,,არ დაიდარდო” ადარდიანებს!!!

თუ სახლიდან გავედი და ყურსასმენები დამრჩა (ის ყურსასმენები რომლის საშუალებითაც ჩემ საყვარელ მუსიკას ვუსმენ და კარგ ხასიათზე ვდგები), მაშინ ის დღე წამებაა და ,,ვიღაცეების” ტყვეობაში მგონია თავი… ეს ,,ვიღაცეები” კი ,,მარშუტკის” მძღოლები, ,,არ დაიდარდოს” დაფუძნებლები და ამავე რადიოს ,,VJ”-ეები თუ ,,DJ”-ეები არიან. როგორ არ უნდა ,,დაიდარდო”, როცა ,,არ დაიდარდოს” უსმენ? ამოვიდა ყელში ერთი და იგივე ,,ნაგავი” ყოველ დღე, გადაყარეთ, გაასუფთავეთ თორე აყროლდა!!! ნაგავს ყოველდღე ჭირდება გატანა – ყოველდღეე???
კარგი, ხანდახან არ ვუკირდები მუსიკას და ვერთობი ტექსტების შინაარსითა და მუსიკას აყოლილ მგაზვრებზე დაკვირვებით, მაგრამ ესეც ხომ მოსაბეზრებელია?😦 ბოლო დროს ერთი სიმღერა მესმის ხშირად (ნინო ღავთაძე – თოლია) და წესივრად რომ მოვუსმინე ტექსტს ძალიან ბევრი ვიცინე, დაჟე ხელთ მაქვს უკვე ეს უნიკალური სიმღერა ტექსტითურთ… თავიდან გავღიზიანდი – ამ საქართველოში ისევ ყველა ამღერდა ვინც სიმღერის ჩასაწერი ფული მოიგდო ხელთ – თქო, მაგრამ შემდეგ შემეცოდა ეს გოგო, თავისი გაჭირვება აქვს ალბათ, თავისას მღერის და ჩვენც გვართობს – თქო🙂

ვინც არ მგზავრობთ საზ. ტრანსპორტით და ხელი არ მიგიწვდებათ ,,არ დაიდარდოს” ,,მარგალიტებზე”, მე გიჯიგრებთ და გაგაცნობთ ამ საოცარ სიმღერას და ტექსტსაც დავურთავ😉

ნინო ღავთაძე – თოლია

მე შენსკენ მოვდიო ოცნებებით,
ამხელა გზა გავიარე
და როცა ჩავიხედე შენს თვალებში
მივხვდი რომ დავაგვიანე.

მე შენსკენ მოვდიოდი რთული გზებით
რა დაუნდობლად მათოვდა,
მე სულელს მჯეროდა რომ მელოდები
და შენზე ფიქრი მათბობდა.

მის: მერე ავფირნდი მე როგორც თოლია
გავიგე ვინ ვისი ტოლია,
დღეს შენი შანსები ნოლია
და ვითომაც სულ არ მყოლია.
ეს ცეცხლი არ არის უბრალოდ ბოლია
ხოდა ვითომაც სულ არ მყოლია.

მე შენსკენ მოვდიოდი იმედებით
ამდენი გზა გამინათე
და ერთადერთი რასაც ახლა ვხვდები
მე შენ არ უნდა მიყვარდე.

მის: ახლა დავფრინავ მე როგორც თოლია
გავიგე ვინ ვისი ტოლია,
დღეს შენი შანსები ნოლია
და ვითომაც სულ არ მყოლია.
ეს ცეცხლი არ არის უბრალოდ ბოლია
ხოდა ვითომაც სულ არ მყოლია.

და როცა უჩემობა შეგაწუხებს
იცოდე ნუ დამიძახებ
მე არარ მომწონს როგორ ტირიხარ შენ
ცრემლები შემოინახე.
მის:

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: