ყველაზე მაგრები მსოფლიოში!

დღეს ,,ჩამოწერილი” ძმაკაცი შემხვდა, ბარმენად მუშაობდა, მაგრამ შემცირებაში მოყვა და გამომიშვესო… არც არავის გაუფრთხილებია წინასწარ, უბრალოდ მივიდა სამსახურში, ხელფასი მისცეს რაც ეკუთვნოდა, ხელი მოაწერინეს და სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთო უთხრეს…

ამ შემცირებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მაგარი ამბავი, რომელიც საუკეთესო ფსიქოლოგმა (ვისაც შევხვედრივარ) და ჩემმა ყოფილმა ლექტორმა ერთერთ ლექციაზე მოგვიყვა:

1994 წელს (თუ არ ვცედბი) საქართველოდან გერმანიის ერთერთ ქალაქში ჩავიდა დელეგაცია, რომელსაც ფსიქოლოგები და რომელიღაც ქარხნის თანამშრომლები შეადგენდენ, მიზანი გერმანელთა გამოცდილების გაზიარება და მათ მუშაობაზე დაკვირვება იყო. პირველივე დღეს გერმანელებმა ქართველებს გააცნეს, თანამშრომელთა შემცირების გეგმა, რომელიც 2001 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. ,,ჩვენებმა” პირველად გაიგეს ასეთი გეგმის არსებობის შესახებ და სთხოვეს აეხსნათ რას ნიშნავდა იგი. მოკლედ, ეს ნიშნავდა იმას, რომ გეგმის შედგენის დღიდან, თანამშრომელთა განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევდა სამსახურიდან უნდა გაენთავისუფლებინათ, რასაც მათი გათვლებით 7 წელი დაჭირდებოდა…

ქართველებს გაეცინათ მათ გეგმაზე და ამაყად უთხრეს გერმანელ კოლეგებს, რომ ზუსტად გამომგზავრებამდე 2 დღით ადრე, ქარხანაში 50-მდე თანამშრომელი შეამცირეს და ამისთვის სულ რამდენიმე საათი დაჭირდათ…

ნუ დღითიდღე ვრწმუნდები და ახალ-ახალ ფაქტებს ვაჯამებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ მსოფლიოში!!!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to ყველაზე მაგრები მსოფლიოში!

  1. Bat says:

    ეს ლექსია, თუ ლექცია?😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: