დიალოგი საქართველოს საამაყო ,,მხსნელთან”

შეიძლება ბოროტულად და ცუდად ვიქცევი, მაგრამ არ შემიძლია არ გავბლოგო ეს ამბავი… გუშინ, ლეგენდად გცეულ და საქართველოს ,,მხსნელ” პარაფსიქოლოგს ,,პირწიგნაკზე”, მისივე ,,სიმართლის დროს” ლინკი დავუდე… ქვემოთ მოცემული დიალოგი სწორედ ამის შემდეგ გაიმართა… იმდენი ვიცინე, რომ არ მინდა ეს დიალოგი დაიკარგოს და იმედია თქვენც ყურადღებით წაიკითხავთ ყოველივეს. არ შემეძლო, არ ,,მეღადავა” და სერიოზულად გავსაუბრებოდი ადამიანს, რომელსაც თავზე იმხელა წარმოდგენა აქვს, რომ გვეუბნება: ,,ღმერთმა შექმნა ირაკლი ლომაია და გითხრა: აჰა, აწი შენ თავს უშველეო”… მისადმი არასერიოზული დამოკიდებულება კი ლომაიას პირველივე კომენტარში ამოკითხულმა ,,არაფელმა” გამოიწვია…

Irakli Lomaia

ბოღმა –დიდი სენია და კლავს ადამიანს! ეს ისე აქ ზოგ–ზოგიერთების გასაგონად და გასათვალისწინებლად. ადამიანი არ უნდა იყო ორპირი.ამას ჯობია პირდაპირი იყო და აქ პირში არ მეფირისტო და სხვაგან სამარე გამითხარო–ამით მართალია მე მაინც არაფელი მაკლდება და წინ მივდივარ,მაგრამ მსგავს რამეს,რომ გადააწყდები გული გეტკინება.მითუმეტეს თუ არ იცნობ ადამიანს უკანონოდ არ შეიძლება ლანძღო ის. მოკლედ ყოველივე მსგავსი ქმედებებით თავისივე თითოეული ადამიანის ენერგეტიკას იზიანებს (ვინც ასე იქცევა)და საბოლოოდ სავალალო შედეგამდე მივალთ. ე.ი თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ რა გამოდის? ისევ საკუთარ თავს აზარალებთ? :))) :))) :)))

Irakli Qilipa
მეგონა ამით, არავის არაფელი არ დააკლდებოდა! რამ გატკინათ გული ბატონო ირაკლი? არ მეგონა თუ ასე მოგხვდებოდათ გულზე😦

Irakli Lomaia

თქვენზე ნამდვილად არ ვამბობ ამას და მადლობა,რომ ეს ლინკი დადეთ. აქ რა კომენტარებიც წერია მაგ ხალხზე მაქვს საუბარი და კიდევ დღეს ერთი გოგო აღმოვაჩინე ჩემს მეგობრებში,რომელიც პირში მეაფირისტებოდა და სულ შემთხვევით სხვებთან ვნახე მლანძრავდა–აი მას ეკუთვნის ეგ და მიხვდება თვითონ და სინდისი თუ ყოფნის ან ბოდიშს მოიხდის ან თავისი სურვილით დატოვებს ჩემს გვერდს. ასე,რომ ეს თქვენ ნამდვილად არ გეკუთვნით. პირიქით! დამავალებთ თუ სხვა რამეს ნახავთ და ყველას დადებთ. მადლობა წინასწარ.

Irakli Qilipa
რისი მადლობა, ბატონო ირაკლი? რას ბრძანებთ! პირიქით მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ჩემ მიერ მოცემულ ლინკს.მესმის თქვენი, რომ ყველას უნდა თქვენთან დამეგობრება და უარს ვერ ეუბნებით Facebook-ზე დამეგობრებაზე, მაგრამ ეგეთი აფერისტი ადამიანი, რომელიც ზურგს უკან გლანძღავთ, ნამდვილად არ არის თქვენი მეგობრების სიაში ყოფნის ღირსი!

ისე, როგორც ვიცი Odnoklassniki-ზეც ხართ და იქაც ამდენი ადამიანი გყავთ დრუზიებში? ალბათ შეწუხებული ეყოლებით უკვე… ძალიან მძიმეა თქვენი ხვედრი და ყოჩაღ თქვენ, რომ ამ ყველაფერს უძლებთ!



Irakli Lomaia

მართალი ხართ! როცა მეგობრობას გთხოვენ აბა წინასწარ საიდან იცი ვინ რა მიზნით გთხოვს? მე არავის არ ვეუბნები უარს, რაზეა საუბარი მეგობრობა ხომ ღვთის საჩუქარია? ოდნოკლასნიკზე მხოლოდ 500 ადამიანის დამატების საშუალება გაქვს მეტს არ იმატებს და როცა მთხოვენ დამატებას და ვერ ვამატებ წყინთ–ამიტომ გავხსენი მეორე ოდნოც და ვინც მანდ ვერ დავიმატე მეორეზე დავიმატე. ეხლა უცებ გავიხედე და მესამეც გაიხსნა და მე მწერს შენ ხალხს ატყუებ და მე ვარ ნამდვილი ირაკლიო :))) ვიფიქრე ეს ვინა აბა შემომხედეთ მარტლა მე ვართქო? :))) აქაც არიან მსგავსი შარლატანები და ვინ იცის ვის რას წერენ. სინამდვილეში კი ესა ჩემი ნაღდი–თან აქ მეგობრების დამატების ლიმიტი არა განსაზღვრული და კარგია.

Irakli Qilipa

უი რას ამბობთ? თქვენი სახელით მოქმედებს ვიღაც და ხალხს ატყუებს, რომ ის ირაკლი ლომაიაა, რომელიც უფალმა საქართველოს მხსნელად მოუვლია? :Oარაფელი აღარ უნდა დაიჯეროს უკვე ადამიანმა მაგათ გადამკიდე? რა სისაძაგლეა? აღვშფოთდი ნამდვილად😦 კი მახსოვს ,,სიმართლის დროში” რომ ბრძანეთ მსგავსი რამ, მაგრამ მეგონა, ნამუსმა შეაწუხა ის შარლატანი და გააუქმა ცრუ-ოდნო თქო…

ლიმიტი აქაც შეძღუდულია, ოღონდ 5 000 კაცამდე და მანამდე კიდევ ბევრის დამეგობრებას შეძლებთ, მაგრამ მაშფოთებს ის ფაქტი, რომ შეიძლება ბევრი ნიღაბ აფარებული მტერი დაგიმეგობრდეთ და ვერც კი გაიგებთ ვინაა ნამდვილი მეგობარი😦


Irakli Lomaia

არ ვიცი აქაც არის ლიმიტი? ეგ არ ვიცოდი ნამდვილად. არა უაშავს მე ამით არაფელი მაკლდება მე ჩემს საქმეს მივყვები მშვიდად და წყნარად–აუღელვებლად. ვისაც არ მოსწონს ლომაია ეს მათი პრობლემა და არა ლომაიასი :))) მე ისედაც მყავს ძალიან ბევრი მეგობრები ვისაც ნამდვილად უყვარვარ და ერთს ან ერთეულებს თუ არ ვეყვარები არც მაგათზე გადავირევი🙂🙂🙂🙂

Irakli Qilipa

ბატონო ირაკლი დამერწმუნეთ, თქვენ მართლა ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხართ და ის უმცირესობა ვინც გლანძღავთ და ვერ გაფასებთ ყურადღების ღირსებიც არ არიან! ვფიქრობ, რომ საქართველო მართლა უნდა ამაყობდეს, რომ თქვენ ამ ქვეყანაში დაიბადეთ და შეგიძლიათ დახმარების ხელი გაუწოდოთ ყველას, ვისაც შველა ჭირდება!მოკლედ, სასიამოვო იყო თქვენთან საუბარი და უბრალოდ, მადლობა რომ არსებობთ!!!

Irakli Lomaia

დიდი მადლობა. გაიხარეთ.P.S. არადა ისე საყვარლად მესაუბრა, რომ მგონი უნდა შემყვარებოდა ეს კაცი😀

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: