დაფასებული ,,სტუ”, ბოლომდე დაუფასებელი ჯინორია და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიამოვნება

მოდი ცოტა კულტურულ სიახლესაც შევმატებ ბლოგს🙂 მოკლედ, დღეს ,,სტუ”-ს II კორპუსში ,,გეპეიშნიკებს” საზეიმო დღე ჰქონდათ… ისინი მურმან ჯინორიამ დააფასა და 2 საათიანი პოეზიის საღამო აჩუქა… მეგობარმა მითხრა მოსაწვევი მაქვს და თუ გინდა წამოდიო, მეც – რატო არ უნდა მინდოდეს მეთქი და წავედი. მიყვარს ეს კაცი და მისი წაკითხული ყველა ლექსიც… მსიამოვნებს, რომ ჩვენი გემოვნება ემთხვევა და ჩემთვის საყვარელი პოეტების, ჩემთვის საყვარელ ლექსებს კითხულობს🙂 შესვენებისა და სიგარეტის მოწევის დროს სტუდენტთა კითხვებს პასუხობდა და ბევრსაც ხუმრობდა. მოკლედ, ძალიან შინაურული და სასიამოვნო პოეზიის საღამო იყო…🙂

ჯინორიამ კი დააფასა ,,სტუ” და მივიდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა ,,სტუ”-ს სტუდენტები ანალოგიურად არ მოქცეულან და ვერ შეიფერეს ,,ნაჩუქარი სიამოვნება” – 400 კაციან დარბაზში 100-მდე ადგილი თავისუფალი იყო, არადა 1 წლის წინ, როცა იგივე ჯინორია ჩვენთან, ,,თსუ”-ს VIII კორპუსში მოვიდა, 800 კაციანი დარბაზი სავსე კი არა – ,,გადატენილი” იყო, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო, მითუმეტეს რომ ,,თსუ”-ში ბილეთი 2 ლარი ღირდა, აქ კი თავისუფალი იყო დასწრება…

როგორც მოველოდი, მხურვალე აპლოდისმენტები YouTube-ზე დადებულმა ლექსებმა დაიმსახურა… პირადად მე კი ,,მეარღნეები და პოეტები”-ს მოსმენის შემდეგ ვერ დავფარე აღფრთოვანება… სამწუხაროდ, არაფერი მქონდა რომ გადამეღო და YouTube-ც გამემდიდრებინა😦 ასე რომ, თქვენ მაგ სიახლით ვერ გაგახარებთ, მე კი ვისიამოვნე ფრიად🙂



უი, ,,მეარღნეები და პოეტები” ახლა ვნახე YouTube-ზე🙂 გაუმდიდრებიათ ჩემამდე…🙂

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: