ვერელი ტაშკუილა

დღეს ვკითხულობდი ერთერთ გაზეთს და წავაწყდი ტარიელ ჭანტურიას ჩანაწერებს. ერთ ამბავზე ბევრი ვიცინე და ამონარიდს გავაკეთებ, მხოლოდ იმ მონაკვეთს დავწერ რაც ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო…
ერთერთ გადაცემაზე წერს: ,,ბევრი რამ ითქვა ჭკვიანური, არც სისულელეები დაკლებია გადაცემას. ეს ბუნებრივია. ამჟამად არც ჭკვიანურ აზრებზე ვაპირებ რაიმეს თქმას, არც სისულელეებზე. მინდა ორი სიტყვა ვთქვა ერთ ,,ლექსზე”, რომელიც ერთმა პოეტმა წაიკითხა.

,,ჰაერი” – ასე ქვია ლექსს.

პოეტმა რამდენიმეჯერ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, ჩაისუნთქა და ამოისუნთქა…
ლექსად სწორედ ამოსუნთქვა გამოცხადდა.

მოკლედ, ჰაერის გამოშვებას ეწოდა ლექსი!

რაკი მე, ჩემი უჭკუობის გამო, დიდხანს ვწერე ლექსი, დამაინტერესა, რატომ არის ლექსი მაოსუნთქვა და რატომ არ არის ლექსი ჩასუნთქვა! – იმგვარივე ფიზიოლოგიური პროცესი? – და ახლა მთავარი სათქმელი: ჰაერის გამოშვება პირიდან ლექსი ყოფილა! მაგრამ ჰაერის გამოშვება სხეულის სხვა ადგილიდანაც შეიძლება! იქნება თუ არა ისიც ლექსი! ან აქვს თუ არა უკვე ,,დაწერილი” ასეთი ლექსი ხსენებული ნოვაციის ავტორ პოეტს?!

მე ჩემს ოპუსს ტაშკუილა დავარქვი. ეს სიტყვა გვხვდება ოთარ ჭილაძის ერთ-ერთ რომანში. ოთარს იგი თავად არ მოუგონებია. ჩვენი ახალგაზრდობის წლებში ვერაზე დადიოდა ერთი შეურაცხადი, რომელიც ამ სახელით იყო ქალაქში ცნობილი. ტაშკუილას შეეძლო, სანაძლეოზე იმდენჯერ ,,ამოესუნთქა” უკანა ტანიდან, რამდენზეც იყო კლიენტთან დანიძლავებული! ოცი გნებავთ? ოცჯერ! სამოცი? სამოცჯერ! ამით და ასე აკეთებდა ფულს ცნობილი ვერელი ტაშკუილა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: