მოკითხვა იან გილანისგან და ,,ტრიუმფში” გაცოცხლებული ,,Deep Purple”-ი

ჩახლეჩილი ხმა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კისრის საშინელი ტკივილი, დალურჯებული ხელები, ხერხემლის კანკალი, იდაყვზე მიმწვარი სიგარეტი, დაღლილობის გრძნობა ფეხებში და დაბეჟილი ქუსლები – ეს სიმპტომები არცერთ საშიშ დაავადებას არ ახლავს თან, ამ დაავადებას უბრალოდ – ,,სიამოვნების შემდგომი დღე” ჰქვია. რა თქმა უნდა ის ვერ გამიგებს ვისაც ეს სიამოვნება არ განუცდია, მისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ,,სიმპტომები” ,,კარგ პონტთან” ნამდვილად არ იქნება დაკავშირებული, თავად ამ სიამოვნებას კი – ,,კარგ კონცერტზე დასწრება” ჰქვია…
გუშინ, კლუბ ,,ტრიუმფში” ვიყავი სადაც ,,Locomotive Promotion”-ის ინიციატივით ლეგენდარული ,,Deep Purple”-ის საღამო ჩატარდა. დაუკრეს ქართულმა, აზერბაიჯანულმა და სომხურმა ჯგუფებმა. სქართველოდან იყო: HEAVY CROSS, DEFENDERS OF TANELORN, НEBO СССР, Pay Of Freedom, Labyrinth, Alubali, The Kings. აზერბაიჯანიდან – Sadnoss, Strange Gathering და სომხეთიდან – Strife.

,,Locomotive Promotion”-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონცერტი უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო, ასე განსაჯეთ, კონცერტის შესახებ თვით იან გილანმაც კი იცოდა და ითხოვა დასრულების შემდეგ აუდიო და ვიდეო მასალა გადმომიგზავნეთო, თუმცა ის მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და დიდი ეკრანიდანაც გამოგვეხმაურა🙂 აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, მადლობა გადაუხადა ყველას ვინც სტამბულში დაესწრო ,,Deep Purple”-ის კონცერტს და მათაც ვინც 25 მაისს ერევანში აპირებს ჩასვლას. ,,Locomotive Promotion”-ის პარტნიორმა კომპანია ,,Elite Tour”-მა გაათამაშა ბილეთი ერევნის კონცერტზე, რომელიც ფიზიკურად მშვენიერმა გოგომ მოიგო და ხასიათებზე ვერაფერს გეტყვით🙂 ისე საყვარელი ღიმილი კი ქონდა…

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით, რომ კონცერტი იყო ძალიან მაგარი, უბრალოდ ერთადერთი ვინც არ მომეწონა იყო ჯგუფი – ,,DEFENDERS OF TANELORN” , ცოტა დამღალა აზერბაიჯანულმა ერთერთმა ჯგუფმა, მაგრამ უმაგრესი იყო და მოვიხიბლე სომხური ჯგუფით… დანარჩენებს ასე თუ ისე ვიცნობდი და ვინც პირველად მოვისმინე მართლა ყველა მაგარი იყო!!!

უკვე მეორედ (პრიველი – ,,Uriah Heep”-ი იყო), დიდი სიამოვნება მომანიჭა ,,Locomotive Promotion”-მა და იმედია არც მომავალში გამიცრუებენ იმედებს…

P.S. ფოტო კოლაჟს ,,ტრიუმფიდან” შემდეგ პოსტში იხილავთ😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: