პირველი საზღვარგარეთული ვოიაჟი და Deep Purple

როგორც იქნა მოვიცალე ამ პოსტის დასაწერადაც… აღარ გავაჯანჯლებ და დავიწყებ🙂

2 კვირის განმავლობაში სულმოუთქმელად ველოდებოდი 25 მაისის მოახლოებას, მაგრამ არაფერი მომიზადებია ერევანში წასასვლელად. 23-ში დავფაცურდი და ვიშოვნე კარავი, პარალონი და ჩანთა, საძილე ტომრები მქონდა, ციფრულიც ბექამ ითხოვა და ეგ იყო და ეგ, მზად ვიყავით გასამგზავრებლად🙂

24-ში 1 საათზე ,,თბილისი ცენტრალის” წინ ,,მარშუტკაში” ჩავსხედით და გავუდექით ერევნის გზას… ვერც ვიგრძენით ისე მალე მივედით სასაზღვრო პუნქტამდე, სადაც ჩემს პასპორტს პირველი ბეჭედი ,,მოხვდა” და 2 წუთში საზღვარგარეთაც აღმოვჩნდი, მერე რა რომ ეს საზღვარგარეთი სომხეთი იყო და არა რომელიმე ჩემი საოცნებო ქვეყანა?!…

პირველი 4 ბეჭედი პასპორტსა შინა

ერევნამდე მგაზვრობა ძალიან დამღლელი და უსიამოვნო გამოდგა… იქაურ რიკოთზე ქაბაბი ვჭამეთ, იმ განწყობით, რომ სომხები საუკეთესო ქაბაბს აკეთებდნენ, მაგრამ ალალად ვიტყვი, რომ მაგალითად ,,შემოიხედე გენაცვალე”-ს ქაბაბი 10 თავით უკეთესია… გზად სევანის ტბა გავიარეთ და მიუხედავდ იმისა, რომ წვიმდა და არ გავჩერებულვართ, შორიდანაც ძალიან მომეწონა და ის იყო ერთადერთი მოსაწონი რამ 320 კილომეტრიან გზაზე…

ჩავედით ერევანში და თავსხმა წვიმა დაგვხვდა. წასვლამდე ამინდი კი ვნახე, მაგრამ მხოლოდ 25 რიცხვის, სადაც მცხუნვარე მზეს და 27 გრადუს სიცხეს გვპირდებოდნენ, მაგრამ 25-მდე ხომ 24 უნდა გაგვეთენებინა🙂 მოკლედ, აღარც დაგვიწყია კარვის გასაშლელი ადგილის ძებნა და მძღოლს გავყევით ,,სასტუმრო-სახლამდე”, სადაც სულ რაღაც 20 ლარად დავბინავდით… მთელი დღე და მეორე დღეც ერევნის ქუჩების თვალიერებაში გავატარეთ, მაგრამ ამის შესახებ სხვა პოსტში ვისაუბრებ….

ახლა კი ჩასვლის მიზეზს – ჩემი საყვარელი Deep Purple-ის კონცერტს შევეხები🙂 ეს იყო დღე, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დიდი სიხარულით გამახსენდება, ყოველი გახსენებისას ტანში დამაჟრიალებს და გაღიმებული დავრჩები (შეიძლება ავმღერდე კიდეც)🙂 ბლოგერებიდან კონცერტის დაწყებამდე ნასტასია შემხვდა, დასრულების მერე კი – ლანდიშა… მართალია კონცერტი სომხეთში ტარდებოდა, მაგრამ ყველგან ქართული შეძახილები ისმოდა და ყველგან ქართული დროშა ფრიალებდა.

27$-იანი ბილეთები არც ისე შორს აღმოჩნდა სცენიდან, როგორც მე მოველოდი… თუმცა მაინც არ გავჩერებულვარ დიდ ხანს კუთვნილ ადგილზე, ჯერ კიბეზე ვიჯექი 48$-იანი ბილეთების ადგილას, მაგრამ ,,Strange Kind Of Woman”-ის შემდეგ ისე მომინდა, გილანთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნა, რომ რამდენიმე ქართველთან ერთად, მათ შორის 45-50 წლის კაციც იყო, გადავხტი საკმაოდ მაღალი ადგილიდან და სანამ დაცვა გონს მოეგებოდა, სცენის წინ, ხალხში შევერიეთ🙂 იქ კი, ჩემგან სულ რაღაც 3 მეტრის დაშორებით მღეროდა გილანი, უკრავდნენ გლოვერი და მორსი, 4-5 მეტრის დაშორებით კი – პეისი და ეირი…

ვინმე სურენ არუსტამიანი სცენაზე აიყვანეს და დააკვრევინეს. მართლა მაგრად დაუკრა ამ ბიჭმა… მოსუმინეთ და დატკბით – ,,Smoke On The Water”-ია

წასვლისას ვფიქრობდი, რომ არა მათი მუსიკა, არამედ, მხოლოდ, მათი ცოცხლად ნახვა გამაბედნიერებდა, მაგრამ შევმცდარვარ, არ ყოფილან ,,ბებრები”, ძალიან მაგარ ჯანზე აღმოჩნდა მთელი შემადგენლობა და ჩაუქრობელი ცეცხლი დაანთეს სცენაზე. უნდა აღვნიშნო, რომ 7 000 კაციანი დარბაზი ძალიან კარგი მსმენელით იყო სავსე, იგრძნობოდა, რომ შემთხვევით მოხვედრილი ხალხი არ იდგა იქ… ბისზე დაინგრა დარბაზი და დამსახურებულად მოვისმინეთ ,,Hush” და ,,Black Night”-იც…

კონცერტი დამთავრდა და დავიწყეთ ღამის გასათევის ძებნა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: