Oh Happy Day

დღეს მქონდა კოლოკვიუმი ,,ახალ აღთქმასა და ანტიკურ სამყაროში”, წიგნი რომლითაც მასალა უნდა მომემზადებინა ახალგამოსულია გაყიდვაში და ვერსად ვნახე გუშინ… ანუ სრულიად მოუმზადებელი, ,,უშპარგალკოდ” და შეიძლება ითქვას უიმედოდ მივედი წერაზე.

მაგრამ მადლობა ,,მშვიდობიან ბლოგს” და…

აუდიტორიაში რომ შევედი, როგორც ყოველთვის (კოლოკვიუმების დროს), ბოლო მერხისკენ გავეშურე… წინ გოგონები ისხდნენ, მაგრამ უცხოები… ეს საგანი ჰუმანიტარულიდან მაქვს დამატებითში არჩეული და საერთოდ არავის არ ვიცნობ იქ. მოკლედ, დაიწყო წერა და მე ჩუმად და მორიდებულად ვიჯექი ჩემთვის, ვფიქრობდი, რომ მორჩებიან მერე ვთხოვ ,,შპარგალკა” დამითოვეთ–თქო და უცებ გადავწერდი… მაგრამ ვინ გაცადა?🙂

ერთი გოგო მოტრიალდა და გაიღიმა (უცებ ვიფიქრე დამცინის ალბათ ასე უაზროდ რო ვზივარ მეთქი), მეც გავუღიმე ნაძალადევად… მერე კი მითხრა: ,,აუ შენ ქილიფა არა ხარ, ბლოგერიო?” ვაააა?! არ ველოდი, მესიამოვნა🙂 – კი, ეგა ვარ მეთქი. ,,ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს, კარგი ბლოგიაო”… (bluuush) ძალიან სასიამოვნო იყო ამის გაგონება და მდაბლად ვუთხარი მადლობა :)… კიდევ მობრუნდა და – ,,არ გაქვს მასალა, ვერაფერს წერო?” – აზრზე არა ვარ არაფრის – მეთქი… ჩანთიდან ფურცლები ამოიღო, გადახედა, 2 ცალი ამოიღო და მომცა – ,,აჰა გადაწერეო”… Wow (!!!) დავიღვარე მადლობებად…🙂

ასე და ამგვარად კარგად დავწერე კოლოკვიუმი და იმედია კარგ ქულასაც მივიღებ… დიდი მადლობა ჩემს ბლოგს და იმ გოგოს, რომელსაც სახელიც კი არ ვკითხე და 1000 მადლობა გადავუხადე…🙂

დღევანდელი დღე ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო და არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ!!!🙂

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: