამოზე” ეროვნული ნაკრების თამაშის დროს (რაგბი, ფეხბურთი) და… პატარაა ეს თბილისი😀

რაც შეეხება გარეგნულ მხარეს: თმა დაბალზე შეჭრილი, წვერი ძირითადად – ოდნავ მოშვებული, წარბები – გადაბმული, ცხვირი – ბავშვობაში განატეხი, მაგრამ მგონი არ ეტყობა🙂, სიმაღლე – 180 სმ, წონა – 65 კგ (ანუ ქარში დიდი ქვით ხელში დავდივარ)…

ტანსაცმელი: ყოველთვის ჯინსის შარვალი, ან სამხედრო შარვალი მაცვია… ფეხზე კედები ან ე.წ. ,,შიპოვკები” (ესეც კედია რა)… ტანზე კი ძირითადად მაისური, რომელსაც ვიღაც ახატია: Mandela, John Lennon, Green Day, AC/DC, Kiss და ა.შ… მზეში მიკეთია ,,ტრუხა” ,,Ray-Ban”-ები, თუმცა თავის მოვალეობას ასრულებს და დიზაინიც მომწონს🙂

ასევე თუ გაიგონებთ, რომ დამშვიდობების შემდეგ, ვიღაც – მეგობარს გასძახებს: ,,გახსოვდეს, შენი ცხოვრება შენი,,თ”ანთიაო” ან ,,ხო იცი, ცხოვრებაში მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელიო”, დააკვირდით იმ ვიღაცას, გაიხსენეთ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები და სავსებით შესაძლებელია, მე აღმოვჩნდე😉🙂

მოკლედ, მგონი საკმარისია იმისათვის, რომ ქუჩაში მიცნოთ და გამომელაპარაკოთ🙂

მე კი ჩემ წილად ვთაგავ ჩორვენს (Tjorven)

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: