Bye Bye – TeenAge

დღეს 10 მაისია! ,,ხოხ, დიდი ამბავი მერეო” – ალბათ იფიქრეთ თქვენ🙂 დღეს მექსიკასა და ნიკარაგუაში დედის დღეს აღნიშნავენ, რუმინეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, აზერბაიჯანი – ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეს, მაგრამ ეს რა შუაშია ჩემთან და თქვენთან? ეს ხომ უმნიშვნელო ამბებია იმასთან შედარებით, რასაც მართლა უნდა აღვნიშნავდეთ ამ დღეს?🙂 1990 წლიდან მოყოლებული 10 მაისს ჩემი დაბადების დღე აღინიშნება🙂 მართალია არა – მთელ მსოფლიოში (ჯერჯერობით :)), არა – მთელ საქართველოში, არა – მთელ თბილისში , არამედ მხოლოდ ჩემი ოჯახისა და მეგობრების წრეში, მაგრამ ხო მაინც ღირსშესანიშნავი დღეა?🙂
ხუმრობა იქით იყოს და მართლა არ მიყვარს დაბადების დღეები, არც ჩემსას აღვნიშნავ ხოლმე დიდი ზარ-ზეიმით და არ მივიჩნევ კანსაკუთრებულ დღედ, მაგრამ ახლა მომინდა, რომ ყველასათვის მეთქვა ეს ამბავი და მინდა გამცნოთ, რომ 20 წლის გავხდი, ანუ ,,მშვიდობით თინეიჯერობავ”🙂 და ახალი ერა უნდა დაიწყოს აწი ჩემ ცხოვრებაში (ვითომ), ვნახოთ რას შეცვლის ეს ასაკის მატება ჩემ ცხოვრებაში და დამაჭკვიანსერიზულებს თუ არა ცოოტათი მაინც :) 

საუკუნის შემისრულდა მეხუთედი,
ანუ 20 წელს უკვე გადავაბიჯე,
სიბერემდე დამრჩა კიდევ მეორედი
და მანამდე დროსტარებას არ ვიკლებ. 

დავბერდები და მეყოფა სახლში ჯდომა,
დავბერდები და მეყოფა წუწუნიც,
ფეხზე დგომა თუკი აღარ შემეძლება,
არ ვიდარდებ ჭაჭას ჩავეხუტები!

დღეს კი წავალ, ფხიზლად წავალ ლექციაზე,
არ შევიმჩნევ, რომ საღამოს დავთვრები,
მოვიძიებ ჩემ საყვარელ ,,ორნახადს” და
მეგობრებთან, ღამით სადმე გავტყვრები…🙂

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: