საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე, ანუ 25 მაისს ერევანში ვარ!!!

ჩემი ბლოგის მკითხველებს გახსოვთ ალბათ, რომ 10 მაისს 20 წლის გავხდი… ეს დაბადების დღე არ ყოფილა დიდად გამორჩეული და დასამახსოვრებელი სხვა დღეებისგან (არ მიყვარს დაბადების დღეები), სანამ 2 ერთმანეთზე დამოკიდებული საჩუქარი არ მივიღე, 2 სხვადასხვა ადამიანისგან🙂

პირველი საჩუქარი ჩემი ძმისგან იყო, რომელმაც მომცა ფული და მითხრა – ,,წადი პასპორტი გაიკეთეო” (შეგახსენებთ, რომ ახალი (აწ უკვე ბიომეტრული) პასპორტი 100 ლარი ღირს)… პასპორტი კი ჩემი ბოლო დროინდელი ოცნების ასასრულებლად – 25 მაისს ერევანში Deep Purple-ის კონცერტზე დასასწრებად, აუცილებელი წინაპირობა იყო… ასე შევიტანე საბუთები და 21 მაისს ,,პასპორტიანი ბიჭი” ვიქნები :))))

მეორე საჩუქარი კი ბექასგან – ჩემი ძმაკაცისგან იყო, რომელმაც მომკიდა ხელი და მარჯანიშვილზე წამიყვანა ვინმე ელენესთან შესახვედრად და ამ ,,ვინმე ელენესგან” 2 ,,Deep Purple”-ის კონცერტის ბილეთი იყიდა (!) ვერ აგიწერთ რა რეაქცია მქონდა ბილეთი რომ დავიჭირე ხელში, როგორ ჩავიკარი გულში და როგორ ვეფერებოდი, რა სასიამოვნოდ და გარკვევით იკითხებოდა სომხურ ასოებს შორის ინგლისური – ,,Deep Purple”… ბექა მხოლოდ ბილეთით არ შემოფარგლულა და ერევანში წასვლა-წამოსვლის ხარჯებსაც სრულად იღებს საკუთარ თავზე… მერე კი ბექა ვკოცნე შუა უზნაძეზე🙂 მან ხომ ,,ჩემი ბოლო დროინდელი ოცნება” ამისრულა…

ეს დღეებია სიხარულისგან დავფრინავ, უზომოდ ბედნიერი ვარ და სულმოუთქმელად ველი 25 მაისს… ვიცი ბევრს შეგშურდებათ ამ პოსტის😛 ხოდა გისურვებთ იგივე სიხარულს, ჯერ ხომ მთელი 9 დღეა წინ😉 ბევრს გაგიხარდებათ და გულით მომილოცავთ ამ ამბავს და თქვენც იგივე სიხარულს გისურვებთ😉 ვიღაც ალბათ იფიქრებს – ნეტა რა უხარია, გადაღძუებული ბებრების მოსასმენად ერევანში ჩადისო! – თქვენ უკეთეს გემოვნებას გისურვებთ😉 ხოლო მათ, ვინც ამ კონცერტზე მოდის, გილანის პირადად ნახვას და მასთან ერთად 1 ბაკალი ლუდის დალევას ვუსურვებ ;)…

Ian, I’ll See You In Yerevan😉

I’m Ready to Rock – And You???

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: