,,Djarum” – მოლოდინი, იმედგაცრუება და დასკვნები

მოლოდინი: კარგა ხნის წინ ალუკარდის ბლოგზე წავაწყდი ინფორმაციას სამკურნალოდ შექმნილი, მიხაკით დამზადებული სიგარეტის შესახებ… იმ პოსტის წაკითხვის შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს იქნებოდა ყოვლად უვნებელი სიგარეტი, რომელიც დროთა განმავლობაში, ჩემი ვარაუდით, ჩაანაცვლებდა ყველა სხვა სიგარეტს. მეც მოუთმენლად ველოდი მის საქართველოში შემოსვლას და ერთი სული მქონდა როდის დავაგემოვნებდი…
ამ სიგარეტს ჰქვია ჯარუმი (Djarum) და იმავე ბლოგიდან, რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ უკვე თბილისში შეიძლებოდა მისი შეძენა… სიგარეტი აღმოჩნდა 2 სახის: Djarum Black, რომელსაც ველოდი ამდენ ხანს, და Djarum Cherry… ნასტასიამაც მითხრა და მეც ვფიქრობდი, რომ ალუბლის უფრო ,,საბავშვო” იქნებოდა, ამიტომ ,,კონტინენტალში” (სხვაგან მგონი ჯერ არ იყიდება) შევედი და Djarum Black-ი ვიყიდე…

რაღა დაგიმალოთ და პირველი უკმაყოფილება გამოიწვია მისმა შემცველობამ: ,,კუპრი:10მგ/სიგ; ნიკოტინი: 1.0მგ/სიგ; მხუთავი აირი: 10მგ/სიგ”, მე ხომ სრულიად უვნებელი მეგონა?😦 შემდეგ არ მომეწონა ყუთი, მშვენიერი დიზაინი აქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მოუხერხებელია: არის განიერი (ჯიბეში კარგად არ ჯდება), მეტისმეტად მოთხელო-ნაზი და სიგარეტის ამოღების შემდეგ, ძლივს ,,დავახურე თავი”🙂

დაგემოვნება: მიუხედავად შემცველობისა, საერთოდ არ არის ,,მძიმე” მოსაწევი, არც კი იგრძნობა ნაფაზი, ტუჩზე ტოვებს მოტკობო გემოს და აქვს დარიჩინის სუნი… თითქმის 2 თვეა აღარ ვეწევი სიგარეტს და მოველოდი, რომ ეს იქნებოდა ,,ახალი ეპოქის” დასაწყისი ჩემს მწეველურ კარიერაში, მაგრამ შევცდი😦 გამიცრუვდა იმედები… ეს ის არ იყო!

დასკვნები და ვარაუდები: ჩემი აზრით, სიგარეტის შემქმნელთა გათვლა არის ერთჯერადი გაყიდვა: კარგი შეფუთვისა და გარეკლამების შემდეგ, თითქმის ყველა ადამიანს გაუჩნდება ამ სიგარეტის გასინჯვის სურვილი, დაგემოვნების მერე კი მხოლოდ უმცირესობა იყიდის მეორედ… სავარაუდოდ სწორედ ,,ერთჯერადი გაყიდვის” გამო ადევს მაღალი ფასი, ყოველშემთხვევაში 3.85 ლარი საქართველოსთვის საკმაოდ ძვირია, ნუ შეიძლება სხვა მაღაზიებში 3.50 ლარი იყოს, თუმცა დიდი განსხვავება არ არის…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to ,,Djarum” – მოლოდინი, იმედგაცრუება და დასკვნები

  1. Pingback: Be Careful – Suck Djarum! « მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: