ნეტავი ეს ჩემ დროსაც ყოფილიყო

ინტერნეტში ქექვა-ძრომიალისას წავაწყდი ძალიან საინტერესო ბლოგს აბიტურიენტთათვის. მართალია მე ეს პერიოდი 3 წლის წინ გავიარე და უკვე დასვენებული ვარ ამ თავისტკივილისაგან, მაგრამ იმ დროს რომ ყოფილიყო ეს ,,ბიზნეს სისტემა”, ალბათ კომფორტული იქნებოდა ჩემი აბიტურიენტობა და უფრო თავდაჯერებული გავიდოდი გამოცდაზე…

მოკლედ, შ.პ.ს. ,,ბიზნეს სისტემა” ატარებს ტესტირებას რუსულ ენასა და ზოგად უნარ-ჩვევებში… ანუ, რას ნიშნავს ეს ტესტირება? – ეროვნულ გამოცდებამდე, აბიტურიენტი გადის საცდელ ტესტირებას, სადაც ეჩვევა საგამოცდო სიტუაციას და წარმოდგენას იქმნის ამა თუ იმ საგანში, რამდენადაა მომზადებული. ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიურია და ამ გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტი საკუთარ ნაშრომთან ერთად, სწორი პასუხების ფურცელსა და საკუთარ შეფასებას მიიღებს.

სამწუხაროდ, როგორც ვხედავ არც ისე ბევრმა იცის ამ ბლოგისა და საგამოცდო ცენტრის შესახებ, არადა ვფიქრობ კარგ დახმარებას გაუწევს ეს ტესტირება ნებისმიერ აბიტურიენტს. ასე რომ თუ ხართ აბიტურიენტი ან გყავთ ახლობელი ადამიანი, რომელიც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს, გააგებინეთ ამ ბლოგის შესახებ და მგონი უარს არავინ იტყვის 10 ლარად ასეთ შანსზე…

თუკი 1 აბიტურიენტი მაინც გაიგებს ამ ტესტირების შესახებ ჩემი ბლოგიდან და გაივლის ტესტირებას, მესიამოვნება, რომ ვიღაცას სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდე🙂 უბრალოდ, არც ისე დიდი დრო რჩება რეგისტრაციის გავლამდე და იმედია მოასწრებთ…

აბა თქვენ იცით აბიტურიენტებო!!! წარმატებებს გისურვებთ😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to ნეტავი ეს ჩემ დროსაც ყოფილიყო

  1. salo says:

    neta manamde menaxaaaaaa es blogiiiii :X :D:D ukve agar mchirdebaaa sabednierod :d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: